კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მამათა შეგონებანი

 

იოანე ოქროპირი: ფეხზე სუფთად ჩაცმული ადამიანი ტალახს ფრთხილად აუვლის გვერდს, მაგრამ ერთხელ თუ აუცდა ფეხი და ფეხსაცმელი დასვარა, იგი უკვე ნაკლებ ფრთხილობს, ხოლო, როცა ხედავს, ფეხსაცმელი მთლიანად არის გატალახიანებული, თამამად მიაბიჯებს ტალახში და უფრო მეტად ისვრება. 

მარკოზ განშორებული: ცუდია, როცა ადამიანი ცოდვილთა შორის ცხოვრობს, ვერც თავის ცოდვებს ხედავს, ვერც სხვისას. მაგრამ, უფრო უარესია იმის ყოფა, ვინც სხვათა ცოდვებს ხედავს, საკუთარს კი – ვერა.

პაისი მთაწმინდელი: იძულებით ვერავის შეიყვარებ. თუ არ გიყვარს, არ ნიშნავს, რომ მოკლებული ხარ სიყვარულის უნარს, არამედ შენშია რაღაც ისეთი, რაც ხელს უშლის სიყვარულს. რამდენიც გინდა ატრიალე და ანჯღრიე ბოთლი, თუ საცობი გაიჭედა, ვერაფერს გადმოასხამ, სანამ მას არ ამოაძრობ. ასევეა სიყვარულიც. სული შენი სავსეა სიყვარულით, მაგრამ ვერ ამჟღავნებ მას, რადგან ცოდვები არ აძლევს გასაქანს. გაითავისუფლე სული იმისგან, რაც მას ამძიმებს და ყველას შეიყვარებ, იმასაც კი, ვინც მტრად მიგაჩნია და გძულს.

ეფრემ ასური: ზოგჯერ გიკვირს, რატომ იცავს ადამიანი ყველაზე უცნაურ, არაგონივრულ შეხედულებებს: რელიგიურს, პოლიტიკურს, მეცნიერულს. დაფიქრდი და დარწმუნდები, რომ ის თავის შეხედულებებს იცავს.

ნიკოლოზ სერბი: ბოროტება არ არსებობს ამ ქვეყანაზე. იგი ჩვენს სულშია და მისი დამარცხება შესაძლებელია.

აბბა ისაია: მიეჩვიე მხოლოდ ღმერთისთვის ცხოვრებას, აკეთე საქმე ისე, რომ ამის შესახებ არავინ არაფერი იცოდეს. მოიქეცი ასე და უდიდეს სიხარულს შეიგრძნობ.

წმიდა სილუანი: უფალი არის სიყვარული. ჩვენც გვიბრძანა, გვიყვარდეს ერთმანეთი და გვიყვარდეს მტრები. სულიწმიდა გვასწავლის ჩვენ ამ სიყვარულს. სული, რომელსაც არ შეუმეცნებია სულიწმიდა, ვერ იგებს, როგორ შეიძლება, მტრები გიყვარდეს და არ იღებს იმას. მაგრამ, უფალს ყველა ეცოდება და ვისაც სურს იყოს უფალთან, მას უნდა უყვარდეს მტრები. ვინც შეიმეცნა უფალი სულიწმიდით, იგი ხდება უფლის მსგავსი, როგორც იოანე ღვთისმეტყველმა თქვა: „ვიყოთ მსგავსნი მისი, იმიტომ, რომ ვნახავთ მას როგორიც იგი არის,” და ვნახავთ მის დიდებას.

იოანე სინელი: ღვთისმოყვარე არის იგი, ვინც ყოველივე  ბუნებისმიერ და უცოდველ საქმეებს არ ეწინააღმდეგება და თუ რაიმე კეთილი საქმის ქმნა შეუძლია, არ დაიზარებს.

გაბრიელ ეპისკოპოსი: ქრისტიანობაში გაუთვითცნობიერებელს მხოლოდ საკუთარი თავი უყვარს. საკუთარ თავზე შეყვარებულს კი განდიდება სურს, მაგრამ ხედავს, რომ არაფერს წარმოადგენს; სურს დიდ ადამიანად ჩანდეს, მაგრამ გრძნობს, რომ უბადრუკია; უნდა კარგად გამოიყურებოდეს, მაგრამ იცის, რომ უკეთურია. ეს კი სიმართლის მიმართ მასში სიძულვილს ბადებს, იგონებს შეხედულებებს, რომლის თანახმადაც თავს ისეთად წარმოაჩენს, როგორიც უნდა რომ იყოს. ამ გამონაგონით, საკუთარი თავი წარმოუდგება მნიშვნელოვან და უდიდეს პიროვნებად. ამაში ორმაგი დიდი ცოდვაა: ამპარტავნობა და სიცრუე. ამპარტავნობას სიცრუე მოსდევს, სიცრუეს – ამპარტავნობა.

 

скачать dle 11.3