კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

 

კითხვა: რა ძალები გვეღობებიან სასუფევლის დასამკვიდრებლად მიმავალ გზაზე?

პასუხი: სასუფევლის დასამკვიდრებლად მიმავალ გზაზე ადამიანს სამი მტერი აბრკოლებს: პირველი – ეს არის ადამიანის ხორციელი ზრახვები და ცოდვილი ბუნება; მეორე – ურწმუნო ადამიანები და მესამე – ბოროტი ძალა ანუ ეშმაკი. სწორედ ესენი გვიბიძგებენ, რომ ჩვენ უფლის ნების საპირისპიროდ მოვიქცეთ და არ დავიმკვიდროთ სასუფეველი.

კითხვა: არის თუ არა მიცვალებულის განბანა ქრისტიანული წესი?

პასუხი: მიცვალებულის განბანა ძველი ბიბლიური წესია და ქრისტიანულმა სარწმუნოებამაც გადმოიღო. მიცვალებულის განბანა სიმბოლურად ნიშნავს უფალთან სუფთად წარდგომას. ეს წესი ჩვენშიც არის სამართლიანად დამკვიდრებული.

კითხვა: მორწმუნე ადამიანებისგან გამიგია გამოთქმა: „შეიმოსეთ მახვილით”. რამდენად მიზანშეწონილია ქრისტიანისთვის ეს სიტყვები?

პასუხი: „საქმე მოციქულთაში” არის ასეთი სიტყვები: „შეიმოსეთ მახვილით, რომელ არს სიტყვაი ღვთისაი“. როგორც ხედავთ, აქ სიტყვა „მახვილი” იარაღს კი არა, ღვთის სიტყვას ნიშნავს. მისი განმარტება კი ასეთია: ჩვენი სამოსის გაყიდვაც რომ დაგვჭირდეს, ანუ, ნებისმიერი საშუალებით, უნდა მოვიპოვოთ უფლის სიტყვა და მისი მცნებები აღვასრულოთ.

კითხვა: უფალს შევუთქვი, თუ სურვილი (კეთილი) ამისრულდებოდა, ცხვარს დავუკლავდი. სურვილი მართლაც შემისრულდა. მირჩიეთ, ახლა როგორ შევასრულო ცხვრის დაკვლის რიტუალი, რომ უფალმა მიიღოს ჩემი შესაწირი?

პასუხი: უფალს სისხლიანი მსხვერპლი კი არა, თქვენი განწმენდილი გული სჭირდება. ფსალმუნში წერია: „მსხვერპლი ღმრთისა არს სული შემუსვრილი, გული შემუსვრილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს.” მაგრამ, თუ ფული გაქვთ და, თანაც, უფალს შეჰპირდით, შეგიძლიათ დაკლათ ცხვარი, ოღონდ, ამას უნდა ჰქონდეს მოწყალების სახე. უმჯობესია, ცხვარი ეკლესიას შესწიროთ ცოცხლად ან მის ნაცვლად თანხა მიიტანოთ ეკლესიაში.

 

скачать dle 11.3