კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაში ეხმარება ადამიანს ღამით გამდინარე წყლის დაჟინებული ყურება და როდის ხდება სურნელი ორ ადამიანს შორის სიყვარულის მაგნიტი

ალბათ, ბევრმა ადამიანმა არ იცის, რომ სწორად შერჩეული არომატი მხოლოდ ამძაფრებს სიყვარულის გრძნობას და შესაფერის განწყობას ქმნის, კერძოდ, რომანტიკულს, ეროტიკულსა და ვნებიანს. ერთი სიტყვით, სუნი ამძაფრებს, აღაგზნებს და აძლიერებს ჩვენს გრძნობებს. ღამით, მშვიდად ძილის დროს კი, შესაძლოა, ისე შეიცვალოს თქვენი ბედი, რომ თავადაც გაოგნებული დარჩეთ. ამ თემებთან დაკავშირებით, ბევრ ჩვენგანს უჩნდება კითხვები, რომელზეც პასუხს ვერსად პოულობს. დღევანდელი ჩვენი რუბრიკის სტუმარი, ბატონი გოგი კი უკვე წლებია, ამ საკითხებით დაინტერესდა, არაერთი კვლევა ჩაატარა და დასკვნებიც დადო.

 

გოგი: ბევრი ისეთი კითხვა უჩნდება ადამიანს, რაზეც ხშირად პასუხს ვერ იგებს. უფრო სწორად, ამის საპასუხოდ, ისეთი ადამიანია საჭირო, რომელიც მსგავს თემებში კომპეტენტურია. ჩემს გარშემო ბევრი დაბნეული და ცხოვრებისგან გზა-კვალაბნეული ადამიანი დადის. მათ თავს ისეთი რამე ხდება, რაშიც თავად გარკვევა უჭირთ. ამიტომ, მინდა, ჩემი გამოცდილებისა და კვლევების საფუძველზე შექმნილი ის ფაქტები და დასკვნები გაგაცნოთ, რომელიც აუცილებლად დაგეხმარებათ. 

– ბატონო გოგი, ამბობენ სუნს უნიკალური თვისება აქვს, გამოიწვიოს ადამიანში სხვადასხვა ასოციაცია და გააღვიძოს მოგონებები; ასევე, არომატის ძალით ორ ადამიანს შორის შესაძლოა, ისეთი სასიყვარულო უხილავი ძაფები გაიბას, რომელსაც ვერც კი წარმოიდგენს კაცი. ამ საკითხთან დაკავშირებით, თქვენ წლებია, მუშაობთ და იქნებ, ჩვენც გაგვანდოთ სუნისა და არომატის საიდუმლო?

– აუცილებლად გაგანდობთ და დარწმუნებული ვარ, პირადი ცხოვრების მოწყობაში, ჩემი რჩევები ნამდვილად წაგადგებათ. დღეს უამრავი სუნამო იყიდება, შესაბამისი რეკლამირებაც უკეთდება მათ და ბევრი იმის გამოც ყიდულობს და ისხამს, რომ, უბრალოდ, მოდაშია, სიახლეა ან ნაჩუქარია. ეს არასწორი მიდგომაა და ამით შესაძლოა, პირად ცხოვრებაში პრობლემები შეიქმნათ. მოკლედ, სწორად შერჩეული არომატი, მხოლოდ ამძაფრებს სიყვარულს და ირგვლივ რომანტიკულ, ეროტიკულ და ვნებიან გარემოს ქმნის. სუნი აღაგზნებს და აძლიერებს ჩვენს გრძნობებს. მაგალითად, თუ გრძნობთ, რომ შეყვარებულის ლტოლვა თქვენდამი ისეთი აღარ არის, როგორიც ურთიერთობის დასაწყისში იყო. და დროთა განმავლობაში შენელდა, სასწრაფოდ იზრუნეთ სუნამოს ან შხაპის გელის შეცვლაზე. გაიხსენეთ და  გამოიყენეთ ის არომატი, რომელსაც მასთან პაემანზე, პირველი შეხვედრების დროს იყენებდით. უკვე დამტკიცებულია და მსოფლიო პარაფსიქოლოგთა მიერ აღიარებულია რომ სუნს უნიკალური უნარი აქვს, გამოიწვიოს ადამიანებში სხვადასხვა ასოციაცია და გააღვიძოს მიძინებული მოგონებები. სხვათა შორის, სუნი სერიოზულ გავლენას ახდენს თავის ტვინზე. კერძოდ, ააქტიურებს რეფლექსებს და პარტნიორებიც თითქოს მეტად უახლოვდებიან ერთმანეთს. აფროდიაკი ეწოდება ნივთიერებას, რომელიც აძლიერებს სექსუალურ აქტივობას. ის საკმაოდ დიდი ხნის წინათ გამოიყენებოდა პარფიუმერიაში. განსაკუთრებით კი, რენესანსის ხანაში, საფრანგეთის მეფის კარზე. ვინც ისტორიით ინტერესდება, მოგეხსენებათ, რა ხდებოდა იმ პერიოდში საფრანგეთში, მეფის სასახლეში და ამაზე არაერთი სასიყვარულო ფილმიცაა გადაღებული. ერთი სიტყვით, ფრანგი კურტიზანი ქალები ჭკუიდან შლიდნენ მამაკაცებს, მიუხედავად იმისა, რომ მათ სუნამოებს სულაც არ ჰქონდა ნაზი, რბილი და სასიამოვნო არომატი. 

– ის თუ არის მართალი, რომ სექსუალური სუნი ორ ჯგუფად იყოფა და ადამიანის სხეულის ბუნებრივი სუნი, საპირისპირო სქესს იზიდავს?

– რასაკვირველია, ეს სრული სიმართლეა და ვინც არომათერაპია-პარაფსიქოლოგიის კუთხით მუშაობს და მასში კარგად ერკვევა, მისთვის ნათელია ამის აზრი. მოკლედ, სექსუალური სუნი, ძირითადად ორ ჯგუფად იყოფა. ნატურალური, ანუ სხეულის ბუნებრივი სუნი და ხელოვნური, ანუ ეგრეთ წოდებული ხელოვნურ-სასიგნალო. სექსუალურ პარტნიორებზე განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას სწორედ ბუნებრივი სუნი ახდენს, მაგრამ თუ სხეულის სუნი ვნებას აღვიძებს, შესაფერის ინტიმურ ატმოსფეროს სწორედ ხელოვნურ-სასიგნალო სურნელი ქმნის. მარტივი ენით რომ აგიხსნათ, თუ ადამიანზე შთაბეჭდილების მოხდენა, მისი გაგიჟება, დამონება და გადარევა გსურთ, მასთან ინტიმური შეხვედრის დროს, იყავით ბუნებრივი სურნელით. ოთახში კი დაანთეთ სურნელოვანი ჩხირები ან სანთლები, ოღონდ ვარდის ან ჟასმინის სურნელით. ეს არომატი, მასზე ისე იმოქმედებს, რომ შესაძლოა, თქვენი ალერსის გარეშე ცხოვრება ვეღარ შეძლოს. დამეთანხმეთ, საკმაოდ მარტივი სატყუარაა კაცის გულის დასაპყრობად (იცინის).

– თუ მართლაც ასეა, გეთანხმებით. მაგრამ, მგონი, ადამიანის ბედისწერა უფრო მეტად აქტიურობს ამ დროს, ვიდრე სურნელოვანი ჩხირების ან სანთლების არომატს შეუძლია ეს. 

– (იცინის). ოჰ, ეს ურწმუნო ქალები. მოკლედ, არ მეგულება ქალი, ამაში დამეთანხმოს, მაგრამ არც ისეთი ქალი მეგულება, ეს რომ მაინც არ სცადოს. ჰოდა, ვინც გამოსცადა სურნელოვანი ჩხირებისა თუ სანთლების არომატების ძალა საძინებელში, მან ადვილად დაიპყრო სასურველი მამაკაცი და მისი ვნება და სიყვარულიც მალევე დაიმსახურა. მერწმუნეთ, ასეა და ეს მე კი არ მოვიგონე, არამედ, კვლევების საფუძველი მაძლევს ამის თქმის უფლებას. აკი, გითხარით კიდეც, რომ სურნელს უძველესი დროიდან იყენებდნენ ქალები მამაკაცის დასატყვევებლად და ეს წარმატებით გამოსდიოდათ კიდეც. ადრე, ქორწილის პირველ ღამეს, აუცილებლად ანთებდნენ ნეფე-პატარძლის საძინებელ ოთახში ვარდის სურნელიან სანთლებს და დგამდნენ წყლიან ჭურჭელს, სადაც ვარდის ფურცლები იყო ჩაყრილი. თქვენი აზრით, ეს რაში სჭირდებოდათ? იმისთვის, რომ მათი ქორწინების პირველი ღამე უფრო ვნებიანი ყოფილიყო და მომავალშიც მათი ცხოვრება ვარდის ფურცლებით მოფენილიყო. ეს ძველი ტრადიციაა და ზოგ ქვეყანაში დღემდეა შემორჩენილი. 

– თქვენს ჩანაწერებში ამოვიკითხე, რომ ადამიანის ბედი, არ არის გამორიცხული, ერთ ღამეში შეიცვალოს. რას გულისხმობდით ამაში?

– რას და, ძილი არის ბუნებრივი მდგომარეობა, რომელიც ადამიანს უხილავ ენერგეტიკულ სამყაროსთან აახლოებს და აკავშირებს. ამ ყველაფერს კი რეალურ, ფიზიკურ ცხოვრებასთან მიზეზ-შედეგობრივი კავშირი აქვს. ბედის შეცვლა სიზმარში მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როცა ადამიანს ფხიზელი ცნობიერების შენარჩუნება შეუძლია. ფხიზელი ცნობიერების შენარჩუნება კი ყველას როდი ძალუძს. შემიძლია, რამდენიმე რჩევა მოგცეთ, რომელიც ამაში დაგეხმარებათ. სანამ დაძინებას გადაწყვეტთ, დადექით ონკანთან და გამდინარე წყალს დააკვირდით, შემდეგ ფანჯარასთან მიდით და ცას უყურეთ რამდენიმე წუთით. მოტრიალდით და ისევ ონკანთან დაბრუნდით, მშვიდი ძილი და ბედის უკეთესობისკენ შეცვლა შესთხოვეთ გამდინარ წყალს და უხმოდ დაწექით დასაძინებლად. დამიჯერეთ, რამდენჯერმე გააკეთეთ ასე და თავად დარწმუნდებით, რომ თქვენს ბედში სასიკეთო ძვრები მოხდება, სასიამოვნო სიზმრებიც გარანტირებული გექნებათ და დილით კარგ განწყობაზეც გაიღვიძებთ. საერთოდ, როცა ადამიანს კეთილი ზრახვები ამოძრავებს და ბოღმა და სამაგიეროს გადახდის სურვილი არ აქვს ქვეცნობიერში ჩადებული, მას კოშმარული სიზმრები არ ესიზმრება. ასე რომ, თუ მშვიდი ძილი და ნათელი მომავალი გსურთ, აუცილებლად უნდა შეასრულოთ ის რიტუალი, რომელზეც ზემოთ გესაუბრეთ.

 

 

скачать dle 11.3