კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მიირთვით შავი შოკოლადი და დააღწიეთ თავი დეპრესიას

შოკოლადს, გარდა იმისა, რომ გემრიელია, სასარგებლო თვისებებიც გააჩნია. შოკოლადის სასიკეთო მოქმედებას მასში შემავალი მინერალების, კერძოდ კი მაგნიუმის, ფოსფორის, კალიუმის, კალციუმის, რკინის სიუხვე განაპირობებს. მაგალითად, 100 გრამი შოკოლადი მოზრდილი ადამიანის ყოველდღიურ მოთხოვნას მაგნიუმზე 40 პროცენტით აკმაყოფილებს. მაგნიუმი ორგანიზმში მიმდინარე ბევრი ბიოლოგიური პროცესის თანამონაწილეა, კერძოდ, წარმართავს კუნთების რელაქსაციასა და პროტეინების სინთეზს, აძლიერებს სიამოვნების შეგრძნებას.

შოკოლადი მდიდარია, ასევე, პოლიფენოლებით, ფლავონოიდებითა და ანტიმჟანგავებით. ეს ნივთიერებები ანადგურებს მავნე, თავისუფალი რადიკალების 70-90 პროცენტს, რომლებიც ორგანიზმში მეტაბოლიზმის დროს წარმოიქმნება და დაბერებასა და ბევრი დაავადების აღმოცენებაში მონაწილეობს.

ყოველდღიურად 30 მილიგრამი ფლავონოიდების მიღება გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკს მკვეთრად ამცირებს. შოკოლადში კი შემდეგი მნიშვნელოვანი ფლავონოიდები შედის: კატეხინი, ეპიკატეხინი და პროციადინი. მათი ანტიმჟანგავური აქტივობა ძალიან მდიდარია. 100 გრამ შოკოლადში 170 მილიგრამი ფლავონოიდია.

შოკოლადი ასევე შეიცავს ფენილეთილამინს. ეს ნეირომოდულატორი ამფეტამინებთან კარგ ურთიერთობაშია და დოპამინის სეკრეციას ასტიმულირებს. ფენილეთილამინის დეფიციტი დეპრესიას უწყობს ხელს. ამ ნივთიერებას 1 გრამი შოკოლადი 0,6 მილიგრამამდე შეიცავს. შოკოლადის ჭამა რომ სიამოვნებას გვანიჭებს, ეს ალკოლოიდ სალსოლინოლის დამსახურებაა.

შოკოლადი ტონუსს გვმატებს. ამას მასში არსებული კოფეინი და თეობრომინი განაპირობებს. ერთი ფილა შოკოლადი კალციუმის, პროტეინებისა და სხვა ნივთიერებების რაოდენობით ერთ ულუფა ხილ-ბოსტნეულის სალათს აღემატება.

მოსაზრება რომ თითქოს შოკოლადი გასუქებას უწყობს ხელს, მცდარია. ეს შოკოლადში დამატებული კრემის, ხილის, შაქრისა ცხიმის ლიპიდებისა და გლუციდების გამო ხდება. რაც შეეხება კაკაოს ინგრედიენტებს – კაკაოს და ცხიმს, ისინი დიეტურ და დაბალკალორიულ პროდუქტად მოიაზრება. შოკოლადი ორგანიზმის მიერ ძალიან ადვილად შეითვისება და მომენტალურად იხარჯება. თუ გასუქება არ გინდათ, შავი, მწარე შოკოლადი ჭამეთ. მხოლოდ ასეთი შოკოლადი შეიცავს 60 პროცენტამდე კაკაოს. ის, აგრეთვე, ოლიგოელემენტებით არის მდიდარი.

კაკაო ორგანიზმს ტონუსს მატებს. თუ ძალიან გეძინებათ, მაგრამ ბევრი საქმე გაქვთ, მიირთვით 100 გრამი შოკოლადი. ეს გონებრივი სამუშაოს შესრულებაშიც დაგეხმარებათ და გამოგაფხიზლებთ კიდეც. ის შეიცავს სეროტონინს და სხვა ნაერთებს, რაც კარგი განწყობის შექმნას უწყობს ხელს.

შავი შოკოლადის ჭამა უკეთესია, ვიდრე რძიანის, რადგან მასში მცირე რაოდენობის ცხიმები, მეტი მინერალური ნივთიერებები და მიკროელემენტებია. ის ასევე თრგუნავს თქვენს მადას და ძალის მომატებას იწვევს.


скачать dle 11.3