კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ეჩვევა მსოფლიო პოპულარობას ავთო ცქვიტინიძე და რატომ არ უნდა მას პარიზში ჩვენების გამართვა

 მის ცხოვრებაში ყველაფერი საოცარი სისწრაფით იცვლება. „ფეისბუქზე” ვადევნებ თვალს მის ცხოვრებაში მიმდინარე ყოველდღიურ ცვლილებებს და ვხვდები, რას ნიშნავს მაღალი მოდა, პარიზში მუშაობა და მთლიანად მოდით ცხოვრება. პირობა პირობაა! რა მწვერვალებსაც არ უნდა მიაღწიოს „ავთანდილმა”, ავთო ცქვიტინიძე ინტერვიუებს ყოველთვის იმავე ენთუზიაზმით მოგვცემს, როგორც ამას დღემდე აკეთებდა. ქართველი მკითხველი და მათი აზრი, დიზაინერისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია.

 

 ავთო ცქვიტინიძე: დაახლოებით წელიწად-ნახევარი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩემი საიდუმლო გაგანდე, რომელიც მუშაობის სრულიად ახალ ეტაპზე გადასვლას ეხებოდა. საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ სხვა ქვეყანაში შეუძლებელია, არსებობდე აგენტის, შოუ-რუმის და ფიარის გარეშე. როდესაც ისინი ჩემი შემოქმედებით დაინტერესდნენ და თანამშრომლობა შემომთავაზეს, ეს უკვე ჩემთვის ძალიან უცნაური და მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, რაც მარტივად არ ხდება. ისინი ხელს კიდებენ მხოლოდ გამოცდილ, სტაჟიან დიზაინერს, რომლის ბაზარზე შეყვანითაც ბაერს ექნება მუდმივი კომფორტი იმისა, რომ საქმე პროფესიონალთან ჰქონდეს და არა დილეტანტთან. ისეთთან, ვისთანაც არ იქნება იმის საფრთხე, რომ ერთხელ გამოუვიდა და ხვალ, ზეგ შეიძლება, უკან წავიდეს. ისინი შენგან ყოველთვის წინსვლას ელოდებიან. ახლა დავასრულეთ მუშაობა 2012 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაზე, რომელიც უკვე დამტკიცებულია. 

– ესკიზები გქონდა ჩატანილი?

– არა, უკვე მზა მოდელები. მოდელები მოიწონეს სტილისტებმა. უკვე მესამედ გვქონდა ასეთი განხილვა. კოლექცია ფერების, სილუეტების მიხედვით დალაგდა და გამზადდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ბაერებისთვის სპეციალურ დახურულ შოუზე გასატანად. ჩვენება 27 სექტემბერს გაიმართება. ამის შემდეგ იქნება პრეს-მიტინგი, სავარაუდოდ, ალბათ, 5 ოქტომბერს. სანამ ეს ყველაფერი ოფიციალურად წარდგება, ანუ მთლიანი ჩვენება გაკეთდება სტილისტებისთვის, პრესისთვის, რედაქტორებისთვის, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია „ემსი 2-ის” ბაერების აზრი. ის აბსოლუტურად სხვა ბაზრით შემოდის, რომელიც ჩემთვის ჯერჯერობით აუთვისებელი და საინტერესოა. ამერიკისა და აზიის ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობა არ მქონია და ვცდილობ, ეს ახალი მხარეებიც ავითვისო. 

– ეს, რაც შეეხება ახალ კოლექციას. მაგრამ, რას იტყვი იმაზე, რაც ახლა მსოფლიოს ნომერ პირველ მოდის ჟურნალებში იბეჭდება?

– ახლა შემოდგომა-ზამთრის კოლექციები დღის სინათლეზე გამოდის. სექტემბერში ველოდებით კიდევ რვა გამოცემის გამოსვლას, სადაც „ავთანდილის” სამოსი იქნება. ოქტომბერში კი, გამოვა „ვოგი”. ექვსი თვის პრესის გრაფიკის შესახებ – როდის რა გამოვა, წინასწარ გვაქვს ინფორმაცია. შემოდგომა-ზამთარი ბოლომდე გაფიარდება. პარალელურად, იწყება სტილისტების მიერ ახალი, გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩაბარება და შესწავლა. ისინი უშუალოდ ამ ჟურნალებში მუშაობენ და ამ ყველაფერს პლუს ცოტა ხანში, იქნება „პრემიერ-ვიზიონი“, სადაც უნდა გავეცნოთ 2013 წლის შემოდგომა-ზამთრის ტენდენციებსა და სილუეტებს (იცინის). 

– არ იბნევი ამ ყველაფრით?

– მართლა ძალიან რთულია. წარმოიდგინე, რეალურ დროში საქართველოში მუშაობა, იმ კონკრეტულ სეზონზე მუშაობა და პარალელურად, მომავლის და კიდევ იმის მომავლის კოლექციებზე მუშაობა, რაც მომავლის მომავალში იქნება მსოფლიო მოდაში. მოკლედ, სამ დროში ერთად ვმუშაობ: აქ, შემოდგომა-ზამთარზე, იქ  – გაზაფხული-ზაფხულზე და პარალელურად, დავიწყე იმის შემდეგ მომავალ შემოდგომა-ზამთარზე მუშაობა. მოკლედ, დიდი აურზაურია. სასაცილოა, მაგრამ ასეა. თან, ამ სამ სეზონში წარმოგიდგენიათ რამხელა განსხვავებაა? სრულიად განსხვავებულია ფერების შეხამება, ფაქტურები, სილუეტი, სიგრძეები, შემოდის ახალი ფაქტურები. პირველი, რაც არ განიხილება, ეს სინთეტიკური ქსოვილებია. მოდის სახლების ასი პროცენტი ბუნებრივ ქსოვილებზეა გადასული. 

– რომელი ჟურნალები გამოვიდა უკვე?

– ძალიან ბევრი, „ნუმერო”, „ფიასკო-მაგაზინ” და სხვა. ჩემი სამოსი იყიდება „კოლეჯში”. ეს არის ახალი ტენდენციების მაღაზია – ადგილი, სადაც იყიდება ყველაფერი, სანამ სხვაგან გამოვა. რომ შევედი „კოლეჯში”, იქ უკვე ხდებოდა ჩემი მამაკაცთა კოლექციის რეკლამირება, რომელიც „კომ დე გაღსონთან”, „ბალენსიაგასა” და „კოსტუმ ნაციონალთან” ერთად იყიდება, შოკში ვიყავი. რუსულ, პოსტ-საბჭოთა ბაზარზე შენზე რაღაც რომ იბეჭდება, ამას მიჩვეული ხარ, მაგრამ ეს ცოტა შოკს მგვრის. ერთ ძალიან მოდურ კაფეში შევედით დილით ყავის დასალევად. თითქმის ყველა „ნუმეროს” ახალ ნომერს ათვალიერებდნენ. შენც ნახულობ, თან ყავას სვამ და ძალიან გინდა, ყველამ იცოდეს, რომ ის ბიჭი, რომლის სამოსიც იქ არის დაბეჭდილი, მე ვარ (იცინის). ეს, რა თქმა უნდა, ბავშვური, ძალიან ადამიანური და სასიამოვნო ემოციებია. საოცარი ფოტოები დაიბეჭდა ახლა „სპორტ-სთაილში”, რომელიც როგორც მივხვდი, ფეხბურთელების, სპორტსმენების ცოლებზეა განსაზღვრული პირდაპირი მისამართით. იქ ჩემი საღამოს კაბები, დაახლოებით, ოთხჯერ თუ ხუთჯერ არის გამოყენებული, „ქლოესთან” და სხვა ბრენდებთან სინთეზში. ის კაბა, რომელიც „სპორტ-სთაილში” დაიბეჭდა, თავის დროზე ხიდის ჩვენების დროს გაფიარდა – ჩემს მეუღლეს ეცვა. საკმაოდ ხშირად დაიბეჭდა ეს კაბა. მოკლედ, იღბლიანი კაბა აღმოჩნდა და ჩვენმა ფიარმა – ლორანს სუშელმა მითხრა, რომ ამ კაბაზე და ტყავით გაწყობილ პიჯაკებზე დიდი მოთხოვნაა. ეს პიჯაკები „ლანვინთან”, „ჰერმესთან” და „ბალმაინის” ფეხსაცმელთან ერთად არის სინთეზში. 

– როდემდე ხარ ჩამოსული?

– ოცდაერთ სექტემბერს ისევ პარიზში მივდივარ. შეხვედრებისთვის უნდა მოვემზადოთ, ათი დღის განმავლობაში ღია კარი იქნება...

– პირველი აღიარების შემდეგ ცივები ხომ არ ხდებიან, დაუნდობლები თუ არიან ამ სამყაროში?

– შეიძლება გარედან დაუნდობლები ჩანდნენ, მაგრამ ისინი, უბრალოდ, ძალიან „ცივსისხლიანად“ აკეთებენ თავიანთ საქმეს. ისინი, ისევე როგორც მე, გაყიდვებით არიან დაინტერესებული. წლებია, აქვთ წამყვანი ბრენდების მაღაზიები და იციან, რომ პიჯაკი, რომელსაც სამი მხარი აქვს, იმ დოზით არ იყიდება, რა დოზითაც ერთმხრიანი პიჯაკი (იცინის). შენი იდეა არ იცვლება, უბრალოდ, ხდება მისი ჩაჯენა, დაკონკრეტება და გაკომერციულება. ანუ, ფსიქოლოგიური მომენტი მთავარი რეცეპტია, ამას ჩვენს დიზაინერებსაც ვეუბნები – ჩამოხსენი ეს კაბა და არ იფიქრო, რომ გჭირდება. არ უნდა იფიქრო, ეს რომ არ ჰქონდეს, ის რომ არ ჰქონდეს... იმავდროულად, ეს უნდა იყოს ახალი, ფერში კარგად გადაწყვეტილი, ტენდენციური, ნატულარული ქსოვილებით. კონკურენცია უნდა გაუწიო და გაყიდო ისეთ დიზაინერებთან ერთად, როგორებიც არიან: „ლანვინი”, „ჟივანში”, „ვიქტორი და როლფი” და სხვები. 

– შოუ თუ არის გეგმაში?

– შოუ ჯერჯერობით – არა, რადგან არ მინდა, ჩვენება ქართველი და რუსი ემიგრანტებისთვის მქონდეს. მინდა, კომერციულად გამართული ჩვენება იყოს. პრესა და ბაერი მზად იყოს იმისთვის, რომ არ წავიდეს რომელიმე ცნობილი ბრენდის ჩვენებაზე და ნახოს ჩემი. პარიზში იმხელა კონკურენციაა, ზოგჯერ ჩვენებების დროც კი ემთხვევა ერთმანეთს. თუ მეორე დარბაზში „გალიანოს” ჩვენებაა, უნდა იცოდე, რომ შენთან არავინ მოვა. ახლა გვექნება სამი ეგრეთ წოდებული „კაფსულა” კოლექცია, რომელიც შევა მაღაზიებში. ჟურნალები იმიტომ გთავაზობენ ამდენი დიზაინერის სინთეზს, რომ ერთი ბრენდი არ გეცვას. შერეული მაღაზიებიც ასეთი პრინციპით გთავაზობენ ახალ ბრენდს, – „ავთანდილი” „ბალენსიაგასთან” და „ივ სენ ლორანთან” ერთად. მიდიან ამ ექსპერიმენტზე, გაჩვენებენ აწყობილ ანსამბლს. ძალიან სასიამოვნო და საინტერესოა ასეთ ექსპერიმენტებში მონაწილეობა, რაც სასწაულად გზრდის. მინდა გითხრა, ამ თხუთმეტი წლის განმავლობაში, პირველად ვმუშაობ ასე დაგეგმილად და გათვლილად. ვიგრძენი ნამდვილი კონკურენცია. თუმცა, საქართველოშიც გამოვიწრთე, აქაც საკმაოდ რთულია მუშაობა. 

– აქ რა ხდება, ისევ მუშაობ?

– აუცილებლად. მე ხომ თვეობით არ მივდივარ, ეს არის ხუთი, ათდღიანი ვიზიტები. ჩვენ ისევ ჩვეულებრივად ვემსახურებით ადამიანებს. პარალელურად, ვემზადები „ჯორჯიან“, „ყაზახსტან“ „ფეშენ-ვიქებისთვის“.

– აქ ისევ გამოდიხარ?

– შარშან საქართველოს მოდის კვირეულში რომ არ ვმონაწილეობდი, ისეთი გამოხმაურება მოჰყვა, გავგიჟდი. არ იკადრა და რაღაც მსგავსი სისულელეები იწერებოდა. არადა, თარიღები ზუსტად დაემთხვა პარიზულ ვიზიტს, სადაც ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცეები წყდებოდა და ვერ გადავდებდი. ახლა გამოვდივარ ყოველგვარი პომპეზურობის გარეშე. ჩემი სათქმელი საკმაოდ ხმამაღლა ვთქვი საქართველოს მოდის კვირეულზე და ამიტომ, ვფიქრობ, ჩვეულებრივი სამუშაო ჩვენება აბსოლუტურად საკმარისი იქნება. 

 

 

 

скачать dle 11.3