კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქუთუთოების მოვლა


კანი თვალების გარშემო ყველაზე თხელი და ნაზია, სახის დანარჩენ მონაკვეთებთან შედარებით. ამიტომ ის ყველაზე ადრე ბერდება. მთლიანობაში მისი სტრუქტურა არ განსხვავდება დანარჩენი კანის სტრუქტურისგან, უბრალოდ, პრაქტიკულად არ აქვს კანქვეშა ცხიმი და კუნთები. ამიტომაა, რომ კანი თვალების გარშემო ადვილად დუნდება და ნაოჭდება. ასაკის მატებასთან ერთად კი ამას ემატება თვალების ქვეშ „ტომსიკებისა” და შავი წრეების გაჩენა.

იმისთვის, რომ ეს არასასიამოვნო შედეგი, რაც შეიძლება გვიან ვიწვნიოთ საკუთარ თავზე, 25 წლის ასაკიდან ზემოთ სისტემატურად უნდა მოვუაროთ სახეს, განსაკუთრებით კი, კანს თვალების გარშემო.

დღეს შემოგთავაზებთ რჩევებს, როგორ უნდა მოუაროთ თვალებს, რომ მაქსიმალურად დიდხანს გამოიყურებოდეთ ახალგაზრდულად.

უნდა გაიკეთოთ:

* ცხიმიანი რძისა და წყლის თანაბარი ნაზავი კუბიკებად გაყინეთ. ყოველ დილას და საღამოს გაიკეთეთ ამ კუბიკებით მასაჟი თვალების გარშემო.

* 1 კონა კამას და 1 კონა ოხრახუშს დაასხით მდუღარე წყალი, დადგით დაბალ ცეცხლზე თავდახურული და წამოდუღებისთანავე გადმოდგით. აცადეთ, გაგრილდეს, შემდეგ გადაწურეთ და შეინახეთ მინის ჭურჭლით მაცივარში. ამ სითხეში დასველებული ბამბის ტამპონით გაიწმინდეთ კანი თვალების გარშემო (შეგიძლიათ, გაიწმინდოთ მთელი სახე და ყელიც). გაწმენდის შემდეგ კი აიღეთ 2 ცალი ახალი ტამპონი, დაასველეთ ნახარშში, ოდნავ გაწურეთ და დაიფინეთ დახუჭულ თვალებზე 15-20 წუთის განმავლობაში, (ამ პერიოდში წამოწექით), შემდეგ არ ჩამოიბანოთ, აცალეთ, შეშრეს და ბოლოს წაისვით თვალის გელი. ასეთივე წესით და ამავე დანიშნულებით, მრავალფეროვნებისთვის, მოამზადეთ სალბისა და ცაცხვის ყვავილის ნახარში და მონაცვლეობით გამოიყენეთ.

* ზემოთ მოხსენიებული ნებისმიერი ნახარშით თვალების გარშემო კანის გაწმენდის შემდეგ 1 ცალი გაფცქვნილი მოზრდილი კარტოფილი გახეხეთ მსხვილ სახეხზე, გაყავით სამ ნაწილად და თითოეული ნაწილი მოათავსეთ 3-4 ფენა დოლბანდის ნაჭერში. ერთი ნაწილით გაიწმინდეთ მთელი სახე, ყელი და დეკოლტეს მიდამოები, შემდეგ წამოწექით და დანარჩენი ორი ნაწილი მჭიდროდ დაიდეთ დახუჭულ თვალებზე. 15-20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. სახეზე, ყელსა და დეკოლტეზე წაისვით შესაბამისი მკვებავი, თვალების გარშემო კი – თვალის გელი.

თუ გსურთ, რომ კანი თვალების გარშემო არ მოგიდუნდეთ ან დაგინაოჭდეთ, მკვებავი კრემის ყიდვისას ყურადღებით წაიკითხეთ მისი შემადგენლობა: თუ ის შეიცავს ლანოლინს, არ იყიდოთ. ამასთან, ძალიან კარგია, თუ თქვენ მიერ შერჩეულ კრემში შედის გლუკოზა, A და E ვიტამინები, ოხრახუშის ექსტრაქტი.

სახის კანის ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად კარგია მასაჟი, მაგრამ მასაჟის გაკეთებისას აუცილებლად უნდა დაიცვათ შემდეგი წესები:

1. მასაჟის გაკეთების დროს ნუ შეეხებით თვალების გარშემო კანს, რადგან ეს არის სახის ყველაზე ნაზი მონაკვეთი და მასაჟი მასზე უარყოფითად მოქმედებს.

2. ქუთუთოების შესიების შემთხვევაში, სახის მასაჟის დროს, გაიკეთეთ თვალებზე ცაცხვის ყვავილის ან გვირილის ნაყენის კომპრესი.

3. ეცადეთ, ნებისმიერ სიტუაციაში განსაკუთრებით კი სახის მასაჟის პროცესში, მაქსიმალურად მოერიდოთ მიმიკებს – ეს განსაკუთრებით შეუწყობს ხელს თქვენი სახის (განსაკუთრებით – თვალების გარშემო) დანაოჭებას.

4. ნებისმიერი კრემი თვალების გარშემო წაისვით მსუბუქი მოძრაობით. ზედა ქუთუთო: თვალის შიდა (ცხვირისკენა) მხრიდან განაპირა (საფეთქლისკენა) მიმართულებით; ქვედა ქუთუთო – პირიქით, საფეთქლიდან ცხვირისკენა მიმართულებით.


скачать dle 11.3