კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის შევუმციროთ მორწყვა ბრუგმანსიას და სად ხარობს რაფლეზიანა

„ფლორა ინტერნაციონალის” ბიოლოგიის მეცნიერ-მუშაკთან, ბატონ ამირან ბიწაძესთან ერთად, ამჯერად ორ უცნაურ მცენარეზე ვისაუბრებთ. თუ რომელ მცენარეს არ შეიძლება, მიეკაროს ადამიანი და რომელი მცენარე იწვევს მოწამვლას, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ. 

 

– ბატონო ამირან, რატომ უწოდებენ რაფლეზიანას „ხორციჭამიას” და რას გვეტყვით მის შესახებ?

– ამ მცენარის სამშობლო არის აფრიკის და ავსტრალიის ტროპიკული ტყეები. მას ეს სახელი დაერქვა იქიდან გამომდინარე, რომ ის ხორცით იკვებება. 

– ხარობს თუ არა ეს უცნაური მცენარე საქართველოში და თუ არის შესაძლებელი მისი გაზრდა ოთახის პირობებში?

– საქართველოში ეს მცენარე გვხვდება ბათუმისა და თბილისის ბოტანიკურ ბაღებში, ასევე, საკოლექციო ბაღებშიც. მისი გახარება შეუძლებელია სახლისა და ეზოს პირობებში, რადგან მცენარე საკმაოდ საშიშია. ის მტაცებელი მცენარეა და, ნებისმიერი ჩვენგანისთვის საფრთხეს წარმოადგენს. იმ შემთხვევაში, თუ მაინც გადაწყვეტთ რაფლეზიანას გახარებას, აუცილებლად შემოღობილ და დაცულ ტერიტორიაზე უნდა გაზარდოთ, სადაც ვერავინ, მათ შორის, ვერც თქვენ, ახლოს ვერ მიხვალთ. 

– რა საფრთხე შეიძლება შეუქმნას რაფლეზიანამ ადამიანს და რა ზომის იზრდება ის?

– ამ მცენარეს აქვს გვირგვინოსანი ფოთლები, რომელიც დაფარულია ტკბილი, სურნელოვანი ლორწოვანი გარსით. ის ულამაზესია გარეგნულად, თუმცა, როგორც უკვე გითხარით, საკმაოდ საშიში: როგორც კი მის ფოთლებს შეეხება რამე, ის მაშინვე იწყებს შფოთვას და შეკუმშვას. მნიშვნელობა არ აქვს, ადამიანი იქნება თუ ცხოველი, ეს მცენარე ნებისმიერის თბილ სისხლს გრძნობს და რეაგირებას ახდენს. თუ თქვენ ხელს დაადებთ მის ფოთოლს, შეუძლებელია მას მოშორდეთ, რადგან, წებოვანი გარსი მჭიდროდ მოგიჭერთ და გათავისუფლების საშუალებას არ მოგცემთ. ფოთოლი კი მაშინვე იხურება და მხოლოდ 40-60 წუთის შემდეგ იხსნება და ამ დროს შესაძლებელია, დაინახოთ ცოცხალი სხეულის მხოლოდ ჩონჩხი. 

 მცენარე არ არის ძალიან მაღალი – მიწის ზედაპირიდან 5-6 სანტიმეტრი აქვს სიმაღლე და მისი ფოთლები გადაშლილია. ავსტრალიის ტყეებში ამ მცენარის, ფოთლის სიგანე 4 მეტრია, ხოლო სიგრძე 7 მეტრს აღწევს. 

– კიდევ რით იკვებება რაფლეზიანა?

– ის იკვებება მხოლოდ ხორცით. შესაძლებელია, ეს იყოს ლეში. მისი გამოკვება შეიძლება კურდღლებით, მკვდარი ვირთხებითა და სხვადასხვა სახის ხორცით. 

–  რა მოსდის მას ამ საკვების გარეშე?

– ის ორი თვის განმავლობაში ძლებს ხორცის გარეშე, შემდეგ კი აუცილებლად უნდა მიაწოდოთ საკვები, რომ არ დაიღუპოს. 

– რით მრავლდება რაფლეზიანა?

– მისი გამრავლება შესაძლებელია თავისივე ამონაყრით. რა თქმა უნდა, ადამიანი ამ დროსაც ვერ მიეკარება მცენარეს. მისი ამონაყარის მოხსნა და სხვა ადგილას დარგვა ხდება სპეციალური მაშებითა და რკინებით. 

 ამ მცენარის შესახებ ერთი ლეგენდაც არსებობს და რამდენიმე წლის წინ ეს ინფორმაცია დადასტურდა კიდეც: ავსტრალიის ტყეებში ბიოლოგები დაიკარგნენ და სწორედ მის ფოთლებში აღმოაჩინეს ამ ბიოლოგების თავის ქალები და ძვლები. 

–  სწრაფად მზარდი მცენარეა რაფლეზიანა?

– ეს მცენარე არ იზრდება სწრაფად, თუმცა ძალიან საშიშია და,  პატარა რაფლეზიანასთვისაც კი, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ხელის მიკარება – ის ზუსტად იმავე სითხეს გამოყოფს, რასაც ზრდასრული რაფლეზიანა. მისი მჟავიანობის პროცენტული მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. 

– უძლებს თუ არა ის ზამთრის სეზონს საქართველოში?

– ეს მცენარე ტროპიკულია და ამიტომ მხოლოდ ორანჟერეებში ხარობს. მისი გახარება შეუძლებელია ეზოს პირობებში, ზამთარში. 

–  რა ღირს ეს უცნაური მცენარე?

–  რაფლეზიანა თითქმის არსად იყიდება. ის, შეიძლება, მხოლოდ საკოლექციო ბაღებში გაიყიდოს და საკმაოდ ძვირიც ღირს, რადგან საკოლექციო უნიკალურ მცენარედ ითვლება. 

– დღესდღეობით სად შეიძლება ამ მცენარის ნახვა საქართველოში?

– ახლა ის მხოლოდ ბათუმის ბოტანიკურ ბაღშია და შეგიძლიათ, მხოლოდ შორიდან შეხედოთ. მცენარე ძირითადად შუშითაა დაცული. 

– რას გვეტყვით ბრუგმანსიას შესახებ. როგორც ვიცი, მას საკმაოდ უცნაური თვისებები აქვს.

– ბრუგმანსიას სამშობლო სამხრეთ ამერიკაა. ზოგიერთი ამ მცენარეს ლემათი იცნობს. ის საკმაოდ დიდი და ეფექტური მცენარეა. მისი გრძელი ყვავილები ტკბილ სურნელს აფრქვევს და იმდენად ძლიერი არომატი აქვს, რომ შეიძლება მოწამვლაც გამოიწვიოს. 

– სად არის მისთვის შესაფერისი ადგილი?

– ზომის გამო, ბინისთვის ცოტა შეუფერებელია, მაგრამ იდეალურია ზამთრის ბაღისთვის. გირჩევთ, რომ ამ მცენარეს დიდი სივრცე მისცეთ, რადგან მისი დიდი ფოთლები და ბუჩქისებური ფორმა ნოტიო ტროპიკული ტყის ეფექტს ქმნის. თუ ზამთრის ბაღში ვერ დადგამთ მცენარეს, მაშინ ბინაში მისთვის საუკეთესო ადგილი ნათელი სასტუმრო ოთახია. 

– რა საშიშროება შეიძლება დაემუქროს ბრუგმანსიას?

– მცენარეს რამდენიმე პარაზიტი მწერი ემტერება, ყველაზე ხშირად კი – წითელი ტკიპა.

– როგორი პირობები მოსწონს ამ მცენარეს?

– ბრუგმანსიას უყვარს სინათლე. მისი მიწა ტენიანი თუ იქნება, ზაფხულის მცხუნვარე მზე ვერაფერს ავნებს. 

– რა ტემპერატურაა მისთვის საჭირო?

– მთელი წლის განმავლობაში მისთვის იდეალურია 16-25 გრადუსი, თუმცა, ზამთარში 4 გრადუსსაც აიტანს და საფრთხე არ დაემუქრება.

– რა სიხშირით უნდა მოვრწყათ ბრუგმანსია?

– ზაფხულში მოზრდილ ბრუგმანსიას ყოველდღიური მორწყვა სჭირდება, ზამთარში კი წყლის რაოდენობა შედარებით შეამცირეთ. გაზაფხულამდე, სანამ მცენარე ზრდას დაიწყებს, მორწყვა აღარ სჭირდება და, შეიძლება, მხოლოდ ტენიანი მიწა იკმაროს. გრილ ოთახში მცენარე იშვიათად მორწყეთ, ხოლო ნათელსა და თბილ ოთახში – რეგულარულად. ასეთ პირობებში მცენარეს ახალი ყლორტები მალე ამოუვა. 

– საჭიროა ბრუგმანსიასთვის დამატებითი საკვები?

– დიახ, ზაფხულობით ბრუგმანსიას ნიადაგი რეგულარულად უნდა გაანოყიეროთ ბალანსირებული თხევადი სასუქით.

– დაახლოებით რა ზომის იზრდება მცენარე?

– თუ გსურთ, რომ მცენარე მეტისმეტად არ გამაღლდეს, გვიან შემოდგომაზე გადაჭერით. ისე კი, ბრუგმანსია დაახლოებით 75 სანტიმეტრამდე იზრდება.

 

скачать dle 11.3