კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები

 

კითხვა: თვალების ქვეშ კანი პერიოდულად ჩამიშავდება ხოლმე. არის თუ არა ეს დამოკიდებული საკვებზე და, საერთოდ, არსებობს თუ არა რაიმე შინაური რეცეპტი ამ პრობლემის მოსაგვარებლად? ყველანაირი ანალიზი და გამოკვლევა ჩავიტარე და, როგორც ექიმი მეუბნება, პრაქტიკულად ჯანმრთელი ვარ.

პასუხი: თვალების გარშემო შავი წრეების გაჩენის ძირითადი მიზეზებია: უძილობა, გადაღლა, სტრესები, კომპიუტერთან დიდხანს ჯდომა, ალერგია და სხვა.

ამ პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა, მოიწესრიგოთ სისხლის მიმოქცევა, გაზარდოთ ძილის ხანგრძლივობა, ხშირად გაისეირნოთ სუფთა ჰაერზე, თავი აარიდოთ სტრესულ სიტუაციებს.

რაც შეეხება საკვებს, მოერიდეთ მწარე-ცხარე საჭმელს და სანელებლებიან კერძებს.

ასეთ დროს ძალიან კარგ შედეგს იძლევა კიტრის ნიღაბი: კარგად გარეცხილი 1 ცალი კიტრი გახეხეთ და გამოწურეთ წვენი. ამ წვენში დაასველეთ 2 ცალი ბამბის მრგვალი ტამპონი (თვალებსა და ქუთუთოებს მთლიანად რომ ფარავდეს), დაწექით და ტამპონები თვალებზე დაიფინეთ. ყოველ 5 წუთში ტამპონები ახლით შეცვალეთ (3-ჯერ). ეს პროცედურა დღეში სამჯერ ჩაიტარეთ და თქვენი შავი წრეები სულ მალე უკვალოდ გაქრება.

კითხვა: ზოგჯერ, დილით, გაღვიძების შემდეგ, სახეზე ბალიშისგან გაჩენილი ნაოჭები მაქვს ხოლმე. რისი ბრალი უნდა იყოს ეს და როგორ მოვიქცე, რომ ასე აღარ განმეორდეს?

პასუხი: ღამის განმავლობაში სახის კანის დანაოჭების მიზეზი არის კანის სიმშრალე, ანუ, არასაკმარისი ტენიანობა. ასეთი ნაოჭების მომენტალურად მოშორებაში დაგეხმარებათ ალოეს ექსტრაქტიანი კრემის ნიღაბი, ან, შეგიძლიათ, ალოეს ცოცხალი წვენი ჩააწვეთოთ მკვებავში და ის წაისვათ. ალოეს წვენი ღრმად ატენიანებს კანს.

კითხვა: თქვენს რუბრიკაში წავიკითხე, რომ სახის კანის პილინგისთვის კარგია მჭადის ფქვილის ან „ჰერკულესის” გამოყენება. მაინტერესებს, რისი შერევა შეიძლება მათში, რომ კანი უკეთ გამოიკვებოს?

პასუხი: მჭადის ფქვილს ან „ჰერკულესს”, შეგიძლიათ, შეურიოთ: 5-10 წვეთი ლიმონის წვენი, 1 ჩაის კოვზი უმი კიტრის წვენი, 1 ჩაის კოვზი გვირილისა და პიტნის ნაყენი, 1 ჩაის კოვზი უმი პომიდვრის წვენი. ეს ყველაფერი კარგად აზილეთ ერთმანეთში (უნდა მიიღოთ ფაფისებური მასა), წაისვით მთელ სახეზე, ყელსა და დეკოლტეზე და წამოწექით. 20 წუთის შემდეგ გაიკეთეთ პილინგი დოლბანდის ტამპონით, ჩამოიბანეთ ნელთბილი წყლით და წაისვით მკვებავი კრემი.

 

 

 

скачать dle 11.3