კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სტალინმა გარდაცვლილი მეგობრის საყვარელი სიკვდილს გადაარჩინა

 

პირველ დეკემბერს, 16 საათსა და 30 წუთზე ქალაქ ლენინგრადში, ლენსაბჭოს (ყოფილი სმოლნის)  შენობაში მუშათა კლასის მტრების მიერ მოგზავნილი მკვლელის ხელით დაიღუპა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური და ლენინგრადის კომიტეტების მდივანი, სსრკ აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმის წევრი, ამხანაგი სერგი მირონის ძე კიროვი. მკვლელი დაკავებულია. მიმდინარეობს გამოძიება.

გაზეთი „პრავდა“, 2 დეკემბერი, 1934 წელი.

პარტიულ არქტივთან შეხვედრა 1934 წლის 1 დეკემბერს, ურიცკის, ამჟამად ტავრიჩესკის სასახლეში, 6 საათისთვის იყო დანიშნული. სმოლნში კიროვი მისვლას არ გეგმავდა. დილით რამდენჯერმე დარეკა და მოხსენებისთვის საჭირო მასალების სახლში მიტანა ითხოვა. სამი საათისთვის მოხსენება მზად იყო. სერგეი მირონოვიჩმა რამდენიმე კვარტალი ფეხით გაიარა, თანასწორობის ხიდთან არ მისულა, რატომღაც განკარგულება გასცა, მანქანით სმოლნში მიეყვანათ. მთავარი შესასვლელიდან მესამე სართულზე ავიდა, გრძელი დერეფანი გაიარა და თავისი კაბინეტისკენ შეუხვია. პარტიის საოლქო კომიტეტის მეორე მდივანთან, სხდომა მიმდინარეობდა. არავინ იცის, იგრძნო თუ არა სტალინის მეგობარმა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. ცუდია, რომ პოლიტიკის ისტორიაში ბევრი რამ ბნელითაა მოცული. თუმცა, დღეს მაინც შეიძლება ტაბუდადებული დოკუმენტების მოკვლევა, ვერსიებისა და ჰიპოთეზების წამოყენება, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს, ითქვას – სმოლნის სისხლიანი აქტი უმაღლეს პროფესიონალურ დონეზე ჩატარდა. თითქმის საუკუნეა გასული და დღესაც არავინ იცის სრული სიმართლე ამ ფაქტის შესახებ. ანა კირილინა კომუნისტური პარტიის ისტორიის ინსტიტუტში მოღვაწეობს. დოქტორმა მკვლელობის ოთხი დასაბუთებული ვერსია შეისწავლა, მხოლოდ ის უკვირს, რომ კვალიფიციური ტერორისტები გასული საუკუნის ოცდაათიან წლებშიც შესანიშნავ „ფორმაში“  იყვნენ.

ნიკოლაევის აღსარება

„კიროვის წინააღმდეგ ტერორისტულ აქტს კოლოტინოვის ჯგუფი ამზადებდა. უშუალო შესრულება კი მე მქონდა დავალებული. შატსკისგან ვიცოდი, რომ ასეთი დავალება მის ჯგუფსაც ჰქონდა მიღებული, ამასთან ის ჩვენგან დამოუკიდებლად მუშაობდა. შატსკის პირველად 1933 წელს შევხვდი, შემდეგი შეხვედრა 1934 წლის ზაფხულში მოხდა, წითელი განთიადის ქუჩაზე, კერძო სახლში, საიდანაც სპეციალურად გაწვრთნილი ჯგუფი კიროვის ყველა ნაბიჯს უთვალთვალებდა. შატსკი კიროვის ბინას ზვერავდა და მე დავარწმუნე, რომ ჩემთვის ხელი არ შეეშალა, რადგან ლიკვიდაციის ადგილი სმოლნზე მქონდა შერჩეული“.

კიროვის მკვლელობისა და თავის მოკვლის წარუმატებელი ცდის შემდეგ, ნიკოლაევს ისტერიკა დაემართა. გამოძიების ჩვენებაში დაფიქსირებულია, რომ ის ყვიროდა, თითქოს მან შური იძია. პირველ ხანებში, სანამ საქმე ლენინგრადელ ჩეკისტებს მიჰყავდათ, თუთიყუშივით იმეორებდა, რომ დანაშაული შურისძიების მიზნით ჩაიდინა. რისთვის შეიძლებოდა ეძია შური ნიკოლაევს?  ბელადმა მოსვენება დაკარგა, პირადად დაინტერესდა მეგობრის მკვლელობის საქმით. იმავეს ადასტურებს ლენინგრადის შინსახკომის პოლიტიკური განყოფილების უფროსი პოპოვი: „რთული წარმოსადგენია, როგორ უყვარდა სტალინს კიროვი. ბელადმა ყველაფერი გააკეთა სიმართლის დასადგენად, მეტიც, უშუალოდ ჩაერთო გამოძიების პროცესში. გამომძიებელ ლულოვს უბრძანა, რომ შეემოწმებინა ყველა კარტოთეკაში ლეონიდ ნიკოლაევი – ფორმულარებით ვერსად აღმოვაჩინეთ, სასწრაფოდ ჩამოართვით მილდა დრაულეს ნაცნობების სია. რომელი შერლოკ ჰოლმსი მოიფიქრებდა ამას? ცხადია, რომ სოსო ჯუღაშვილისთვის არც იურიდიული სამყარო ყოფილა უცხო.

მილდა დრაულე

1934 წლის 2 დეკემბერს მილდამ ღამე სასტუმროს ჰოლში გაატარა. სკამებზე ეძინა. იცოდა, რომ დილით ლუბიანკის სამოცდამეერთე ოთახში პაშა მალინინთან ერთად დაკითხვაზე უნდა გამოცხადებულიყო. დაკითხვა თითქმის ორ საათს გაგრძელდა. ოქმს პოლიტიკური განყოფილების უფროსი პოპოვი ადგენდა, რომელმაც ვერაფერს მიაღწია. ამის შემდეგ მან ბელადის მიერ გაგზავნილი საჩუქარი მიიღო – ნიკოლაევის მიერ პაშა მალინინისადმი მიწერილი წერილი, რომელშიც ეწერა, რომ თურმე კიროვმა მტრობა ჩამოაგდო ცოლ-ქმარს შორის. დანარჩენი ტექნიკის საქმე იყო. რუსეთი ერთი დიდი სოფელია, სადაც არაფერი იმალება. თურმე:  სერიოჟკასა და მილდას რომანტიკული ურთიერთობები ჰქონდათ; 1930 წლიდან მილდა პარტიის ლენინგრადის საოლქო კომიტეტში მუშაობდა; 1933 წლის აგვისტოში მძიმე მრეწველობის სახალხო კომისარიატის ლენინგრადის სამმართველოში კადრების ინსპექტორ-მდივნად გადაიყვანეს. ამ ისტორიაში, თითქოს საოცარი არაფერია, მაგრამ, ამ ვერსიის თანახმად, სტალინს დღე-ღამის განმავლობაში 3-4 საათი ეძინა. ერთ-ერთ წვეულებაზე კი ლენინგრადის კომკავშირის საოლქო კომიტეტის ბიუროს წევრის, ალექსანდრე ტამის, ხუმრობა ყურად იღო. მან უთხრა, რომ კიროვი და დრაულე შეხვედრის დროს ყოველთვის უღიმოდნენ ერთმანეთს, რაც სოსო ჯუღაშვილისთვის ოპერატიული ინფორმაციაც იყო და იურიდიული მტკიცებულებაც.

სტალინურად    

მილდამ ბრწყინვალედ იცოდა, რომ საშინელ მდგომარეობაში აღმოჩნდა, მაგრამ არ გატყდა. გამოსავლის ძებნას სიმართლის თქმა არჩია. თქვა, რომ მისი ქმარი  გულჩათხრობილი, უიღბლო ადამიანი იყო; რომ სამსახურში არაფერი გამოსდიოდა და პარტიის ისტორიის ინსტიტუტიდან გამოაგდეს, და 9 თვის განმავლობაში უმუშევარი დადიოდა. იგი იყო ინტრიგანი და პროტესტს აცხადებდა ცალკეული სამთავრობო პირების უსამართლო დამოკიდებულების გამო – ასეთი შინაარსის წერილებს უგზავნიდა ჩუდოვს, უგაროვსა და კიროვს, რომელიც მილდას უყვარდა. ამ აღიარებით, შეყვარებული ქალი სიკვდილზე მიდიოდა, მაგრამ ბელადს სხვა გეგმები ჰქონდა, რაც სახალხოდაც განაცხადა.  მან თქვა, რომ სერგეი მირონის ძე სუფთა ადამიანი იყო და ეჭვი მისი საიდუმლო, ქარაფშუტული კავშირის შესახებ უსაფუძვლოა და კიროვის ახლობლები და მეგობრები, რომლებიც ახლოს იცნობდნენ მას, აღშფოთებული არიან ასეთი ჭორების გამო. ამით მან გარდაცვლილი მეგობრის საყვარელი სიკვდილს გადაარჩინა.  ნიკოლაევის ბინის ჩხრეკის დროს ნაკლები ყურადღება ექცეოდა ამოღებული მტკიცებულებების ობიექტურ შეფასებას. სტალინის მიერ გამოთქმული მოსაზრების შემდეგ, გამოძიება „სწორი“  მიმართულებით წავიდა. ნიკოლაევი წერდა: „მე უნდა წარმომედგინა კიროვის მკვლელობა, როგორც ერთპიროვნული აქტი, რათა მასში ზინოვიევის მონაწილეობა დამეფარა. როდესაც კიროვს ვესროდი, ვფიქრობდი, რომ ჩემი გასროლა აფეთქების, ქვეყანაში საბჭოთა ხელისუფლებისა და კომუნისტური პარტიის წინააღმდეგ გამოსვლის სიგნალი გახდებოდა“. სინტერესოა ფრაგმენტიც საბრალდებო დასკვნიდან: „ტერორისტული ჯგუფის მიზანი იყო კიროვის მკვლელობის ინდივიდუალურ აქტად წარმოდგენა და დანაშაულის ნამდვილი მოტივების დაფარვა“. ასე რომ, ეს ვერსია ვერ ხსნის, თუ რა ამოძრავებდა ნიკოლაევს, სამაგიეროდ, სტალინის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას იძლევა. დოცენტ ალა კირილინას, რომელსაც მაქსიმალურად მიუწვდება ხელი საიდუმლო ინფორმაციებზე და სერიოზულ ისტორიულ წყაროებს ეყრდნობა, მიაჩნია, რომ იოსებ ბესარიონის ძემ მეგობრობის ფასი იცოდა.

ბელადმა კიროვის ცოლი მოინახულა და სამძიმრის ნაცვლად, პირობა მისცა, რომ შურს იძიებდა. გარდაცვლილი ურიცკის სასახლეში გადაასვენეს, სტალინი კი მეგობრის კუბოსთან პირველ საპატიო ყარაულში ჩადგა. დილით კვლავ საპატიო ყარაულში იდგა, შემდეგ კი სამგლოვიარო პროცესიაშიც მიიღო მონაწილეობა. მთელი ამ დროის განმავლობაში, თანამდებობის პირები მისი იმ ბრძანებების შესრულებას განაგრძობდნენ, რომელიც მოსკოვიდან ლენინგრადში მიმავალმა სპეცმატარებელში დაწერა, კერძოდ: მთელი ლენინგრადი ყაზარმულ მდგომარეობაზე გადავიდა, მოხსნეს და დააპატიმრეს ქალაქის შინსახკომის სამმართველოს უფროსი – ლეონიდ მედვედი. სასამართლოს წინაშე უმაღლესი თანამდებობის 12 პირი წარდგა. რამდენიმე წლის განმავლობაში, ამ საქმესთან დაკავშირებით, ბევრი ადამიანი გამოასალმეს სიცოცხლეს. 12-დან მხოლოდ ორმა – ზვეზდოვმა და ანტონოვმა აღიარა მკვლელობაში მონაწილეობა. დანარჩენებმა განაცხადეს, რომ ზინოვიევის ოპოზიციის წევრები იყვნენ. ლიტეინის პროსპექტზე დახვრეტის ხელმძღვანელმა კომენდანტმა ნიკოლაევის დახვრეტა ბოლოსთვის შემოინახა, რათა მკვლელს თავისი თვალით ენახა, თუ როგორ სრულდებოდა სასიკვდილო განაჩენი და როგორ ხვრეტდნენ სხვა ტერორისტებს. კიროვის გარდაცვალებიდან 10 დღის შემდეგ, ზინოვიევი, კამენევი და ბაკაევი დააპატიმრეს. სტალინმა მეგობრის მეუღლეს დანაპირები შეუსრულა – შური იძია.

P.S.  საბჭოთა კავშირიდან, ქვეყნიდან, სადაც სტალინის ეპოქაში ჩიტებსაც კი უჭირდათ ფრენა, სტალინის გარდაცვლილი მეგობრის საყვარელმა, მილდა დრაულემ „გააღწია“ პარიზში და, თავისუფლების დედაქალაქში დაასრულა სიცოცხლე. ცხადია, ბელადის ნების გარეშე ეს არ მოხდებოდა.

 

 

скачать dle 11.3