კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2018 (53)
ნოემბერი 2018 (226)
ოქტომბერი 2018 (252)
სექტემბერი 2018 (209)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)

როდის ჯობია საკუთარი იმიჯის შეცვლა, შვილებთან მომავალზე საუბარი და გრძნობების გამოხატვა

 

კვირის თითოეულ დღეს თავისი „ხასიათი” და ენერგეტიკა აქვს, ანუ, შვიდივე დღეს თავისი დატვირთვა გააჩნია:

ორშაბათი კარგი დროა ყველა იმ საქმის გასაკეთებლად, რაც წყალს უკავშირდება, მაგალითად, სახლის ძირფესვიანად დალაგება. ამ დღეს, ასევე, შეგიძლიათ, მოინახულოთ ახლო ნათესავები და დაიტვირთოთ მათგან დადებითი ემოციებითა და ენერგეტიკით. შესაძლოა, ამ დღეს განმარტოებამ ცუდი შედეგები გამოიღოს – სევდა შემოგაწვეთ და ტირილამდეც კი მიხვიდეთ. განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ ბავშვების მიმართ. არავითარ შემთხვევაში არ ეჩხუბოთ და არ შეარცხვინოთ ისინი. ამ დღეს ნერვიულობა კატეგორიულად იკრძალება.

სამშაბათი მარსის დღედაა მიჩნეული. იგრძნობა ძალის მოზღვავება. ამ დღეს სწრაფად გაუმკლავდებით იმ საქმეს, რომელსაც აქამდე ვერ ჰკიდებდით ხელს. გეკრძალებათ სიზარმაცე. ამ დღეს საყვარელ ადამიანს ტკბილი სიტყვით ადვილად აიყოლიებთ და თქვენს სასარგებლოდ მომართავთ. თუ ბავშვისთვის შენიშვნის მიცემა გსურთ, ამისთვის სამშაბათი საუკეთესო დღეა, ოღონდ, ეცადეთ, ზედმეტი არ მოგივიდეთ. იმატებს გაღიზიანება და, ამიტომ, უმჯობესია, თუ საღამოს საათებს ვარჯიშს ან სუფთა ჰაერზე სეირნობას მოახმართ.

ოთხშაბათი მერკურის დღედ ითვლება და ის საუკეთესოა ურთიერთობებისა და მეგობრებთან შეხვედრებისთვის. ამ დღეს ახლობლებთან ჭორაობა სიამოვნებას მოგანიჭებთ. ნუ დაუჯერებთ დაპირებებს. დიდი შანსია, მოტყუვდეთ, ამიტომ, ყურადღებით იყავით. არავითარ შემთხვევაში არ დაარიგოთ ოთხშაბათ დღეს ბავშვს ჭკუა, რადგან ის ამას ვერ შეისმენს, პირიქით, გაღიზიანდება და პროტესტს აგრესიით გამოხატავს. ოთხშაბათი დღე საუკეთესოა ოჯახის წევრებთან ერთად სამხიარულოდ.

ხუთშაბათი დღე იუპიტერის დღეა. კარგი დროა მაღალ საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის. არ გირჩევთ მაღაზიებში საყიდლებზე სიარულს. სასურველია ბავშვებთან სერიოზულ თემებზე საუბარი. დასახეთ მათთან ერთად სამომავლო გეგმები. საყვარელი ადამიანი კი, ამ დღეს მეტად გულახდილი იქნება. საერთოდ, ხუთშაბათ დღეს, ეცადეთ, ნაკლები იფიქროთ საყოფაცხოვრებო პრობლემებზე. გეკრძალებათ კამათიც, რადგან ის სერიოზულ სახეს მიიღებს და მომავალში დიდ ჩხუბსა და უთანხმოებაში გადაიზრდება. მაღალია წონაში მომატების ალბათობაც, ამიტომ, საკვები ზომიერად მიიღეთ.

პარასკევ დღეს ვენერა მართავს. ის სიყვარულისა და სილამაზის პლანეტადაა მიჩნეული. ამ დღეს ეცადეთ, სახლში შექმნათ სასიამოვნო გარემო. თუ საქმის კეთება გეზარებათ, სიზარმაცე გეპატიებათ. ეს დღე ყველაზე კარგია იმიჯის შესაცვლელად და რაიმე ახლის საყიდლად. პარასკევ დღეს შეგიძლიათ, დაივიწყოთ ზედმეტი კალორიები და ჭამოთ ის, რაც გსიამოვნებთ. ნუ დაიტვირთებით ზედმეტი საქმით და ნუ დაისახავთ დიდ გეგმებს. ეს დღე საუკეთესოა ურთიერთობების გასარკვევად და სიყვარულის ასახსნელად.

შაბათ დღეს სატურნი მართავს, რომელიც ზღუდავს ჩვენს სურვილებს და აბრკოლებს მათ ახდენას. არ გირჩევთ ამ დღეს გრძნობების აფიშირებას, ზედმეტ საუბარს. ადვილად დაამარცხებთ მავნე ჩვევებს. შაბათ დღეს, შეგიძლიათ, მეუღლესა და შვილებს შეახსენოთ მოვალეობები და მოსთხოვოთ მათი შესრულება. კარგია სახლის დალაგება და საყიდლებზე სიარული. ასევე, სასიკეთოდ იმოქმედებს განმარტოება, მომავლის დაგეგმვა და ახალი მიზნების დასახვა.

კვირა დღეს არ დაიტვირთოთ სახლის საქმეებით. უკეთესი იქნება, თუ ამ დღეს ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან გაატარებთ. ასევე, შეგიძლიათ, თავს უფლება მისცეთ გაერთოთ და ხარჯოთ ფული თქვენთვის სასურველ ნივთებზე.

 

скачать dle 11.3