კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თირკმელებისა და შარდის ბუშტის ანთებას ლობიოს პარკის ნახარში უხდება

 

ცისტიტის მკურნალობისას, ასევე, კენჭოვანი დაავადებების პროფილაქტიკისთვის, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დიეტოთერაპიას. მაგალითად, შარდში ოქსალატების არსებობისას რეკომენდებულია რაციონში ისეთი პროდუქტების ჩართვა, რომლებსაც ორგანიზმიდან მჟაუნმჟავა მარილები გამოაქვს. კარგია ბურღულეული, ფქვილის ნაწარმი, უხეშად დაფქული თეთრი და შავი პური. ნებადართულია ბოსტნეულის სუპები, ხილი, მოხარშული ხორცი. სუფრის მარილის სადღეღამისო დოზა 5 გრამია. საჭიროა დიდი რაოდენობით სითხის მიღება. მაქსიმალურად შეზღუდეთ რძის ნაწარმი, კვერცხი, კალციუმის მარილებით მდიდარი პროდუქტები, ხორცისა და თევზის წვნიანი. არ შეიძლება მჟაუნის, ისპანახის, პარკოსნების, შოკოლადის, სანელებლებისა და ალკოჰოლის მიღება.

ფოსფატური კენჭების არსებობის დროს მიირთვით: უსაფუარო ცომეული, მოხარშული ხორცი, თევზი, მცენარეული ცხიმების შემცველი საკვები, შაქარი, თაფლი. სვით მინერალური წყლები. შეზღუდეთ ხორცისა და თევზის წვნიანი, კონსერვები, კარაქი. სუფრის მარილის დღეღამური დოზა 8 გრამია. რაციონიდან გამორიცხეთ მაგარი ჩაი, ყავა, ალკოჰოლი, მწარე საკვები.

ურატული კენჭების არსებობის დროს მიირთვით მცენარეული და რძის პროდუქტები. ასეთი საკვები შარდის გატუტიანებას იწვევს. დიდი რაოდენობით მიირთვით ბოსტნეული, ხილი, კენკრა, შეზღუდეთ მარილიანი კერძების მიღება. დიდი რაოდენობით სვით ჩაი და კომპოტები, ასევე, ტუტე მინერალური წყლები. შეზღუდეთ პურინების შემცველი პროდუქტები, მაგალითად, ღვიძლი, ენა, შემწვარი ხორცი, კონსერვები და ასე შემდეგ.

შარდის ბუშტის ანთების დროს ნებადართულია რძის ნაწარმი, ბურღულეული, ბოსტნეულის სუპები, მოხარშული, უცხიმო ხორცი, თევზი, კომპოტი, ახალგამოწურული ხილის წვენები. მიიღეთ ვიტამინები, განსაკუთრებით – ასკორბინის მჟავა, შეამცირეთ მარილი.

თირკმელებისა და შარდის ბუშტის ანთებითი და კენჭოვანი დაავადებების დროს სამკურნალო მიზნით გამოიყენება ლობიოს პარკი. გამოათავისუფლეთ ის მარცვლებისგან, მზეზე გააშრეთ და მიიღეთ მისი ნახარში. ეს შარდმდენი საშუალებაა. კარგია მაყვლის, ოხრახუშის, ვაშლისა და ჭარხლის წვენები. არ მიიღოთ ალკოჰოლი, კოფეინი, შოკოლადი, მწარე სანელებლები. გაითვალისწინეთ, რომ გაზიანი სასმელები შარდის ბუშტზე უარყოფითად მოქმედებს. ასევე, მოერიდეთ ციტრუსების მიღებას, რადგან ისინი შარდს ატუტიანებს, ეს კი ხელს უწყობს მიკროორგანიზმების გამრავლებას.

 

скачать dle 11.3