კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2019 (145)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)

რამდენი მილიონი ევრო დაუჯდა „ჩელსის“ დიდიე დროგბას შემცვლელის შეძენა და რამდენი მილიონი მოიგო „არსენალმა” სესკ ფაბრეგასის გასხვისებით

 

2011 წლის ზაფხულში რამდენიმე საინტერესო საფეხბურთო ტრანსფერი განხორციელდა, რომელთა საშუალებით რიგი კლუბების ხაზინამ სოლიდური შევსება მიიღო. განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემოსავალი „არსენალმა”, „პალერმომ”, „უდინეზემ” და სხვა ცნობილმა კლუბებმა მიიღეს, რომლებმაც გუნდის ლიდერები გაყიდეს, თუმცა, ამ ფაქტით მხოლოდ კლუბის ერთგული ქომაგები დარჩნენ უკმაყოფილოები, ხელმძღვანელობამ კი სარფიანად ივაჭრა და მოგებაც ნახა. გთავაზობთ წლევანდელი სატრანსფერო ბაზრის ყველაზე „მომგებიანი” ფეხბურთელების ათეულს:

ხავიერ პასტორე („პალერმოდან” – „პსჟში“): 2009 წელს 9 მილიონ ევროდ ნაყიდი ფეხბურთელი 2011 წელს 43 მილიონ ევროდ გაიყიდა. მოგება – 34 მილიონი ევრო.

ხავიერ პასტორე არგენტინული ფეხბურთის მორიგი ტალანტია, რომელზეც დიდ იმედებს ამყარებენ ევროპაში. თავის დროზე მის მიმართ ინტერესს იჩენდნენ „მილანი”, „ლაციო”, „ჩელსი”, თუმცა ხავიერმა მოკრძალებული სიცილიური კლუბი ამჯობინა ყველას და „პალერმოს” „ტიფოზებს“ შეაყვარა თავი. 2010 წელს, მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც არგენტინელებისთვის წარუმატებელი გამოდგა, ხავიერმა სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა და იმავე წელს მისით ტოპ-კლუბები: „რეალი”, „ბარსელონა”, „მანჩესტერ იუნაიტედი” და „მანჩესტერ სიტი” დაინტერესდნენ, თუმცა „პალერმომ” კვლავ შეიკავა თავი გუნდის ლიდერის გაყიდვისგან, სანამ 2011 წლის ზაფხულში მას ფრანგული „პარი სენ-ჟერმენი” არ დაუკავშირდა და მაცდური წინადადება – 43 მილიონი ევრო არ შესთავაზა, რაზეც უარის თქმა არ გამოდიოდა. სხვათა შორის, „პსჟმდე“ პასტორეს შეძენის სურვილი მახაჩკალის „ანჟიმ” გამოთქვა და 50 მილიონი ევროც კი შესთავაზა „პალერმოს”, თუმცა, თავად პასტორემ უარი განაცხადა დაღესტანში გადასვლაზე.

სესკ ფაბრეგასი („არსენალიდან” – „ბარსელონაში”): 2003 წელს 1 მილიონ ევროდ ნაყიდი, 2011 წელს 34 მილიონ ევროდ გაიყიდა. მოგება – 33 მილიონი ევრო.

ფაბრეგასის გადასვლა „ბარსელონაში” ამ ზაფხულის ყველაზე ტირაჟირებული ტრანსფერი იყო. მშობლიურ კატალონიაში გადასვლას სესკი ჯერ კიდევ გასულ წელს აპირებდა, თუმცა მაშინ კლუბები თანხაზე ვერ შეთანხმდნენ. მას შემდეგ, რაც სესკი „ბარსელონას” სრულუფლებიანი წევრი გახდა, გააქტიურდა საუბრები, რომ ახლო მომავალში, როდესაც გუნდის ლიდერი ხავი კარიერის დასრულებაზე ალაპარაკდება, სწორედ ფაბრეგასი იქნება ის, ვინც შეცვლის მას მსოფლიოს საუკეთესო კლუბის შეტევის ხაზში. უნდა ითქვას, რომ „ბარსელონის” სკოლის აღზრდილი და არსენ ვენგერის ხელში დაფრთიანებული ფაბრეგასის დაბრუნებას სამშობლოში ესპანელები სიხარულით შეხვდნენ.

ფაბიო კოენტრაუ („ბენფიკიდან”  – „რეალში”): 2007 წელს 1 მილიონ ევროდ ნაყიდი, 2011 წელს 30 მილიონ ევროდ გაიყიდა. მოგება 29 მილიონი ევრო.

პორტუგალიელი ტალანტი, ფაბიო კოენტრაუ, მადრიდული სუპერკლუბის ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი იყო გასულ ზაფხულში. ჟოზე მოურინიოს სწორედ კოენტრაუს მსგავსი უნივერსალი ესაჭიროებოდა, რომელსაც მარცხენა ფლანგზე, როგორც შეტევაში ჩართვა, ასევე, დაცვის გაძლიერება ძალუძს. კოენტრაუს სათამაშო მანერით ჰოლანდიელ არიენ რობენს ადარებენ, თუმცა, „მფრინავი ჰოლანდიელისგან” განსხვავებით, კოენტრაუს ჯერჯერობით თავისი სიძლიერე „რეალის” ქომაგებისთვის აქვს დასამტკიცებელი.

დავიდ დე ხეა („ატლეტიკოდან” – „მანჩესტერში”): კლუბის აღზრდილი 2011 წელს 25 მილიონ ევროდ გაიყიდა. მოგება – 25 მილიონი ევრო.

ესპანელი გოლკიპერების სკოლის კიდევ ერთი ღირსეული წარმომადგენელი, რომელმაც მიმდინარე სეზონში „მანჩესტერის” კარში ლეგენდარული ედვინ ვან დერ საარი ჩაანაცვლა. დავიდ დე ხეაზე დიდ იმედებს ამყარებენ როგორც მანჩესტერში, ისე სამშობლოში. დე ხეას ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკე ეროვნული ნაკრების კანდიდატად განიხილავს, თუმცა, კონკურენციის გაწევა იკერ კასილასისთვის, ვიქტორ ვალდესისა და პეპე რეინასთვის, დე ხეას ჯერჯერობით გაუჭირდება.

მანუელ ნოიერი („შალკედან” – „ბაიერნში”): კლუბის აღზრდილი 2011 წელს 25 მილიონ ევროდ გაიყიდა. მოგება – 25 მილიონი ევრო.

გერმანიის ნაკრების პირველი ნომერი მიუნხენის „ბაიერნის” ახალწვეულია და მასზე დიდ იმედებს ამყარებენ ბავარიაში. ნოიერმა ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა გერმანული ფეხბურთის გიგანტთან და ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად იქცა „ბუნდესლიგაში“. 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მსვლელობის დროს, ნოიერმა მყარად დაიკავა ადგილი ნაკრების თერთმეტეულში და ევროპის ერთ-ერთ ყველაზე საიმედო კარის დარაჯი გახდა.

ალექსის სანჩესი („უდინეზედან” – „ბარსელონაში”): 2006 წელს 2 მილიონ ევროდ ნაყიდი, 2011 წელს 26 მილიონ ევროდ გაიყიდა. მოგება – 24 მილიონი ევრო.

ჩილელი შემტევი „ბარსელონის” მეორე შენაძენია სესკ ფაბრეგასის შემდეგ, რომელმაც ისედაც ძლიერი შემტევი ხაზი კიდევ უფრო გააძლიერა. 2008 წელს მუსირებდა ჭორი, რომ სანჩესს „მანჩესტერ იუნაიტედის” რიგებიდან წასული კრიშტიანუ რონალდუ უნდა შეეცვალა, თუმცა, ტრანსფერი არ შედგა და, შესაძლოა, არც კი ყოფილა დაგეგმილი. ეროვნულ ნაკრებში სანჩესი 2006 წლიდან თამაშობს და მის ერთ-ერთ ლიდერად ითვლება.

რომელუ ლუკაკუ („ანდერლეხტიდან”  „ჩელსიში”): კლუბის აღზრდილი 2011 წელს 22 მილიონ ევროდ გაიყიდა. მოგება – 22 მილიონი ევრო.

კონგოური წარმოშობის ბელგიელზე, რომელუ ლუკაკუზე, მსოფლიო ფეხბურთში დიდ იმედებს ამყარებენ. რომან აბრამოვიჩი მასში 22 მილიონ ევროს ტყუილუბრალოდ არ გადაუხდიდა „ანდერლეხტს”. ამბობენ, რომ მომავალში ლუკაკუ დიდიე დროგბას ჩაანაცვლებს ძირითად შემადგენლობაში, თუმცა, მანამდე ახალგაზრდა ფეხბურთელმა საუკეთესო თვისებები უნდა გამოავლინოს ინგლისურ პრემიერლიგაში.

სერხიო აგუერო („ატლეტიკოდან” – „სიტიში”): 2006 წელს 21,7 მილიონ ევროდ ნაყიდი, 2011 წელს 45 მილიონ ევროდ გაიყიდა. მოგება – 23,3 მილიონი ევრო.

დიეგო მარადონას სიძე და არგენტინის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, სერხიო („კუნ”) აგუერო, „მანჩესტერ სიტიში” გადასვლისთანავე კლუბის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა და წლევანდელი  პრემიერლიგის ბომბარდირის ტიტულის მოპოვების ერთ-ერთ ყველაზე რეალურ კანდიდატად ითვლება. მადრიდის „ატლეტიკომ” კი მისი გაყიდვით სოლიდური ფინანსური მოგება მიიღო.

ფილ ჯონსი („ბლექბერნიდან” – „მანჩესტერ იუნაიტედში”): კლუბის აღზრდილი 2011 წელს გაიყიდა 19 მილიონ ევროდ. მოგება – 19 მილიონი ევრო.

ფილიპ ენტონი ჯონსზე ინგლისში დიდ იმედებს ამყარებენ. იგი 21 წლამდე ასაკის ნაკრების წევრი და ეროვნული ნაკრების კანდიდატია. სერ ალექს ფერგიუსონმა მისი შეძენით ყველას დაუმტკიცა, რომ, მას შემდეგ, რაც რიო ფერდინანდი ბუცებს ლურსმანზე დაკიდებს, მას ღირსეული შემცვლელი ეყოლება. 

ჯორდან ჰენდერსონი („სანდერლენდიდან”-„ლივერპულში): კლუბის აღზრდილი 2011 წელს 18 მილიონ ევროდ გაიყიდა. მოგება – 18 მილიონი ევრო.

ჰენდერსონი „ლივერპულის” ახალწვეული და სტივენ ჯერარდის ახალი პარტნიორია მოედნის შუა ხაზში. 21 წლის ფეხბურთელი ინგლისის ყველა ასაკობრივ ნაკრებში იყო მიწვეული სხვადასხვა დროს, ამჟამად კი ფაბიო კაპელო მას ნელ-ნელა ეროვნულის კარსაც უღებს. სპეციალისტების ვარაუდით, ჰენდერსონის ვარსკვლავი მიმდინარე სეზონში აკაშკაშდება საფეხბურთო ცაზე და, მოსალოდნელია, რომ მოახლოებულ „ევრო 2012-ზე“ იგი მშობლიური ნაკრების  შემადგენლობაში ჯეკ უილშერთან, ტომ კლევერლისთან და ახალი თაობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად გაიბრწყინებს. 

 

скачать dle 11.3