კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პირველები... კაბაში

 

სულ რაღაც ასზე ცოტა მეტი წლის წინ, ვერ იპოვიდით ვერც ერთ ექიმ ქალს. ქალი არ იყო, ასევე, ჟურნალისტებს, ექიმებს, მეცნიერებსა და ბევრ სხვა პროფესიის წარმომადგენელთა შორის. ქალს უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებაც კი ეკრძალებოდა. ვინ იყვნენ ის პირველები, რომლებმაც აკრძალვებსა და საზოგადოებრივ აზრს სძლიეს, აუმხედრდნენ მას და სამართლიანობა აღადგინეს?

* სოფია კოვალევსკაია იყო პირველი პროფესორი ქალი, მათემატიკოსი. მამაკაცები ერთხმად აღიარებდნენ მისი ჭკუის გენიალურობას.

* პირველი ქალი, რომელმაც ექიმის დიპლომი მიიღო, იყო ელიზაბეთ ბლექველი. 1849 წელს მან გაბედა, ჩაებარებინა სამედიცინო სკოლაში, მისი მიღება-არმიღების საკითხი ხმის მიცემით გადაწყდა: მამაკაცებმა გადაწყვიტეს, საინტერესო გასართობი იქნება, ეს რომ მედიცინის შესწავლას დაიწყებსო და... მისცეს ხმა.

* პირველი მფრინავი ქალი ელიზა დეროში იყო. მფრინავის ლიცენზიის მიღებამდე ის სამსახიობო კარიერით იყო დაკავებული და წარმატებებიც ჰქონდა. 1910 წლის 8 მარტს, ხანგრძლივი დისკუსიების შემდეგ, მას დამოუკიდებლად ფრენის უფლება მისცეს.

* მერი ანდერსონი – 1905 წელს ამ ქალმა გამოიგონა მინების საწმენდი „დვორნიკები“, რომლის გარეშეც დღეს ავტომობილი წარმოუდგენელია.

* ბაირონის ქალიშვილმა, ადა ლავლეისმა, სახელი გაითქვა იმით, რომ სამი შვილის დედა, პლანეტის პირველი პროგრამისტი გახდა. 1842 წელს მან აღწერა გამომთვლელი მანქანა, რომელიც მისმა მეგობარმა ჩარლზ ბენბიჯმა შექმნა და მისთვის პირველი პროგრამაც შეადგინა.

 

 

 

скачать dle 11.3