კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2019 (144)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)

ბიუსტჰალტერის შესახებ

 

ალბათ, ფიქრობთ, რომ ბიუსტჰალტერი ყოველთვის არსებობდა? – დიახ, თითქმის ასეა. მართალია, ყოველთვის ასეთი არ ყოფილა, მაგრამ, იმ ქვეყნებში, სადაც ცივილიზაციის აკვანი დაირწა, ქალებმა ყოველთვის იცოდნენ, რა იყო ეს. ერთი ეგვიპტელის სასიყვარულო გზავნილში, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეექვსე საუკუნით თარიღდება, წერია: „მინდა, ის ბაფთა ვიყო, რომელიც შენს მკერდს მაღლა სწევსო“.

ძველ საბერძნეთში ქალები ატარებდნენ სპეციალურ სახვევებს, რომლებიც მკერდს იჭერდა და გამოკვეთდა, ან, პირიქით, ძალიან დიდ მკერდს მალავდა.

რომაელები უფრო შორს წავიდნენ – მათ ბიუსტჰალტერის წინაპრის რამდენიმე ვარიანტი ჰქონდათ: „ფასცია“ – განკუთვნილი ქალიშვილების ნორჩი მკერდისთვის; „მამილარე“ – ქალებისთვის და სპეციალური „სტროფჰიუმი“ – რომელიც მკერდს ვიზუალურად აპატარავებდა.

შუა საუკუნეებში ბიუსტჰალტერი დროებით მიივიწყეს. ქალები გმირულად უძლებდნენ მძიმე კორსეტებს ლითონის ჩანართებით. 1370 წელს სტრასბურგში გამოსცეს დეკრეტი, რომლის თანახმადაც, ქალებს მკერდი თასმებიანი კაბით უნდა „დაეჭირათ“. გოგონები კორსეტს უკვე 16 წლიდან იცვამდნენ. მათი სხეული არც დღისით იყო თავისუფალი და არც ღამით. კორსეტი მთავარი ატრიბუტი იყო ქალის გარეგნობისა, სანამ მეცხრამეტე საუკუნეში საქმეში მედიცინა და სპორტი არ ჩაერთო.

პარიზელი ექიმი გიშ სარი პირველი იყო, ვინც კორსეტი გადაჭრა და, შედეგად, ზედა პაწილი ბიუსტჰალტერად იქცა, ქვედა – ქამრად. თავიდან ბიუსტჰალტერი მხოლოდ აფთიაქში იყიდებოდა. მაგრამ პირველი პატენტი ბიუსტჰალტერის  გამოგონებაზე ეკუთვნის ამერიკელ მერი ფელპს ჯეკობს, 1914 წელს. მან აღმოაჩინა, რომ კორსეტი ძალიან არ უხდებოდა მის ზურგზე ღრმად ამოჭრილ კაბას. ბევრი არ უფიქრია: აიღო ორი ელასტიკური ლენტი, რამდენიმე ცხვირსახოცი და შეკერა „ლიფი ზურგის გარეშე“. მალე მისი გამოგონება შეისყიდა მსხვილმა ფირმამ და ბიუსტჰალტერი საყოველთაო სამოსი გახდა. 1917 წელს ამერიკის სამხედრო წარმოებამ სთხოვა ქალებს, უარი ეთქვათ ბიუსტჰალტერებზე ლითონის დეტალებით. ამით 28 ათასი ტონა ლითონი დაიზოგა, რითაც ორი სამხედრო ხომალდი აიგო.

ბიუსტჰალტერის „დედად“ კი მიჩნეულია იდა როზენტალ-კაგანოვიჩი, ამერიკაში წასული რუსი-ებრაელი ემიგრანტი. 1922 წელს სწორედ მან გაყო ლიფი ორ, თანაბარი ზომის „ჩაშკად“ და ერთმანეთთან ელასტიკური დეტალით დააკავშირა.

1935 წლიდან ბიუსტჰალტერები უკვე ჩვენთვის კარგად ნაცნობი ზომების მიხედვით იკერება. 1942 წელს კი კომპანია „მეიდენფორმა“ შეკერა პირველი ბიუსტჰალტერი თასმებზე, მეძუძური დედებისთვის.

როცა პირველად გაჩნდა ბიუსტჰალტერი უკან შესაკრავით, რეკლამა იუწყებოდა: „ჩაიცვამთ 17 წამში“! ნელ-ნელა ბიუსტჰალტერი მოირთო მაქმანებით, ძვირფასი თვლებით და ფუფუნების საგნად იქცა.

 

скачать dle 11.3