კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თორმეტგოჯა წყლულოვანი დაავადების დროს სვით ძირტკბილას ნაყენი

 

ძირტკბილას ფესვის შემადგენლობაში შედის საპონინი, გლიცერიზინი, კალიუმისა და კალციუმის მარილები, რომლებიც მას ტკბილ გემოს აძლევენ. ასევე, ფლავონოიდები, გლიცირეტის მჟავა, სტეროიდები, ეთერზეთები, ასპარაგინი, ასკორბინის მჟავა და სხვა.

ძირტკბილას ღეროში შედის საპონინები, მთრიმლავი ნივთიერებები, ფლავონოიდები, ეთერზეთები და სხვა ნივთიერებები.

ხალხურ მედიცინაში ძირტკბილას ნახარში ძირითადად, გამოიყენება, როგორც ამოსახველებელი საშუალება სასუნთქი გზების ანთების, ფილტვების იმ დაავადებების დროს, რომლებსაც თან ახლავს ხველა, რადგან ამ მცენარის ფესვებში არსებული საპონინები არბილებს და აადვილებს ხველას.

ძირტკბილას ნახარშები და ნაყენები გამოიყენება, ასევე, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების დროს, როგორც შარდმდენი და სპაზმის მოსახსნელი საშუალება.

ძირტკბილას ფესვებისგან ნაყენის მოსამზადებლად 1 სადილის კოვზი დაქუცმაცებული ფესვი მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მილილიტრი მდუღარე წყალი (ანუ, 1 ჩაის ჭიქა), დაახურეთ თავზე და ჩადგით მდუღარე წყლის აბაზანაში 20 წუთით. შემდეგ გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე, გადაწურეთ და მიღებული ნაყენი შეავსეთ ანადუღარი წყლით, 200 მილილიტრის მიღებამდე. მიიღეთ თითო სადილის კოვზი, დღეში 4-ჯერ, როგორც ამოსახველებელი საშუალება. შეინახეთ 2 დღე, გრილ ადგილას.

ხალხურ მედიცინაში ძირტკბილას იყენებენ წინამდებარე ჯირკვლის ადენომით გამოწვეული შარდის შეკავების დროს: 1 სადილის კოვზ დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით 500 მილილიტრი წყალი. ადუღეთ ნელ ცეცხლზე, ათი წუთი. გააცივეთ, გადაწურეთ და მიიღეთ ყოველი ჭამის წინ, ღვინის ჭიქით.

 

скачать dle 11.3