კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2019 (145)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)

ვისზე აპირებს დაქორწინებას „ფეისბუქის“ მფლობელი მარკ ცუკერბერგი და რის გამო აკრიტიკებენ მის გემოვნებას

 

სულ ახლახან ინტერნეტით გავრცელდა ფოტო, რომელზეც პლანეტის ყველაზე მდიდარი ახალგაზრდა მილიარდერი მარკ ცუკერბერგი თავის საცოლესთან პრისცილა ჩანთან ერთად არის დაფიქსირებული. ამ ფოტოს მასმედიაში გაჩენისთანავე ატყდა მითქმა-მოთქმა, რომ პრისცილა უშნოა და ცუკერბერგს ცუდი გემოვნება აქვს. თუმცა, ის ფაქტი, რომ „ფეისბუქის” მფლობელს ამ გოგონასთან  გრძნობები აკავშირებს, ყველას მეათეხარისხოვნად მიაჩნია. „თბილისელების” ამ ნომერში გაეცნობით მილიარდერების ცოლების შესახებ ცნობილ და უცნობ ფაქტებს.

მელინდა გეითსი

მელინდამ მაიძულა, რომ მასზე დავქორწინებულიყავი, – აღნიშნა ერთ-ერთ ინტერვიუში „მაიკროსოფტის” დამფუძნებელმა ბილ გეითსმა. მეგობრების აზრით, ცოლის მოყვანის სურვილი მართალიც არასდროს ჰქონია, რადგან მთლიანად კომპიუტერთან მუშაობით იყო გართული. ბილმა და მელინდამ ერთმანეთი „მაიკროსოფტში” გაიცნეს, სადაც მომავალი მისის გეითსი, გაყიდვების განყოფილებას ხელმძღვანელობდა და 350 ათას დოლარად ღირებულ სახლში ცხოვრობდა. მათი ქორწილი 1994 წლის 1 იანვარს შედგა ჰავაის კუნძულებზე და ცხოვრებაში პირველად იმ დღეს გაიხადა ბილ გეითსმა ჯინსები და ჩაიცვა სმოკინგი. გეითსებს სამი შვილი ჰყავთ. მელინდა საქველმოქმედო ორგანიზაციას ხელმძღვანელობს და პლანეტის 50 ყველაზე გავლენიან ქალს შორის სახელდება.

უენდი დენგი

უენდი დენგი მედიამაგნატ რუპერტ მერდოკის მეუღლეა და მათი ქორწინება სამსახურებრივი რომანით დაიწყო. ჩინელი ლამაზმანი ჰონკონგურ ტელეკომპანია „სტარ ტვ-ზე” მუშაობდა, რომელიც მერდოკის მედია-იმპერიის წევრი გახლდათ და მათ ერთმანეთი ერთ-ერთ წვეულებაზე გაიცნეს. 68 წლის მერდოკისთვის ეს იყო მესამე ქორწინება, ხოლო 30 წლის უენდისთვის – მეორე. ამჟამად უენდი რუპერტთან ერთად მანჰეტენზე ცხოვრობს. ბოლო დროს ის სოციალურ ქსელ „მაისფეისის” ჩინეთის ბიუროს ხელმძღვანელობდა. სხვათა შორის, უენდიზე დაქორწინებამდე რუპერტი 3 კვირის გაცილებული გახლდათ თავის მეორე მეუღლესთან – ანა-მარიასთან, რომელთანაც 32 წელი იცხოვრა. 

პაუელ ჯობსი

80-იანი წლების ბოლოს, მაშინ ჯერ კიდევ მილიონერმა, კომპანია „ეპლის” მფლობელმა  სტივ ჯობსმა სტენფორდის უნივერსიტეტში ქერათმიანი ლამაზმანი, ლორენ პაუელი გაიცნო. იმ პერიოდში ლორენი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების თაობაზე კითხულობდა ლექციებს და ვეგეტარიანელი სტივი მისით დაინტერესდა. ისინი 1991 წელს დაქორწინდნენ  და ლორენმა სამი შვილი გაუჩინა „აიპოდისა” და „აიფონის” შემქმნელ სტივს და იშვილა მისი ქალიშვილი, პირველი ქორწინებიდან. ამჟამად ლორენ პაუელ ჯობსი რამდენიმე საზოგადოებრივ ორგანიზაციას უდგას სათავეში.

მელანია ტრამპი

ექსტრავაგანტური მილიარდერი (ასევე, მსახიობი, პროდიუსერი, შოუმენი და მწერალი) სლავური წარმოშობის ქალების მიმართ გულგრილი რომ არაა, ყველას მოეხსენება. მისი პირველი მეუღლე ჩეხი ლამაზმანი – ივანა ზელნიჩკოვა იყო, ხოლო ამჟამად იგი მესამე ქორწინებაში იმყოფება და მისი მეუღლე სლოვენიელი სუპერმოდელი მელანია კნაუსია. დონალდი სილამაზის კონკურსების – „მის მსოფლიო” და „მის ამერიკას” მფლობელია და რთული გამოსაცნობი არ არის, თუ რა ვითარებაში გაიცნო მან თავისი მეუღლეები. 2005 წელს მათი ქორწილი მაიამიში გრანდიოზულად ჩატარდა. მელანია 200 ათასი დოლარის ღირებულების კაბაში იყო გამოწყობილი. ქორწილში მოწვეულ სტუმრებს გიგანტური ტორტით უმასპინძლდებოდნენ, რომელიც პლომბირი ნაყინის სამი ათასი ცალი ვარდით იყო დამშვენებული. 2006 წელს მელანიამ, რომელიც ამჟამად 41 წლისაა, მეოთხე შვილი გაუჩინა 65 წლის დონალდ ტრამპს. 

***

ალბათ, გაჩნდება კითხვა, თუ „ფორბსის” რეიტინგის მეორე ნომერ ბილ გეითსზე ვსაუბრობთ, რატომ გამოგვრჩა პირველი და მესამე ადგილები – მექსიკელი კარლოს სლიმ ელუ და უორენ ბაფეტი. საქმე ისაა, რომ პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანი, სატელეკომუნიკაციო მაგნატი – კარლოს სლიმ ელუ ქვრივია. მისი მეუღლე სუმაია 1999 წელს გარდაიცვალა. ისინი 32 წელი ცხოვრობდნენ ერთად და ექვსი შვილი გაზარდეს. გარდაცვალებამდე სუმაია ქველმოქმედებით იყო დაკავებული. 

რაც შეეხება უორენ ბაფეტს, ინვესტორს, რომელსაც მეტსახელად „ომაჰელ ორაკულს” უწოდებენ, მეორე ქორწინებაში იმყოფება. უორენი 52 წელი იყო დაქორწინებული პირველ მეუღლესთან სიუზანთან – 1952 წლიდან 2004 წლამდე, თუმცა, ისინი 1977 წლიდან აღარ ცხოვრობდნენ ერთად, რადგან უორენმა მეუღლე – სამი შვილის დედა, ცოლის დაქალზე, ასტრიდზე გაცვალა. უორენი და ასტრიდი 2006 წელს დაქორწინდნენ, მათი რომანის თითქმის 30 წლის თავზე, გაცნობის მომენტში ასტრიდი 30 წლის იყო, ხოლო უორენი – 46-ის. 

„ფორბსის” პირველი ნომერი რუსებს შორის ვლადიმირ ლისინი დიდი ხანია, თავის თანაკლასელზე, ლიუდმილაზეა დაქორწინებული. ნოვოლიპეცკის მეტალურგიული კომბინატის მფლობელი, რომლის კაპიტალი 24 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს, პირად ცხოვრებას „აფიშირებას“  არ უკეთებს. მისი მეუღლის და სამი შვილის ფოტოების მოძიება თითქმის წარმოუდგენელია. იგივეს თქმა შეიძლება ალექსეი მორდაშოვზე (16,5 მილიარდი დოლარი), რომელიც ორჯერ გახლდათ დაქორწინებული, და ორივეჯერ გაეყარა ცოლებს. ერთადერთი რის გაგებაც მოახერხეს ჟურნალისტებმა მორდაშოვის შესახებ ის არის, რომ მილიარდერის მეორე მეუღლე კომპანია „სევერსტალის” თანამშრომელი იყო. ეს კომპანია კი მილიარდერის საკუთრებაა. რუსი მილიარდერების კიდევ ერთი წარმომადგენელი, ბოლო დროს პოლიტიკაზე გადართული მიხაილ პროხოროვი, ჯერაც დაუქორწინებელია. ამბობენ, რომ პროხოროვს ძვირად ღირებული მეძავების გარემოცვაში უყვარს ყოფნა, რის გამოც ერთხელ სკანდალში გაეხვია. მაშინ ის ფრანგულ კურორტ კურშაველში, პროსტიტუციის საერთაშორისო ქსელთან სავარაუდო კავშირების გამო, დაპატიმრებულიც კი გახლდათ რამდენიმე დღით. ყველაზე ცნობილი რუსი მილიარდერი, ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი ორჯერ იყო დაქორწინებული. ამჟამად კი ბედნიერად გრძნობს თავს თავის „გერლფრენდ“ დარია ჟუკოვასთან და დაქორწინებას არ ჩქარობს. ახლახან მათ შვილიც ეყოლათ – ბიჭი, რომელსაც აარონ ალექსანდერი დაარქვეს. რუსი მილიარდერების ლეგიონის კიდევ ერთი წევრი  – ალიშერ უსმანოვი დიდი ხანია ლონდონში ცხოვრობს. მისი მეუღლე კი – ირინა ვინერი რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია მხატვრულ ტანვარჯიშში და დიდ დროს ატარებს მოსკოვში. თუმცა, მათი ოჯახის შესახებ რუსეთში ბევრს არ საუბრობენ. 

 

 

скачать dle 11.3