კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დაუჯერე!

 

ჯერ თქვენ დაიჯერეთ: ერთგული მამაკაცებიც არსებობენ. ნუ გეღიმებათ, არც ისე რთულად და უიმედოდ არის საქმე. მართალია, ერთგული მამაკაცების რიცხვი შთამბეჭდავი ნამდვილად არ არის, მაგრამ, თავად ფაქტი, რომ მამრებშიც შეხვდები ერთგულებს, სასიამოვნოა და სტიმულის მომცემი. თუმცა, თუ ქალი ჭეშმარიტად ერთგულია (და ასეთები საკმაოდ ბევრია) ვერც ერთი მამაკაცი მას ამ ერთგულებაში ვერ აჯობებს. სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ მამაკაცები ოთხჯერ უფრო ხშირად ღალატობენ პარტნიორებს, ვიდრე ქალები. სამაგიეროდ, ქალების 80 პროცენტია მზად, პარტნიორს ღალატი აპატიოს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ სუსტი სქესი უფრო უთავმოყვარეო და უპრინციპოა. უბრალოდ, ქალმა, მით უფრო, 35 წელს გადაბიჯებულმა, უკეთ იცის სტაბილურობის, ოჯახისა და ურთიერთობის ფასი.

მამაკაცი თავისი ბუნებით ძალიან ინერტულია და იშვიათად არის მზად რადიკალური ცვლილებებისთვის. რომანს კი გააბამენ, მაგრამ, სულაც არ ფიქრობენ, დაანგრიონ ოჯახი. ამისათვის მათ დამატებითი ფაქტორები სჭირდებათ. ესეც სტატისტიკაა – გამოკითხვამ უჩვენა, რომ მამაკაცების მხოლოდ 6 პროცენტი ფიქრობს განქორწინებაზე მას შემდეგ, რაც მეუღლეს უღალატა. ხომ დამაიმედებელი ციფრია? თუმცა, მაინც მარტო თქვენზეა დამოკიდებული, როგორ ინუგეშებთ თავს. ქალების დიდი უმრავლესობისთვის მეუღლის ღალატად აღიქმება ნეგატიური ცვლილებები მათთან ურთიერთობასა და გრძნობებში. ამ დროს, ფიზიკურ ღალატზე საერთოდ არც არის საუბარი, მაგრამ, ქალი მაინც ეჭვიანობს. სამაგიეროდ, მამაკაცი არ უყურებს საკუთარ „ცელქობას“ სერიოზულად. უმეტეს შემთხვევაში, მისთვის ეს პატარა, სასიამოვნო თავგადასავალია და მეტი არაფერი…

სამწუხარო რეალობაა ის, რომ ქალს გაცილებით მეტი დაკვირვება, მოთმინება და ფიქრი სჭირდება ოჯახისა და ურთიერთობის შენარჩუნებისთვის და, თუ მამაკაცი გეუბნებათ, რომ მას თქვენ გვერდით ურჩევნია ყოფნა, უბრალოდ დაუჯერეთ – ზოგჯერ მამაკაციც არის გულწრფელი!

 

скачать dle 11.3