კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (104)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

რა არ იცოდა დეა არაყიშვილის საქმრომ და რატომ ერიდება დიჯეი რემბო ერთი ღამით სექსს

„მის საქართველოს” გვირგვინს დეა არაყიშვილი სულ ცოტა ხანში ახალ გამარჯვებულს გადასცემს. რას გააკეთებს ამის შემდეგ და როგორ წარმოედგინა მას თავისი ცხოვრება ამ ტიტულის მოპოვებამდე, დიჯეი რემბო – ლევან მდინარაძე დაინტერესდა. ორივე საკმაოდ ნიჭიერი ჟურნალისტი აღმოჩნდა.

 

ინტერვიუ 1. ჟურნალისტია რემბო

– როდის დაიწყე მოდელობაზე ფიქრი? პირველი ცდა დიდი ხნის წინ გქონდა თუ ეს ამბავი შემთხვევით მოხდა?

– სრულიად შემთხვევით. არასდროს მქონია სურვილი, მოდელი ვყოფილიყავი. პირველ კურსზე ვიყავი, უნივერსიტეტის ეზოში მეგობრებთან ერთად ვიდექი, როდესაც ერთ-ერთი სააგენტოს ხელმძღვანელმა დამინახა, მოვიდა და დამელაპარაკა...

– ანუ, ქუჩიდან აგიყვანა.

– (იცინიან) კი, ზუსტად, ისე როგორც ფილმებში ხდება ხოლმე. მივედი სააგენტოში და დაიწყო ჩემი, როგორც მოდელის კარიერა. 

– ბევრი რაღაცის სწავლა სჭირდება მოდელს, პლუს – დიეტები. შენ დიდი ხანი დაგჭირდა ამ სისტემაში „ჩასაჯდომად“?

– ბავშვობიდან ამ სისტემაში ვარ – სულ ვაკონტროლებ წონას, მიყვარს ვარჯიში და პატარაობიდან ვვარჯიშობ. სამოდელო სააგენტოში მისვლის შემდეგ დაემატა ის დეტალები, რაც მოდელისთვის არის აუცილებელი: სიარული, კამერის წინ პოზირება და სხვა.

– რომ არა „მის საქართველო”, ვინ იქნებოდი დღეს?

– ალბათ, სადმე სახელმწიფო, საოფისე სამსახურის თანამშრომელი. საერთაშორისო ურთიერთობები დავამთავრე და დიპლომატიურ კარიერაზე ვოცნებობდი. ახლაც ვაპირებ, რომ გავაგრძელო ეს საქმიანობა, მაგისტრატურაში მინდა ჩაბარება. უბრალოდ, ეს ყველაფერი გაცილებით მალე მოხდებოდა, რომ არა „მის საქართველო”. ალბათ, ვიჯდებოდი ახლა სადმე ოთახში, ფურცლებთან ერთად. 

– კერძო ბიზნესი რატომ არა?

– ახლა უფრო ვფიქრობ, მანამდე ნაკლებად მაინტერესებდა. ახლა მინდა ბიზნესის წამოწყება, რომელიც ისევ მოდის სფეროს დაუკავშირდება. ნელ-ნელა ვითარდება ჩვენთან ეს სფერო როგორც ბიზნესი და ცოტა ხანში, ალბათ, კიდევ უფრო საინტერესო გახდება.

– შენზე რომ იყოს დამოკიდებული, რას შეცვლიდი ამ ბიზნესში?

– პირველ ყოვლისა მოდელების ჰონორარებს. სასაცილო ჰონორარებზე ვმუშაობთ. მარტო ფულში არ არის საქმე, მოტივაცია უნდა გქონდეს, რაც პოდიუმზეც გეტყობა. მიზერული ანაზღაურების შემთხვევაში, არც სურვილი გაქვს, არც ხალისი და ეს მერე შენს სახესა და მუშაობის სტილზეც აისახება. 

– ანუ, დემოტივირებული მოდელები ხართ. იცი, რა მაინტერესებს? რას ნიშნავს, ერთი წელი ატარებდე გვირგვინს? რას გრძნობდი, გვირგვინს რომ გადგამდნენ?

– ძალიან მაგარი გრძნობაა. პირველ ყოვლისა, საკუთარი თავით კმაყოფილების შეგრძნება მოდის, ამაყობ და უფრო მეტად იჯერებ, რომ რაღაც შეგიძლია. თავდაჯერებულობა ძალიან სასიამოვნოა, თუმცა, ამას ემატება უდიდესი პასუხისმგებლობა – აღარ ხარ ჩვეულებრივი მოდელი, მოქალაქე; ხარ „მის საქართველო“, შენი ქვეყნის სახე, რაც ნიშნავს, რომ უნდა იყო სულ ფორმაში, გაითვალისწინო ხალხის აზრი, მოიქცე სხვანაირად. თუ მანამდე ნაკლებად მაინტერესებდა სხვების აზრი, ახლა ასე აღარ გამოდის. საჯარო ფიგურა ხდები, ყველა შენს ცხოვრებაში ერევა, გაკვირდება და ვერ ხარ თავისუფალი.

– არ იღლები?

– კი, უკვე ძალიან დავიღალე. (იცინიან).

– ალბათ არიან ვიღაცეები, ვინც მანამდე გამარჯობას არ გეუბნებოდნენ და მერე უცებ დაგიმეგობრდნენ. ამაზე როგორი რეაქცია გაქვს?

– მტკივნეულად მოქმედებს ეს ყველაფერი. როგორც კი „მის საქართველო” დამთავრდა, ხუთჯერ მეტი მეგობარი აღმომაჩნდა. ადამიანები, რომელთათვისაც ოდესღაც გამარჯობა მითქვამს, უცებ ამბობდნენ, ჩემი დაქალიაო და ამას რაღაც გამოგონილი ისტორიითაც ამყარებდნენ. იყო ძალიან ბევრი მოგონილი ამბავი, კარგიც, ცუდიც, სიბინძურეც. ამ მხრივ ბევრი ტკივილი მქონდა, განსაკუთრებით თავიდან განვიცდიდი, მაგრამ მერე ნელ-ნელა ვისწავლე, რომ ზოგი რაღაცეები უნდა გაატარო. მოკლედ, ჩემი მეგობრების რაოდენობა შემცირდა. 

– როგორც მივხვდი, გათხოვილი არ ხარ.

– არა, მაგრამ, ვაპირებ. 

– ანუ, სერიოზული ურთიერთობა გაქვთ. როდის დაიწყო ეს ისტორია, „მის საქართველომდე” თუ მერე?

– ჩვენი ურთიერთობა რომ დაიწყო, დაახლოებით ერთ კვირაში გაიგო, ვინ ვიყავი. საერთოდ, არ აინტერესებს მსგავსი რაღაცეები და არც მე მიყვარს ამის აფიშირება. თუ თვითონ არ მკითხავენ რაღაცას, ვცდილობ, ეს ამბავი არ ამოვატივტივო.

– ამბობ, სულ ფორმაში მიწევს ყოფნაო. რას იგრძნობ, ვიღაცამ მოუწესრიგებელი რომ გნახოს?

– არ არსებობს ასეთი რაღაც. მიყვარს ჯინსი და კედები. თუ სპორტდარბაზში მივდივარ ან სადმე სახლთან ახლოს გავდივარ, ქუსლებზე ნამდვილად არ დავდგები, პაპარაცებს ცოტა შანსი აქვთ (იცინიან). ისე, ამ მხრივ მართლა დაშინებული ვარ. კონკურსის შემდეგ ხშირად იყო ისეთი ზარები, როდესაც მეუბნებოდნენ: „შენი ისეთი ფოტოები მაქვს?!“ თითქოს მაშანტაჟებდნენ. ჯერ ერთი, რა უნდა გადაიღონ ისეთი, რასაც ვმალავ, გამოაქვეყნონ რაც უნდათ. უბრალოდ უსიამოვნო მომენტია, როდესაც ვიღაც დაგდევს და ჩუმად ფოტოებს გიღებს. 

– ვიცი, რომ მოდელებს ძალიან უყვართ ჭამა. შენც ასე ხარ? შენ თვითონ თუ აკეთებ რამეს?

–  ჭამა ძალიან მიყვარს, მაგრამ სამზარეულოსგან შორს ვარ. ელემენტარული რაღაცეების გაკეთება ვიცი, მშიერი არ მოვკვდები, თუმცა, დიდი კულიანარიული ნიჭით ვერ დავიკვეხნი. 

– ქინძსა და პეტრუშკას ვერ არჩევ, ხომ?

– კი, კი (იცინიან). სერიოზულ კერძებს ვერ ვაკეთებ, უნდა ვაღიარო. სამაგიეროდ, გურმანი ვარ და გემრიელად ჭამა მიყვარს. რაც არ უნდა ვჭამო, არ ვიმატებ – ბევრ ენერგიას ვხარჯავ და ესეც მეხმარება. 

– სარკეში ჩახედვა გიყვარს?

– ძალიან. სულ სარკეში ვიყურები. სარკეში კი არა, რაც ირეკლავს, ყველაფერში ვიხედები – ვიტრინაში, მანქანის მინაში... არ ვიცი, რატომ ვაკეთებ ამას, ალბათ, ჩვევაში მაქვს გადასული და ჩემდა უნებურად გამომდის. როდესაც ახალი გამოსული ვარ სახლიდან, იმ წუთის დამთავრებული მაქვს მოწესრიგება და ზუსტად ვიცი ყველაფერი რიგზეა, მაინც გამირბის სარკისკენ თვალი. 

– მალე უნდა დაემშვიდობო შენ გვირგვინს. გული არ გწყდება?

– არა-მეთქი, რომ ვთქვა, ტყუილი იქნება. ერთი მხრივ, პასუხისმგებლობას ვიხსნი, მაგრამ ტიტული მაინც რჩება – მთელი ცხოვრება 2011 წლის „მის საქართველო“ ვიქნები და ეს ძალიან სასიამოვნო განცდაა. 

ინტერვიუ 2. ჟურნალისტია დეა არაყიშვილი

– პირველი, რაც ყველაზე მეტად მაინტერესებს: რატომ გქვია რემბო?

– მშვიდი ხასიათი მაქვს, მაგრამ, ერთი შვიდი-რვა წლის წინ, რაღაც გაუგებრობა მოხდა, ბიჭების დიდი ჩხუბი იყო, სადაც რაღაცეები ჩავიდინე. ჩხუბი ძალიან მიყვარს და, მოკლედ, „ვივაჟკაცე” (იცინიან). ამის შემდეგ დაიწყო ხუმრობები: რა რემბოსავით იჩხუბა, იქიდან გადმოხტა, აქედან დაარტყა... ერთხელ ვიღაცამ იხუმრა ჩემზე, რემბოაო, ვიღაც უცნობმა კი ჩათვალა, რომ ასე მქვია და პირდაპირ „რემბოთი“ მომმართა. ჩავთვალე, რომ მეკაიფებოდა, ვინ არის შენი რემბო-მეთქი და დავარტყი. ხომ ხვდები, მეტი აღარაფერი უნდოდათ. გავხდი რემბო. ეს სახელი ჩემით არ დამირქმევია, მაგრამ, რომ მომენდომებინა, ამაზე კარგს ვერაფერს მოვიფიქრებდი, რადგან ძალიან მაგრად მუშაობს. ვინც ეს სახელი მოიფიქრა, უკვე ერთი წელიწადია დივიდენდებს ვუხდი (იცინიან). 

– როგორ დაიწყე ეს საქმიანობა?

– გატაცება, ჰობი იყო და დღემდე ასეა. პროფესიით მარკეტოლოგი ვარ, გაყიდვებია ჩემი საქმე. ახლა ძალიან ბევრ პროდუქტს ვყიდი და ერთ-ერთი დიჯეი რემბოა. ბევრი მუშაობის შედეგია ის, რომ დღეს რემბო პიკზეა და არ ვჩერდები. ყოველდღიური, ყოველთვიური ზრდა თუ არ გაქვს, შენზე მოთხოვნა დაიკლებს. გრძელვადიანი გეგმებით ვმუშაობ რემბოზე. ფიზიკურადაც ფორმაში უნდა ვიყო და სულ ახალ-ახალი რაღაცეები უნდა შევთავაზო მსმენელს. ყოველთვის ძალიან ბევრს ვმუშაობდი, ფულს თავად ვშოულობ ადრეული ასაკიდან. ჩემი ფულით ვისწავლე ეს საქმეც, მაგრამ, ჯერ კიდევ ბევრი რაღაც მაქვს დასახვეწი. სულ სწავლის პროცესში ვარ. 

– ყველა ამბობს, რომ რემბოს მუსიკაზე ხალხი ყველაზე უკეთ ერთობა, ცეკვავს...

– ეს დრომ მოიტანა. თვითონ ძალიან მიყვარს ცეკვა, იმაზე უკეთ ვცეკვავ, ვიდრე ვუკრავ. ამიტომ, სულ ვფიქრობდი, რა დამეკრა ისეთი, რომ ყველას ეცეკვა. არადა, ამის გამო სხვა დიჯეებისგან ძალიან დიდ კრიტიკას ვიღებდი. ის, რასაც ვუკრავ, ჰიპ-ჰოპ და არენბი, შეიძლება, ბევრმა დაუკრას, გადამიქსვაც გააკეთოს, მაგრამ, მე საათობით, ძალიან ბევრს ვფიქრობ იმაზე, რა როგორ გავაკეთო. ყნოსვა მაქვს  რომელი „ტრეკის“ შემდეგ რა ესიამოვნებათ. ორი საათის მაგივრად შვიდი-რვა საათი ვუკრავ და აბსოლუტურად ფხიზელი თვალით ვაკვირდები ხალხს, ვის რა ესიამოვნება, რაზე იცეკვებს; ის თეთრმაისურიანი ბიჭი, მოწყენილი რომ დგას ბართან, რაზე გამხიარულდება. ბევრი ფიქრისა და მუშაობის შედეგია ეს ყველაფერი, თავისით არ მოსულა.

– მანამდე რას აკეთებდი?

– სტუდენტობის დროს „ივენთებს“ ვაკეთებდი, ბევრი რაღაცის ორგანიზატორი ვიყავი. მერე დავიწყე კლუბ „სვიჩში” მუშაობა ფეისკონტროლად და პარალელურად მაშინ ჩავაბარე მაგისტრატურაში.

– აქაც ყნოსვა გეხმარებოდა?

– ინსტინქტები. სხვათა შორის, ამ საქმემ ძალიან დამხვეწა. არავინ იცოდა, რომ ფეისკონტროლი ვიყავი, ყველას ეგონა ბილეთებს ვყიდდი. იყო კოდური სიტყვები, რასაც ვამბობდი და დაცვა აღარ უშვებდა. და ტიპი ვერ ხვდებოდა, მე თუ „ვაშავებდი”. ფეისკონტროლის ათი მცნება არსებობს და ერთ-ერთია, რამდენად საინტერესოა სტუმარი. ღამის 12 საათზე მოდის ტიპი შენთან და ეუბნები ღიმილიან გამარჯობას. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს,  როგორ დაგიბრუნებს სალამს. თუ უხეშად გითხრა, არ ღირს აქ შესვლაო, – მორჩა, ეს ნიშნავს, რომ ის აგრესიულია და არ უნდა შევიდეს. იწყებს „ბლატაობას”, მერე დაცვისგან ერთი-ორი მოხვდება და წავა. მოდის ხუთი ნასვამი ბიჭი, შავებში ჩაცმული, ძალიან დიდი რისკია, რომ ისინი კი არ გაერთობიან, არამედ, „დაიგრუზებიან” და იჩხუბებენ. კიდევ ძალიან ბევრი დეტალია, რის მიხედვითაც ვმუშაობდი. რაც იმ კლუბში ვიყავი, არც ერთი ჩხუბი არ მომხდარა, ამიტომ, ძალიან ბევრი ხალხი აწყდებოდა. უფროსს ნათქვამი ჰქონდა, რომ ამ ამბავში დირექტორი შენ ხარ – არ არსებობს ჩემი ნათესავები ან მეგობრების შვილები, ვისაც არ უშვებ, დამთავრდა, ვერ შემოვაო. ამიტომაც აეწყო საქმე კარგად. ყოველთვის ვუშვებდი უცნაურ, ორიგინალურ, ფერად ტიპებს, როცა ხვდები, რომ ყველაფერი „სექენდ ჰენდში” აქვს ნაყიდი. მართალია, კლუბში თეთრს არ დახარჯავს, მაგრამ, მისი დანახვა ყველას გააღიმებს და კარგ ხასიათზე დააყენებს. სამაგიეროდ, სხვა მხარჯველუნარიან ტიპებს ვუშვებდი, ოღონდ, არ უნდა ჰქონოდათ აგრესია.

– შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება, გყავს თუ არა ვინმე ისეთი, ვისზეც სერიოზულად ფიქრობ? თან, წარმომიდგენია, რამდენ შოკოლადივით გოგოსთან გაქვს ურთიერთობა.

– სერიოზული არავინ. ლამაზი ბიჭი არ ვარ, არც სალონებში დავდივარ და არასდროს გავიკეთებ ფრჩხილებს, მაგრამ, გოგოებს „ვაბამ”. ძალიან კარგად ვიცი, ქალს რა უნდა. ბავშვობიდან ყველაზე მეტად რაც მაინტერესებს – გოგოებია. სანამ სკოლას დავამთავრებდი, ძალიან მორცხვი ვიყავი, ვერ ველაპარაკებოდი, ვწითლდებოდი... ბანკში მუშაობის დროს ვიმუშავე საკუთარ თავზე, უამრავ ადამიანთან მიწევდა კონტაქტი და ეს გამოვიმუშავე. სარკის წინაც კი ვვარჯიშობდი (იცინიან). თუ გოგო მაინტერესებს, ძალიან იოლად ვაწყობ ურთიერთობებს, მაგრამ, თუ შემიყვარდა, მანდ „მერხევა”, ისევ ვწითლდები. 

– გოგოსგან, რომელიც მოგწონს, ცივი დამოკიდებულება უფრო გაინტრიგებს თუ...

– ვერ ვიტან სიცივეს, უზომოდ თბილი ვარ. შეიძლება, დასაწყის პერიოდში, გოგომ სიცივე გაგრძნობინოს. გოგო ბიჭს არ უნდა დასდევდეს, როგორც თაგვები არ დასდევენ ხაფანგებს. მაგრამ, როგორც კი რაღაც პერიოდი გადის და უკვე ერთად ხართ, სიცივეს ვერ ავიტან, არ არსებობს. 

– ერთი ნახვით შეგყვარებია?

– კი, ყოფილა ასეთი რაღაც და ძალიან დიდი ხანი დამჭირდა, რომ მასაც შევყვარებოდი. ძალიან ცუდად ვიყავი, საქმეს ვერ ვაკეთებდი, დაბლოკილი ვიყავი. 

– ამიტომ არ ხარ ახლა შეყვარებული?

– ამის გამო არა, უბრალოდ, ვერ ავაწყვე ურთიერთობები. თავში უვარდებათ თუ რაღაც ამდაგვარი მოსდით. ახლა რომ ვინმესთან სერიოზული ურთიერთობა მქონდეს, ვიცი, ის იქნება უკანასკნელი. გართობას, მოკლევადიან ურთიერთობებს არ ვგულისხმობ, როცა გოგომაც იცის, რომ ეს ყველაფერი დიდხანს არ გასტანს. არც შემთხვევითი ურთიერთობები მომწონს, ერთი ღამით სექსს ვერიდები. თავს ვუვლი. მაგრამ ურთიერთობები სულ მქონდა და ახლაც მაქვს. ამის გარეშე ვერ ვიქნები. არ ვეწევი, არ ვსვამ და, აბა, რა ვაკეთო?! (იცინიან). სერიოზული ურთიერთობები არ მაქვს, თუმცა, ამ გოგოებთანაც ბოლომდე ვარ. სანამ ერთთან არ ამოვწურავ მარაგს, არ არსებობს, მეორეზე გადავიდე. ერთი, ორი, სამი – ეს არ მიყვარს, მერე ტყუილები გიწევს და ცუდად გრძნობ თავს. 

– რატომ ვერ აეწყო?

– თბილი, ყურადღებიანი ვარ და შეყვარებულს ეს ყველაფერი მიორმაგდება. ვიცი, ეს ძალიან დიდი შეცდომაა, მაგრამ, რა ვქნა, ასე გამომდის. გონება გრძნობას ვეღარ აკონტროლებს ხოლმე და გოგოებს თავში უვარდებათ. მხოლოდ ტვინით რომ დავრჩე, ბოლომდე ჩემთან იქნებიან, რადგან, ზუსტად ვიცი, რა მომენტში რა უნდათ; უბრალოდ, ტვინს აღარ ვუჯერებ ხოლმე. 

– შეხვდები ისეთს, რომელსაც სიგიჟემდე შეუყვარდები არა შენი ტვინის, არამედ გრძნობების გამო – ლევანი შეუყვარდება და არა რემბო (იცინიან).

 

скачать dle 11.3