კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2018 (53)
ნოემბერი 2018 (226)
ოქტომბერი 2018 (252)
სექტემბერი 2018 (209)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)

ვეტერინარის რჩევები

 

კითხვა: მყავს 8 თვის გერმანული ნაგაზი, რომელიც ყველას მიმართ კეთილგანწყობილია. თუ შეიძლება, მითხარით, რა უნდა იყოს ამის მიზეზი? როგორც ვიცი, ნაგაზი სხვაგვარად უნდა ავლენდეს თავის ხასიათს. მირჩიეთ, როგორ მოვიქცე? შესაძლებელია თუ არა, რომ, ჩვენი ჩარევის შედეგად, ძაღლი ასეთი ლმობიერი აღარ იყოს უცხოების მიმართ?

პასუხი: რა თქმა უნდა, შეიძლება, თუმცა, უმჯობესია, თუ ამაზე თქვენ კი არა, სპეციალისტი იზრუნებს. მისი ხასიათის სწორად ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია ყველა ნორმის დაცვა,  პირველ ყოვლისა კი, ძაღლი საწვრთნელ მოედანზე ატარეთ, რომ პროფესიონალმა მწვრთნელმა იზრუნოს მასზე და თქვენი ძაღლი სწორად გაწვრთნას.

კითხვა: როგორ უნდა შევარჩიოთ ძაღლის ჭურჭელი?

პასუხი: ძაღლის ჭურჭელი უნდა შეარჩიოთ ძაღლის ზომის მიხედვით და აუცილებლად  ზოომაღაზიებში. სადგარზე, ანუ ღერძზე, დამაგრებულია ორი ჯამი. თქვენი ძაღლის ზრდასთან ერთად შესაძლებელია მიმაგრებული ჯამების აწევაც. უმჯობესია, რომ ძაღლმა საკვები თავდახრილმა და კისერწაგდებულმა არ ჭამოს. მაგალითად, საგამოფენო ძაღლებს ისე აჭმევენ, რომ ჯამი მხრების დონეზე იყოს დაფიქსირებული, რათა დგომი არ გაუფუჭდეს და გამოფენისთვის შესაფერისი იყოს. 

კითხვა: ჩემს ძაღლს მაზოლი გამოუვიდა, რომელიც საკმაოდ აწუხებს. ვეტერინართან ვერ მიმყავს, რადგან მათ მიმართ აგრესიას გამოხატავს. როგორ მოვიქცე?

პასუხი: ჩემი კეთილი რჩევაა, ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ამ პრობლემის მოგვარებას, რადგან თვითნებური მკურნალობების ჩატარება დაუშვებელია. ყოველივე ამან შეიძლება, პროცესი გაართულოს და საკმაოდ მძიმე შედეგებამდე მიგიყვანოთ. ამიტომ, უმჯობესია, თუ სპეციალისტს მიანდობთ ამ საქმეს. შეიძლება, თქვენი ძაღლი კონკრეტულად რომელიმე ვეტერინარის მიმართ არის აგრესიული. მიუყვანეთ ის სხვა სპეციალისტს.

კითხვა: ჩვენი ძაღლი ძალიან ხშირად ირთობს თავს რეზინის სათამაშოთი. რამდენიმე დღის წინ შევამჩნიე, რომ სათამაშოს საღებავი უკვე მოშორებული აქვს. მაინტერესებს, ტოქსიკური ხომ არ არის სათამაშოს საღებავი ძაღლისთვის?

პასუხი: უმჯობესია, თუ ძაღლს ამგვარი სათამაშოთი გართობის უფლებას არ მისცემთ. მართალია, ბავშვიც იდებს სათამაშოს პირში, მაგრამ, ისე აქტიურად ვერ ღეჭავს, როგორც ძაღლი. ბავშვის სათამაშო ბევრად რბილი და დამყოლია, ვიდრე ძაღლის სათამაშო. ძაღლის სათამაშო სპეციალური მასალისგან მზადდება, რათა ადვილად ვერ გაღრღნას და ნაწილები არ გადაყლაპოს. ამიტომ, შეეცადეთ, ოთხფეხას სპეციალური სათამაშო შეიძინოთ და თავი დაიზღვიოთ გაუთვალისწინებელი შედეგებისგან, რადგან, თუ ძაღლის სათამაშო უხარისხო საღებავისგან არის დამზადებული, მოწამვლა არ გამოირიცხება.

 

скачать dle 11.3