კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2019 (143)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)

სიბრძნე მინიატურებში

 

ქურდი უფლისწული

ერთ ხელმწიფეს სამი ვაჟი ჰყავდა. სხვა სიმდიდრესთან ერთად, მას ერთი უძვირფასესი თვალიც ჰქონდა. ერთხელ ხელმწიფე ავად გახდა და ანდერძად დაიბარა: ვისაც ის უძვირფასესი თვალი ერგება წილში, ჩემი სიკვდილის მერე ის გამეფდესო. ხელმწიფე რომ მოკვდა, ის თვალი უმცროსმა ძმამ მოიპარა. ბევრი ეძებეს ძმებმა თვალი, მაგრამ, ვეღარ იპოვეს. მაშინ, დიდებულებმა ურჩიეს: ამა და ამ ქვეყანაში ერთი გონიერი ხელმწიფე ყოფილა, იმასთან მიდით და გაპოვნინებთო. მივიდნენ იმ სახელმწიფოში და ხელმწიფეს თავიანთი დანაკარგის ამბავი მოახსენეს. ხელმწიფემ ასეთი იგავი თქვა:

– ერთმა ქალმა ერთ ჭაბუკს ცოლქმრობის პირობა დაუდო: შენ მეტი ქმრად არავინ მინდაო. ნიშანიც მისცეს ერთმანეთს. ქორწილის ღამეს ერთმა ჭაბუკმა ძალით მოიტაცა ქალი და მასზე ჯვარი დაიწერა. ქალმა ის ჭაბუკი ახლოს არ გაიკარა: მე ჩემი დანიშნულისთვის ფიცი მაქვს მიცემული და მის გარდა სხვა ქმარი არ მინდაო. მაშინ ამ ჭაბუკმა ქალი თვალ-მარგალიტითა და ოქროთი მორთო და კვლავ თავის დანიშნულს მიჰგვარა. დანიშნულმა ღმერთს მადლობა შესწირა, ქალი რომ დაუბრუნეს. იმ ვაჟის მოტანილი კი არც თვალ-მარგალიტი ინდომა და არც ოქრო.

ბოლოს ხელმწიფემ იკითხა:

– ამ ორ ვაჟში რომელი უფრო უჭკუო ყოფილაო?

– პირველი, რადგან თავისი დანიშნული სხვას დაანება, – უპასუხა უფროსმა ძმამ.

– მეორე უფრო უჭკუო ყოფილა, რომ ქალი თავის დანიშნულს უკან მიჰგვარა, – უპასუხა შუათანამ.

– პირველი საქმრო მაინც უფრო უჭკუო ყოფილა, რომ იმდენი თვალ-მარგალიტი და ოქრო არ მოინდომაო,  –  თქვა უმცროსმა.

– ძვირფასი თვალი შენ მოგიპარავსო! – უთხრა  ხელმწიფემ უმცროს ძმას, რადგან მიხვდა, რომ ძმებში ყველაზე ხარბი ის იყო.

ხელმწიფე და სამი საიდუმლო

ძმები ერთ ქალაქში მივიდნენ, ხელმწიფემ მიიპატიჟა და ბრძანა, მოსულთათვის პური, შემწვარი თიკანი და ღვინო მიერთმიათ.

– ამ თიკანს ძაღლის ძუძუ უწოვია, – თქვა უფროსმა ძმამ.

– აქაური ხელმწიფე ხაბაზის შვილია, –  თქვა შუათანამ.

– ამ ღვინოში ადამიანის სისხლი ურევია, –  თქვა უმცროსმა.

დიდად გაუკვირდა ხელმწიფეს, როცა მათი ნათქვამი მოახსენეს. მივიდა ძმებთან და ჰკითხა:

– როგორ მიხვდით თიკნისა და ღვინის ამბავს, ან, რამ გაფიქრებინათ, რომ მე ხაბაზის შვილი ვარ?

– ძაღლის ხორცი რომ შეიწვება, ზინზლის სუნი აუვა; ღვინო, თუ შიგ ადამიანის სისხლი ურევია, პირზე ქაფს მოიდებს; ხაბაზის შვილობა კი იმით გავიგეთ, რომ პური გამორჩეული სისუფთავით მოგვართვითო, – უპასუხეს ძმებმა.

ხელმწიფემ მეცხვარეს დაუძახა და თიკნის ამბავი ჰკითხა.

– ის თიკანი, დედა რომ მოუკვდა, ძუ ძაღლმა შეიჩვია და მან გაზარდაო, – მოახსენა მეცხვარემ.

ხელმწიფემ ახლა მეზვრეს უხმო და ღვინის ამბავი გამოჰკითხა.

– საწნახელში დანა დაგვრჩა. ყურძნის მწურავს იმ დანაზე ფეხი გაეჭრა და სისხლი ღვინოში გაერია, – თქვა მეზვრემ.

ხელმწიფე ახლა დედას შეეკითხა:

– მე ვისი შვილი ვარ?

– ხაბაზი იყო ჩვენსას შემოჩვეული და იმასთან შევცდი, ხაბაზისგან მეყოლეო, – გამოუტყდა დედა.

 

скачать dle 11.3