კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (100)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

მილიციის უფროსი, ცეზარი და კლდეზე გადაჩეხილი თბილისელი სტუმარი

 

იმ დროს, როდესაც ეს ისტორია მოხდა, საქართველოს ერთ-ერთი მაღალმთიანი რაიონის მილიციის უფროსის მოვალეობას ვასრულებდი. ძველი უფროსი თბილისში დააწინაურეს, ახალს კი დღე-დღეზე ველოდით და ამ მოლოდინში სამმა თვემ განვლო. მომავალი უფროსის ვინაობა საიდუმლოდ რჩებოდა და მხოლოდ ის ვიცოდით, რომ თბილისელი იყო.

აგვისტოს ერთ მშვენიერ დღეს თბილისიდან დამირეკეს და მითხრეს, ახალი უფროსი ორშაბათს ჩამოვაო. შაბათს კი ჩვენი სამძებროს უფროსის ქორწილი იყო და მთელი ჩემი სამმართველო გავაფრთხილე, ქეიფი კვირასაც არ გადაებათ, რათა ორშაბათს ფორმაში ყოფილიყვნენ, რომ ახალ უფროსს ღირსეულად დახვედროდნენ.

დადგა შაბათი. ჩვენები დათქმულ ადგილებზე შევიკრიბეთ და კოლეგის ქორწილში ერთად მივედით. ზღაპრული სუფრა იყო გაშლილი ეზოში, საიდანაც ჯადოსნური ხედი იშლებოდა. ხუთასკაციან ლხინში სულ ახლობლები და ნათესავები ვიყავით, თანაც მილიციელები და არეულობის არ გვეშინოდა. აბა, ვინ რას გაბედავდა, როდესაც მთელი რაიონის ბობოლა სამართალდამცველები ვიყავით. თუმცა, ქორწილში ერთი თბილისელი იყო, რომელსაც არავინ ვიცნობდით და ვერ გავიგეთ, ვისი მხრიდან იყო – ნეფის თუ პატარძლის. ის ზედმეტად აქტიურობდა და, რამდენიმე ჭიქა რომ დალია, თითქმის მთლიანად დაკარგა კონტროლი საკუთარ თავზე: ხან სცენაზე ახტა, მომღერალს მიკროფონი გამოსტაცა და ღმუილი დაიწყო, ხან კი უაზრო მოძრაობებს აკეთებდა და ეგონა, ვცეკვავო. მას ვახო ერქვა და, რომ იტყვიან, სისხლი გაგვიშრო.

შუაღამე კარგა ხნის გადასული იყო, როდესაც გატრეტილმა ვახომ მომღერალს მიკროფონი გამოსტაცა ხელიდან და მექორწილეებს მოგვმართა:

– მეგობრებო, ერთი თხოვნა მაქვს!

– თქვი, შენი ჭირიმე! – ვუთხარით ჩვენ.

– ჩემი თხოვნაა, რომ პატარძალი ცეზარს ეამბოროს, – თქვა ვახომ.

– ცეზარი ვინაა? – იკითხა სიძემ.

ვახომ ორივე ხელი სასქესო ორგანოსკენ გაიშვირა და თქვა:

– აი, ცეზარი...

სიტყვაც არ ჰქონდა დამთავრებული, რომ მექორწილეებმა ხელში აიტაცეს და ისე სცემეს, მიწაზე არ დაუშვიათ, შემდეგ კლდესთან მიიყვანეს და გადააგდეს. ჩვენდა საბედნიეროდ, ცოცხალი გადარჩა, მაგრამ, მრავლობითი მოტეხილობით რაიონულ საავადმყოფოში დავაწვინეთ.

კვირა დღე მის გონზე მოყვანას დასჭირდა,  მართალია, ენა ვერ ამოიდგა, თუმცა, კრიზისმა გაიარა და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდა. ორშაბათს კი მისი დარდი აღარ გვქონდა – მთელი სამმართველო ახალი უფროსის დასახვედრად ვემზადებოდით, მაგრამ უფროსი არ ჩანდა. ნაშუადღევს თბილისიდან დარეკეს და გვითხრეს, – ახალი უფროსი საავადმყოფოში წევს და გაარკვიეთ, რა დაემართაო.

მთელი სამმართველო საავადმყოფოში წავედით და აღმოჩნდა, რომ ჩვენი ახალი უფროსი ის ვახო ყოფილა, რომელმაც პატარძალს ცეზარის ამბორი სთხოვა და რომელიც ინკოგნიტოდ მოვიდა ქორწილში თავისი მომავალი ხელქვეითების სანახავად. ვახო რომ გამოჯანმრთელდა, თბილისში დაბრუნდა, ჩვენ კი ახალი უფროსი გამოგვიგზავნეს.

პოდპოლკოვნიკ ვიქტორ სამუშიას

ნაამბობის მიხედვით 

 

скачать dle 11.3