კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2019 (103)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)

“ქალაქურის„ განახლებულ რესტორნების გახსნას ბრიუს უილისი “დაესწრო„

 

 

 ხუთშაბათს, 15 სექტემბერს, რესტორან „ქალაქურის” განახლებული მეორე და მესამე სართულების პრეზენტაციაზე მოვხვდი, რომლის პირველი ნაწილი მეორე სართულის გახსნა იყო. კიბე ავიარე თუ არა, მოღიმარმა ოფიციანტებმა „თელიანი ველის” უგემრიელესი ცქრიალა ღვინო მომართვეს. შამპანურს სისხლში თავისი ადგილი უკვე ნაპოვნი ჰქონდა, როდესაც განახლებულ მესამე სართულზე, ქალაქურის ახალ „ლაუნჯ ბარში“ გადავინაცვლეთ. შესასვლელთან „ვულე ვუს” ახალი სუნამოს – „ჯიმი ჩუს” პრეზენტაცია იყო, რომელიც დაუნანებლად მაპკურეს. პირველი შთაბეჭდილება ჩემი ყველაზე საყვარელი მხატვრის, პოლ გოგენის ულამაზეს ჩარჩოებში ჩასმულმა რეპროდუქციებმა მოახდინა. შთაბეჭდილება კიდევ უფრო გაამძაფრა მსოფლიოში ყველაზე სიმპათიური და ყველაზე მამაკაცური მამაკაცის, ბრიუს უილისის უამრავმა გამოსახულებამ. როგორც აღმოჩნდა, სწორედ ისაა ახალი არყის – „სობიესკის” ერთ-ერთი მეპატრონე და სახე, რომელიც საქართველოში „თელიანი ტრეიდინგმა” შემოიტანა. ნომერ პირველ პოლონურ არაყს ძალიან საინტერესო სლოგანი აქვს: „არაყი პოლონურია. მაპატიე, რუსეთო!“ მოკლედ, იმ საღამოს სტუმრების გაბრწყინებული თვალები და მხიარულება სწორედ ბრიუს უილისის მიერ არყის შესახებ ნათქვამი სიმართლის შედეგი იყო. სტუმრების განწყობაზე სახალისო გათამაშებებმა და მეგი გოგიტიძის არაჩვეულებრივმა სიმღერებმაც იმოქმედა. ფაქტია, „ქალაქურის” განახლებულ სართულებს სტუმრები არ მოაკლდება. 

 

скачать dle 11.3