კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (54)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

რატომ არ შევიდა ამსტერდამში სექსის „ლაივ-თეატრში“ ნოდიკო ტატიშვილი და როდის ვერ აკონტროლებს ის საკუთარ თავს

ზაფხული ნოდიკო ტატიშვილისთვის საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა, მან ევროპაში იმოგზაურა, კარგად დაისვენა და ისწავლა კიდეც. თბილისში დაბრუნებული ნოდიკო აქტიურად შეუდგა მუშაობას და წინ ძალიან ბევრი საინტერესო გეგმა აქვს.

 

ნოდიკო ტატიშვილი: ბოლოს ძალიან მინდოდა, ინგლისიდან წამოსვლა, რადგან ამდენი ხნის განმავლობაში არ შემიძლია უსაქმოდ გაჩერება. სერიოზული დისკომფორტი მაქვს, როცა ვიცი, უნდა ვიძინო საღამოს ექვს საათამდე და მერე ავდგე, შემდეგ კი შუაღამით დავიძინო. მოკლედ, ჩემთვის ცხოვრების ასეთი რიტმი მიუღებელია. აქ მიჩვეული ვარ, დილით უნდა ავდგე მაქსიმუმ ათ საათზე და მერე ვიმუშაო. როგორც კი ჩამოვედი თბილისში, მაშინვე შევუდექი მუშაობას. მონაწილეობას ვიღებ პროექტში „ერევან-თბილისი-ტრანზიტ” და როგორც კი ჩამოვედი თბილისში, მეორე დღესვე შემაგდეს სტუდიაში. სანამ  სომხური სიმღერები  ბოლომდე არ ჩავწერე, არ გამომიშვეს. ყაზახურად სიმღერა იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საშინელი წვალება. ინგლისურად, ფრანგულად, რუსულად, იტალიურად მიმღერია. ყაზახური ენა იყო მათ შორის ყველაზე ეგზოტიკური და რთული, მაგრამ ამ შემთხვევაში შრომა დამიფასდა, ყაზახეთში ავიღე გრანპრი. სომხეთში რა მოხდება და რამდენად დამიფასდება არ ვიცი. ასევე, დავამთავრე ალბომზე მუშაობა. ერთი, დათო ევგენიძის სიმღერა დამრჩა, რომელსაც ამ დღეებში ჩავწერ და ჩემი ალბომი მზად იქნება და ოქტომბრის დასაწყისში, „ჯეოსტარის” დაწყებასთან ერთად, ვგეგმავთ პრეზენტაციას. ამ ყველაფერთან ერთად ძალიან საინტერესო ახალი პროექტები კეთდება, რაშიც მონაწილეობას მივიღებ. სულ ამბობენ, რომ ჩემი პირადი ცხოვრება ნაკლებად საინტერესოა, რადგან არაფერი ხდება, შესაბამისად, შემოქმედებითი ცხოვრებაა ძალიან საინტერესო – სულ რაღაც ხდება. მადლობა ღმერთს, რომ სულ დაკავებული ვარ და არ მცალია. ალბათ, მალე მოვკვდები, რადგან სულ მინდა, ყველაფერი მოვასწრო და ხარისხიანად გავაკეთო. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ნოემბერში განხორციელდება ჩემი ძალიან დიდი პროექტი და ამით დიდი ხნის ოცნება ამისრულდება. თუმცა, ამის შესახებ მოგვიანებით გეტყვით. ამ პროექტის შემდეგ კიდევ იქნება – პარიზი, ევროპა.

– ახლახან დაბრუნდა ევროპიდან.

– ლონდონში ვსწავლობდი, სერტიფიკატი ავიღე – დამიწერეს, რომ ვარ „ინგლისურად მოლაპარაკე”, მაგრამ იქ, სადაც ჩემი და და ის მეგობრები არიან, ვინც კარგად საუბრობს ინგლისურად, მე საერთოდ არ ვიღებ ხმას. კომპლექსიანი, მუნჯი ნოდიკო ვხდები. ლონდონში წინა წელს ვიყავი თვე-ნახევარი, თებერვალში – ორი კვირა და ახლა ვიყავი – თვე და სამი დღე. პრაქტიკის, ურთიერთობის თვალსაზრისით, ძალიან კარგი იყო – დიდ ინფორმაციას იღებ, რაღაც ზღვრამდე ცნობიერებაც გეცვლება. სულ ვამბობ, როდესაც შვილები მეყოლება ერთი-ორი წლით აუცილებლად გავუშვებ ლონდონში სასწავლებლად. ეს ის ქალაქია, სადაც ცხოვრება ძალიან დიდ გამოცდილებას გაძლევს.

– იცხოვრებდი რომელიმე ქვეყანაში?

– მქონდა შემოთავაზება ყაზახეთიდან, ლონდონიდანაც, სადაც კლუბში სისტემატურად, თვეში სამჯერ, ან კვირაში ერთხელ ვიმღერებდი, მაგრამ უარი ვთქვი. არ შემიძლია საქართველოს, თბილისის გარეშე ცხოვრება. სულ რაღაც მაკლია. თუმცა ნულიდან დაწყების არასდროს შემშინებია. მქონია პერიოდი, როდესაც პარალიზებული ვიყავი, ნულზე ვიჯექი, მაგრამ არ შემშინებია. ვიცოდი, მალე რაღაც მოხდებოდა, რაც ჩემს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლიდა და ასეც მოხდა.

– როგორც ვიცი, ამსტერდამშიც იყავი.

– ვიყავი ამსტერდამში და იქ ვნახე იქაური სუპერსტარი ჯული მინგუელი, რომელიც იქაურ „აიდოლში“ მონაწილეობდა. ჩვენ ერთმანეთი „სლავიანსკი ბაზარზე” გავიცანით. ძალიან კარგად მღერის, ნახევარფინალში ისე კარგად იმღერა, მთელი გულით მივულოცე – შენ უნდა იყო ერთ-ერთი გამარჯვებული-მეთქი. ფინალში ცუდად იყო, ვერც ერთი ადგილი ვერ აიღო. როდესაც მე გავხდი კონკურსის გამარჯვებული, ჩემთან მოვიდა, მომილოცა და დავმეგობრდით. ომის პერიოდში ჯული იყო პირველი, რომელმაც დამირეკა, შემომთავაზა – სანამ მანდ ომია, ჩამოდი მთელი ოჯახით და დარჩით იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა, ძალიან ვნერვიულობო. როგორც კი ამსტერდამში ჩავედი, მაშინვე ვნახე ჯული, ყველაფერი მომატარა, მაჩვენა. ულამაზესი და მყუდრო ქალაქია, თავისი ხიბლი აქვს. ამსტერდამში არის „როზავი ბულვარი” – „ლამპიონების ქუჩა,” სადაც ულამაზესი გოგონები დგანან თავის ოთახებში, რომელსაც წინ მინა აქვს. საკმარისია, 2-3 წამი გაჩერდე, დააკვირდე, რომ მაშინვე შიგნით შეგიყვანენ და იქ ფასზე გითანხმდებიან – ჩემთან ურთიერთობა ამდენი ღირსო.

– ხომ არ შეგიტყუეს?

– არა, უბრალოდ გავიარე. ამსტერდამში რაზეც ძირითადად ამახვილებენ ყურადღებას, ეს არის სექსის „ლაივ-თეატრები“. ანუ, შედიხარ თეატრში და „ლაივში“ უყურებ ყველაფერს. ჯერ ერთი, ნახვის სურვილი არც მქონია და რომც მქონოდა, მაინც ვერ მოვახერხებდი შესვლას – იმხელა რიგები იდგა. სხვათა შორის, იქაურ მოსახლეობას არ მოსწონს ეს ყველაფერი, აპროტესტებენ იმ ფაქტს, რომ ამსტერდამი აღვირახსნილ ქალაქად არის გამოცხადებული და შეგიძლია, იქ ყველაფერი ნახო. როგორც მივხვდი, ეს ყველაფერი ტურისტებზეა გათვლილი. მე მივხვდი, რომ ამ ქალაქში არ ღირს წასვლა, თუ არც მოსაწევს ეწევი და ღამის ცხოვრება არ გიყვარს. ანუ, ვგულისხმობ კლუბებს, დალევას, მოწევას. ამ კუთხით ამსტერდამი ჩემთვის ძალიან უინტერესო იყო, რადგან არ მიყვარს კლუბური ცხოვრება. ერთადერთი კლუბი, სადაც მსიამოვნებს მისვლა და კვირაში ორჯერ სიმღერა, ეს „თუსაიდია”. იქ ისეთი მუსიკაა, რაც მე მომწონს და ხალხიც ძალიან კარგი დადის. „პლანსაც“ არ ვეწევი, სასმელსაც არ ვსვამ, რადგან არ მიყვარს როდესაც თავში რაღაცეები ხდება და დებილივით უნდა ვიცინო. ანუ, არ მომწონს თავს რომ ვერ ვაკონტროლებ. მიუხედავად ამისა, ამსტერდამი ძალიან კარგად დამამახსოვრდება, რადგან კარგი დრო გავატარე – ჯულისთან ერთად ვიყავი და მან ყველაფერი მომატარა, იქაური მომღერლებიც გამაცნო. მხოლოდ იმაზე მწყდება გული, რომ ვან გოგის მუზეუმი ვერ ვნახე. სამაგიეროდ, ძალიან ციოდა, თბილისში დავტოვე 40 გრადუსი და იქ დამხვდა – 15 გრადუსი, ეს იყო ჩემთვის შოკი, რადგან თბილი არაფერი მქონდა წაღებული. შესაბამისად, მომიწია „შოპინგი“, თბილი რაღაცეების ყიდვა. ლონდონში რომ ჩავედი, უფრო თბილოდა. ლონდონის ამინდი ყველაზე მეტად მიყვარს – ნისლი. თუმცა, შეიძლება არ წვიმდეს. საღამოს ცოტა აცივდება და ჩაიცვამ ჟაკეტს, გაისეირნებ, ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი სიამოვნება. ლონდონში ჩემი ჩასვლის ყველაზე დიდი მიზანი ის იყო, რომ ჩემი და იქ ცხოვრობს. ჩვენ ერთმანეთის გარეშე დიდხანს ვერ ვძლებთ. ერთად ვიყავით, მერე პარიზში წავედით, სადაც ყველაფერი ვნახე. ეიფელის კოშკის ბოლო სართულზე ვიყავი, იქიდან დავურეკე ჩემს ახლობელს და მითხრა – შენ ახლა 6-7 მეტრით აქეთ-იქით ქანაობო და მომენტალურად ჩამოვედი ქვემოთ. „დისნეი ლენდში” ვიყავი, პატარა ბავშვივით ყველაფერზე ვიჯექი, „ვიკატავე“, აჟიტირებული და ზემხიარული ვიყავი. პარიზიდან ისევ ლონდონში დავბრუნდი, იქიდან კი ამსტერდამში წავედი, რადგან თბილისში იქიდან უნდა გამოვფრენილიყავი. იქ დამხვდნენ ჩემი მეგობრები – ნინა და მისი მეუღლე. ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ ნინამ მე და თავისი მეუღლე „როზავი ბულვარზე” წაგვიყვანა, ნახეთ, რა გოგონები არიანო. პირველად ვნახე გოგონა, რომელსაც მეუღლე და მეგობარი თავისი ხელით მიჰყავდა „ნაშებთან“, ბევრი ვიცინეთ.

– ინტერესის გამო მაინც არ დადიხარ კლუბებში?

– ინტერესის გამო ვყოფილვარ, ევროპაში კლუბებშიც მიმღერია, მაგრამ ვერ ვიხიბლები. „ჰაუსი” ჩემთვის ცოტა მძიმეა, მისი მოსმენით ვერ ვიღებ დიდ სიამოვნებას. ამიტომ, მირჩევნია, წავიდე ბარში, სადაც ცოცხალი მუსიკაა და მას მოვუსმინო. ევროპაში ძალიან მაგარი კლუბებია, უბრალოდ, მე არ მიყვარს. ლატვიაში კონკურსზე ვიყავი, ორი ტური რომ დავამთავრეთ, ორგანიზატორებმა რიგაში წაგვიყვანეს კლუბში, რომელიც რამდენიმე უზარმაზარი დარბაზისგან შედგებოდა. გეგონა ზღვაზე, პლაჟზე იყავი, იქვე დიჯეი მიქსავდა. ყველას ყველაფერი ფეხებზე ეკიდა. სამი ოთახი გავიარე, კონკურსის წამყვანი გოგონა გარეთ გამოვიყვანე, შიგნით ვერ გავჩერდებოდი და ორი საათი რიგაში სეირნობაში მშვენივრად გავატარეთ. იქ უფრო დიდი სიამოვნება მივიღე, კლუბში რომ დავრჩენილიყავი, ალბათ, მოვკვდებოდი.

– მართლა არაფერი ხდება შენს პირად ცხოვრებაში?

– ვერ ვიტყვი, რომ ამ ეტაპზე ვინმეზე სისტემატურად ვფიქრობ, თორემ არ ვარ ისეთი ტიპი, რამე ხდებოდეს და დავმალო. არც ის მომენტი მაქვს, იმიტომ არ ვიტყვი, ჩემს შეყვარებულს გული რომ არ დავწყვიტოო. ვცხოვრობ ისე, როგორც უნდა იცხოვროს 24 წლის ბიჭმა. არ ვგრძნობ თავს ცუდად, რადგან ჩემთვის არ არის ტრაგედია, დღეს რომ არავინ მიყვარს. ზუსტად ვიცი, გავა დრო და მექნება ჩემი ოჯახი, გვერდით მეყოლება ადამიანი, რომელიც მეყვარება და რომელსაც ვეყვარები. ახლა ჩემთვის შეყვარებული არის ჩემი სიმღერა, სცენაზე დგომა, კარიერა. როცა ვინმე გამოჩნდება, ამ ყველაფერს კიდევ უფრო კარგი რაღაცეები დაემატება. თუმცა, სერიოზული რომ იქნება, მერე აქაც მოგიყვან.

 

 

скачать dle 11.3