კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ხდება ავად ხშირად ის ადამიანი, ვისი ბიოველიც ნეგატიურად დაიმუხტა

ადამიანი შეუცნობელი და იდუმალი არსებაა. მან თითქმის არაფერი იცის საკუთარი შესაძლებლობების შესახებ. ამიტომ, აშინებს ის, რასაც მისი გონება ვერ წვდება. მხოლოდ გამონაკლისებმა იციან, როგორ მართონ საკუთარი შინაგანი ენერგიები და განეწყონ წარმატებისთვის – მოერიონ პრობლემებს, არ დაიმუხტონ უარყოფითად, თანაბრად გაანაწილონ შინაგანი ენერგიები და იცხოვრონ ჰარმონიულად საკუთარ „მესთან“. ნანა მამაგულაშვილი პარაფსიქოლოგიითა და შეუცნობლის შეცნობით დიდი ხნის წინ დაინტერესდა და საფუძვლიანად მოჰკიდა ხელი ამ ურთულეს საქმეს. ადამიანების დახმარება კი იმ ძალის კარნახითა და შემწეობით დაიწყო, რომელმაც ხევისბერების შთამომავალს განსაკუთრებული ნიჭი უბოძა. მასთან პრობლემებით გატანჯული, დეპრესიაში, სრულ უიმედობაში მყოფი პიროვნებები მიდიან და დახმარებას სთხოვენ. ქალბატონი ნანას იშვიათი უნარის სჯერათ და ისიც ყველაფერს აკეთებს, რათა ახალი სასიცოცხლო ენერგია და მომავლის იმედი დაუბრუნოს მათ.

 

ნანა მამაგულაშვილი: ისეთი პრობლემებით მოდიან, გული მოგიკვდება. როგორ შეგიძლია, თუკი რამე ძალგიძს, არ დაეხმარო და სააქაოს არ შემოაბრუნო. სამწუხაროდ, საკმაოდ მძიმე და უარყოფითად „დამუხტულ“ გარემოში ვცხოვრობთ. თავადაც ვერ ვხვდებით, ისე ნადგურდება ჩვენი სასიცოცხლო რესურსები. მერე იწყება პრობლემების კასკადი – ერთს მეორე მოჰყვება, მეორეს – მესამე და ერთბაშად აღმოაჩენენ ხოლმე, რომ წინ სავალი გზა აღარ ჩანს. რა საქმესაც უნდა მოჰკიდონ ხელი, მარცხი მარცხს მისდევს. ასეთ დროს, თუ ადამიანი ძალიან ძლიერი არ არის, ადვილად ჩავარდება დეპრესიაში და ეს კიდევ უარესია. ზოგი სერიოზულად ავადდება კიდეც. ნევროზების ლომის წილი იმაზე მოდის, რომ ადამიანებს არ შეუძლიათ ახსნან საკუთარი პრობლემების მიზეზები.

– ადამიანების უმრავლესობას არც სიზმრების ახსნა შეგვიძლია და მე ბევრი ვიცი ისეთი, სიზმარი სერიოზულად რომ აშინებს, თან, „აპროგრამებს“ და ძირითადად, უარყოფითად.

– გეთანხმებით. ადამიანს აშინებს ის, რისიც არ ესმის. ზოგი სიზმარს გადამეტებულ მნიშვნელობას ანიჭებს და როცა ვერ ხსნის, ძალიან ეშინია. მისი გავლენის ქვეშ არის. მით უმეტეს, როცა ოჯახში პრობლემები აქვს ან პირადული არ გამოსდის. სიზმარი შეიძლება ჩვენი წარსული ცხოვრების გამოძახილი იყოს. შესაძლოა, მომავლის მინიშნებაც, მაგრამ ერთმანეთისგან გარჩევა უნდა შეგეძლოს. მაგალითად, თუ სიზმარმა დადებითი ემოციები გაგიღვიძა, მაშინ შეგიძლია, ფიქრით დაუბრუნდე მას, გააანალიზო, მოყვე... შეიძლება, პირდაპირი მნიშვნელობით არ ახდეს, მაგრამ ზიანის მომტანი ნამდვილად არ იქნება. ცუდი სიზმრის გააზრება კი პირიქით, საერთოდ არ არის საჭირო. სიზმარს არ შეუძლია, გადამწყვეტი როლი ითამაშოს თქვენს ცხოვრებაში, თუ ამის საშუალებას თქვენ თვითონ არ მისცემთ.

– ქალბატონო ნანა, რა შეიძლება იყოს ადამიანის მუდმივი წარუმატებლობის, დაუსრულებელი პრობლემების მიზეზი?

– მიზეზი ბევრია. დაუბალანსებელი შინაგანი ენერგიები, დაბინძურებული ენერგეტიკული ველი – აურას რომ ეძახიან, შინაგანი განწყობა მარცხისკენ, დეპრესიული, აპათიური ფონი... ეს ყველაფერი ისე ართულებს და ამძიმებს ადამიანის მდგომარეობას, რომ უმარტივესი პრობლემის გადაჭრაც კი აღარ შეუძლია. წინ ერთ ნაბიჯსაც კი ვერ დგამს.

– ასეთი პრობლემებით ხშირად მოდიან თქვენთან ადამიანები? 

– დიახ. მოდიან მაშინ, როცა უკვე აღარ იციან, რა გააკეთონ, როცა ელემენტარულ გადაწყვეტილებას ვეღარ იღებენ, რადგან უარესის შიში აქვთ. ენგრევა ადამიანს ოჯახი და უძლურია, რამე შეცვალოს. როგორ არ უნდა დაეხმარო?

– რატომ ხდება ისე, რომ სრულიად ჯანმრთელი ადამიანი თავს ცუდად გრძნობს. პრაქტიკულად, ავად არის, მაგრამ არც ერთი ავადმყოფობის ნიშანი არ აღენიშნება?

– დაბინძურებული ენერგეტიკაა ამისი მიზეზი. შეგიძლიათ, უმკურნალოთ ცალკეულ ავადმყოფობას, მაგრამ ნეგატიურად „დამუხტულ“ აურას ეს ვერ შველის. სრული უღონობა და ნევროზი – ასეთი „დიაგნოზით“ ხშირად მოდიან ჩემთან და მეც მათი ენერგეტიკული ველის მოწესრიგებაზე ვზრუნავ.

– ფინანსური პრობლემებიც  შეიძლება იყოს ნეგატიურად „დამუხტული“ ბიოლოგიური ველის ბრალი?

 – რა თქმა უნდა. როცა ადამიანის შინაგანი მუხტი არ გამოასხივებს დადებით ენერგიას და მისი შინაგანი ენერგიები არეულია, ბუნებრივია, ვერც საჭირო გადაწყვეტილებებს იღებს. წარუმატებლობათა რამდენიმე რგოლი ქმნის ჯაჭვს, რომლისგან თავის დახსნა, ადამიანს უკვე აღარ შეუძლია. ოჯახში ხშირადაა კონფლიქტები. ყველაზე ახლობელ ადამიანებთანაც კი უძნელდებათ საერთო ენის გამონახვა.

– ასეთი პრობლემებით ხშირად მოგმართავენ?

– ძალიან ხშირად (იღიმება). საგანგებოდ ავიღე ტელეფონის ახალი ნომერი, რომელიც სულ ჩართულია: 599-05-36-05. შეიძლება, წინასწარ ჩაწერაც იყოს საჭირო, იმდენს უნდა ჩემთან შეხვედრა. თითოეულ ადამიანს საკმაოდ დიდ დროს ვუთმობ. ბოლომდე უნდა ჩაწვდე მის პრობლემას, ამიტომ ყველაფერი უნდა ვიცოდე – საიდან დაიწყო მისი პრობლემები, სად უჭირს ყველაზე მეტად... უმრავლესობა მოდის და მეუბნება, მე ვიღაცამ გამთვალა, „ჯადო“ გამიკეთა და იმიტომ ვარ ასე ცუდადო. „ჯადო“ იგივე უარყოფითი ენერგეტიკაა. მაგრამ, ყველას „ჯადო“ ვერ ექნება. თუმცა, ამის გარკვევა აუცილებელია. ძალიან უხარიათ და იმედიც მაშინვე უჩნდებათ, როცა ვეუბნები, შენ „ჯადო“ არ გაქვს, მაგრამ შენი ბიოველია მოსაწესრიგებელი-მეთქი. რაც შეეხება გათვალვას, ესეც, რა თქმა უნდა, რეალურია. შეიძლება, ადამიანს სულაც არ უნდოდეს თქვენთვის ცუდი, მაგრამ მისგან გაითვალოთ. ისეც ხდება, რომ დედები გათვალავენ ხოლმე საკუთარ შვილებს. მზერასაც აქვს მუხტი და თუ ის უარყოფითია, ნეგატიური, ცუდი ზეგავლენის მომხდენია, ესეც უნდა გაარკვიო და გაანეიტრალო. მოკლედ, ჩვენგან დამოუკიდებლად ხდება უარყოფითი ენერგიების „აკრეფა“ და „დაგროვება“, რაც ძალიან გვაზიანებს. ეს ყველაფერი ნელ-ნელა გროვდება და ერთ დღეს, როცა ადამიანი ამას არ ელოდება, ყველაფერი უარესობისკენ ეცვლება – უკუღმა მისდის საქმე, ხელი აღარ ემართება. შეიძლება ისე მოხდეს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდეს. ადამიანები ვერ მართავენ საკუთარ ენერგიებს. ვერ აბალანსებენ პოზიტიურს ნეგატიურთან. იქმნიან კონფლიქტს კოსმოსთან, არ სჯერათ ღმერთის. რწმენის დაკარგვას დეპრესიამდე მივყავართ. ერთი სიტყვით, საკმაოდ რთულია ეს ყველაფერი. მე დიდი დრო დამჭირდა, შესაფერისი ცოდნა რომ დამეგროვებინა. ჩემი წინაპრები, ხევისბერები, მუდამ ეხმარებოდნენ ადამიანებს. ეტყობა, მეც მერგო ეს პატივი და პასუხისმგებლობაც გაცნობიერებული მაქვს.

– მომავლის საწინასწარმეტყველოდ არ მოდიან თქვენთან?

– მიუხედავად იმისა, რომ ხშირად მაქვს „ხილვები“ ამა თუ იმ მოვლენის შესახებ, ამაზე არასოდეს ვლაპარაკობ. არც ვმკითხაობ. ეს აბსოლუტურად სხვა რამეა და ისევ ცოდნის ნაკლებობაა იმის მიზეზი, რომ ბიოკორექტორებს, პარაფსიქოლოგებს მკითხავებში ურევენ. მე შემიძლია, გავარკვიო ადამიანის წარუმატებლობის მიზეზი და თუ ეს მისი უარყოფითად დამუხტული  ბიოველია, მოვუხსნა პრობლემა. ყველას შემიძლია, მოვუსმინო. ეს ჩემი მოვალეობაა. 599-05-36-05 – ტელეფონს ყოველთვის ვპასუხობ.

 

 

скачать dle 11.3