კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2019 (104)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)

როდის შეიძლება მანქანა უმიზეზოდ გაჩერდეს

 

ძალიან ხშირად გამოუცდელ და ზოგჯერ გამოცდილ მძღოლებსაც კი ავტომობილის გაუმართაობა, რომელიც ერთი შეხედვით საკმაოდ სერიოზული ჩანს, საგონებელში აგდებთ. თუმცა, არის შემთხვევები, როცა საკუთარი ძალებით, მექანიკოსის განათლების გარეშეც იოლად შეგვიძლია მისი მოგვარება იმ დროსაც კი, თუ ავტომობილი გაჩერდა და აღარ იქოქება.

 მევლუდ მელაძე: ხანდახან ძალიან პატარა პრობლემის გამო მძღოლები პანიკაში ვარდებიან, ეს განსაკუთრებით ქალ მძღოლებს ეხებათ. პრობლემის მხოლოდ ვიზუალური მხარე არ ნიშნავს, რომ კატასტროფის წინაშე ვდგავართ, იმ შემთხვევაში კი, თუ ავტომობილი გაჩერდა. მინიმალური ცოდნა მაინც რომ გქონდეთ ძალიან დიდ დროს, ნერვებს და თანხას დაზოგავთ. მეგობრებთან რეკვას და ტირილს, ჯობია, პრობლემის მოგვარება თავად დაიწყოთ. არსებობს ისეთი მარტივი გაუმართაობა, რომლის აღმოფხვრაც ადგილზევე, ძალიან იოლად შეიძლება. ყველაზე ხშირად, რაც ჩვენ მანქანას უფუჭდება ეს ელექტროსისტემების მცველია.

– რისმა მცველმა შეიძლება, მანქანა გააჩეროს?

– უმარტივეს მაგალითს მოგიყვანთ – მცველი, რომელიც იცავს ელექტრონული მოწყობილობების მუშაობის სისწორეს, იქნება ეს საწვავის მაჩვენებელი, წყლის მდგომარეობის მაჩვენებელი თუ სხვა. შეიძლება გასაღები გადაატრიალოთ, მაჩვენებელმა არ იმუშაოს, მაგრამ მანქანა მაინც დაიქოქოს. რა ხდება ამ დროს? გენერატორს, ისევე როგორც ხელსაწყოების დაფას, არ მიეწოდება სიგნალი იმის შესახებ, რომ აკუმულატორი დასამუხტია. ის არ იწყებს მუშაობას, შესაბამისად აკუმულატორის რესურსი იწურება, რის შედეგადაც ავტომობილი ან ჩაქრება ან თავად ჩავაქრობთ და ვეღარ დავქოქავთ. ამ დროს იწყება პანიკა და იმ მიზეზების ძებნა, რომელმაც ავტომობილი გააჩერა, რეალურად კი სულ პატარა მცველია გადამწვარი. მცველის დაწვა ძალიან იოლია. ის პირველივე გაუმართაობას საკუთარ თავზე იღებს და ეს წვავს მას ან უმიზეზოდ გამოდის მწყობრიდან. ყველა მძღოლისთვის სავალდებულოა, იცოდეს, მანქანაში კონკრეტულად რა ადგილას არის განთავსებული მცველების ბუდე, სადაც ყველა ერთადაა თავმოყრილი. უმრავლეს შემთხვევებში, ის ხელსაწყოების დაფის ქვეშაა. აუცილებელია, ვიცოდეთ, თუ როგორ იცვლება მცველი. სხვადასხვა მცველს სხვადასხვა წინაღობა აქვს. თუ დაბალი წინაღობის მცველს მაღალი დაწოლის დასაცავად ჩადებთ, რა თქმა უნდა, ძალიან მალე დაიწვება.

– როგორ გავარკვიოთ, რომელ მცველს რა სიდიდის წინაღობა აქვს?

– სადაც მცველია განთავსებული, იქვე წერია, თუ რამხელა დატვირთვის გაძლება შეუძლია მას. ეს ციფრებია ხუთი, ათი, თხუთმეტი და ასე, სამოცდაათამდე. სამოცდაათს ცხადია, მეტი დატვირთვის ატანა შეუძლია. თუ ვთქვათ, ოცდაათიანი მცველი დაგეწვათ და იქ ხუთიან მცველს ჩადებთ, მან შესაძლოა, იმუშაოს. მაგრამ, თუ იმ დეტალს, რომელსაც ის მცველი იცავს, რამე პრობლემა შეექმნება, დიდი ალბათობაა, მცველის ნაცვლად ის დეტალი დაიწვას, რომლსაც პრობლემა აქვს. დამწვარი მცველის პოვნა ძალიან იოლია. უმეტეს მათგანს ზემოდანვე ეტყობა, რომ გაწყვეტილია, ისევე როგორც ეს დამწვარ ნათურაზე ჩანს. იქვე, სადაც მცველია, აუცილებლად იქნება განთავსებული მისი ამოსაღები სპეციალური, პინცეტის ფორმის გასაღები. თუ, რა თქმა უნდა, არ დაგიკარგავთ მისი საშუალებით დამწვარ მცველს იოლად ამოიღებთ და სხვას ჩასვამთ. სათითაოდ ყველა მცველის ამოღება მოგიწევთ, სანამ დამწვარს არ მიაგნებთ. ანუ, როგორც კი ელექტრონული სისტემა აურევს, მანქანა არ იქოქება, ფარები არ ინთება, ან რომელიმე ხელსაწყო არ მუშაობს, უპირველესად, მცველებს ვამოწმებთ. როდესაც მცველების ბუდეს ხუფს მოვხდით, ნომრების მიხედვით აწერია, რომელი რას იცავს. ეს განსაკუთრებით მკაფიოდ ჩანს ახალ ავტომობილებში. საერთოდ, რაც უფრო ახალია მანქანა, მით უფრო დახვეწილი ელექტროსისტემა აქვს და მცველებზეც მეტია დამოკიდებული, მათი გამოცვლა უფრო მეტ შედეგს მოგვცემს. 

 

скачать dle 11.3