კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ოსტეოპოროზის თავიდან აცილება შესაძლებელია

 

ადამიანმა ახალგაზრდა ასაკიდანვე უნდა დაიწყოს საკუთარ სიბერეზე ზრუნვა. ოსტეოპოროზს, როგორც ინვალიდობისა და სიკვდილიანობის მიზეზს, მსოფლიოში მეოთხე ადგილი უჭირავს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, კიბოსა და შაქრიანი დიაბეტის შემდეგ.

თუ ორგანიზმს კალციუმი აკლდება, იწყება ძვლებიდან მისი გამორეცხვა, შედეგად კი ძვლები იფიტება, კარგავს მასას და იოლად იმსხვრევა. საბედნიეროდ, ოსტეოპოროზის თავიდან აცილება შესაძლებელია. ძვლოვანი მასის დაქვეითების შეჩერება ხერხდება, ოღონდ, ცხოვრების წესიდან ყველა რისკ-ფაქტორი თუ არა, მათი უმეტესობა უნდა გამოირიცხოს, პირველ ყოვლისა კი ალკოჰოლი, ნიკოტინი და არასწორი კვება. თუმცა, არის სხვა ფაქტორებიც, მაგალითად, სამკურნალო პრეპარატების მავნე ზემოქმედება. ზოგიერთი მედიკამენტი ძვლების სწრაფ განლევას იწვევს. მათ რიცხვს მიეკუთვნება ანტიდეპრესანტები და ჰორმონული პრეპარატები. მათი გამოყენებისას საჭიროა არა მხოლოდ რაციონის კალციუმით მდიდარი საკვებით შევსება, არამედ, ამ ელემენტის დამატებით მიღებაც, განსაკუთრებით კი – რევმატიზმითა და ბრონქული ასთმით დაავადებულთათვის.

ზოგიერთი გამაგრილებელი სასმელი და ყავა კოფეინს შეიცავს და მატონიზებელი მოქმედებაც ამის წყალობით აქვს. კოფეინი კი შარდის მეშვეობით ზრდის კალციუმის გამოყოფას. ხორციანი და მარილიანი კერძების მოყვარულები სხვებზე მეტად კარგავენ კალციუმს. თუ უხეში უჯრედისის შემცველ ზედმეტ საკვებს მიირთმევთ, ეს ნაწლავების ზედაპირიდან კალციუმის შეწოვას შეაფერხებს. მარილის, ფოსფორისა და ცილის სიჭარბეც ამ ელემენტის გამოდევნას უწყობს ხელს. ისპანახი, ლობიო და ბარდა კი, პირიქით, სასარგებლოა ოსტეოპოროზით დაავადებულთათვის. მათ ეს პროდუქტები რაც შეიძლება მეტი რაოდენობით უნდა ჭამონ.

პასიური ცხოვრების დროს ძვლები თხელდება, იფიტება და ადვილად იმსხვრევა. ფიზიკური აქტივობა იმით არის კარგი, რომ ამაგრებს კუნთებს, მთელ საყრდენ-მამოძრავებელ სისტემას და მათ შორის – ძვლებსაც. ასევე, რეგულარული ფიზიკური დატვირთვა ანელებს ძვლოვანი მასის დაკარგვას, რომელიც დაახლოებით 35 წლის ასაკიდან იწყება.

არსებობს კალციუმის შემცველი უამრავი პრეპარატი, მაგალითად: კალციუმის ნიტრატი, კარბონატი, ქლორიდი გლუკონატი, აგრეთვე, კომბინირებული პრეპარატები და საკვები დანამატები, მაგრამ, განსაკუთრებით ეფექტურია ისეთი საშუალებები, რომელთა შემადგენლობაშიც კალციუმთან ერთად D ვიტამინიც შედის. კალციუმის შეწოვა და გადამუშავება ამ ვიტამინის გარეშე შეუძლებელია.

 

скачать dle 11.3