კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სწავლულებმა აღადგინეს ადამიანის ევოლუციური ხე

 

სწავლულებმა გამოარკვიეს, რომ პირველი ადამიანები დედამიწაზე გაცილებით ადრე გამოჩნდნენ ვიდრე ადრე ითვლებოდა, და ეს იყო სულ სხვა ადგილას. სპეციალისტების ჯგუფმა სამხრეთ-აფრიკის რესპუბლიკიდან, აშშ-დან, შვეიცარიიდან და ავსტრალიიდან სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში აღმოჩენილი ადამიანის მსგავსი მაიმუნების ჩონჩხების ანალიზი ჩაატარა. მკვლევართა აზრით, ისინი წარმოადგენდა ადამიანის ევოლუციის ჯაჭვში ნაკლულ რგოლს.

ნეშტები, რომლებიც ორი მილიონი წლის განმავლობაში  საიმედოდ იყო შენახული გამოქვაბულის კირქვებში, შესაძლებლობას იძლევიან დავაკავშიროთ ავსტრალოპითეკები გონიერ ადამიანთან და აღვადგინოთ ევოლუციური ხე. როგორც „ბი-ბი-სი“ იუწყება, აქამდე სამეცნიერო წრეებში გავრცელებული იყო შეხედულება, რომ პირველი ადამიანები, რომელთაც შრომის იარაღების დამზადება შეეძლოთ, 1,75 მილიონი წლის წინათ გამოჩნდნენ თანამედროვე ტანზანიის ტერიტორიაზე.

ექსპერტებმა ჟურნალ Science-ში ხუთ სტატიაში წარმოადგინეს Australopithecus sediba-ს ნეშტების კვლევათა შედეგები. ნეშტები ნაპოვნია ეგრეთ წოდებულ „კაცობრიობის აკვნის” ტერიტორიაზე – მალაპას გამოქვაბულების კომპლექსში იოჰანესბურგის ახლოს.

„სედიბა” ნიშნავს „წყაროს” სამხრეთ-აფრიკის რესპუბლიკის 11 ენათაგან ერთ-ერთ ენაზე. სწავლულები ვარაუდობენ, რომ ეს სახეობა – დამაკავშირებელი რგოლია აფრიკულ მაიმუნისმაგვარ ადამიანებს, ავსტრალოპითეკებსა და გონიერ ადამიანს (Homo habilis), ანდა  სწორად მავალ (Homo erectus) ადამიანებს შორისაც კი.

ძვლების პირველი ფრაგმენტები 2008 წელს იოჰანესბურგელმა პროფესორმა ლი ბერგერმა აღმოაჩინა. სწავლულებმა 13 წლის მოზარდის ჩონჩხს მიაკვლიეს. აგრეთვე, მიაკვლიეს ხანდაზმული ქალისა და წლინახევრის ბავშვის ჩონჩხებს. სპეციალისტებმა ძვლების ამოღების სამუშაოებს ორი წელი მოანდომეს.

ლი ბერგერის თქმით „სედიბებს” მაიმუნების მსგავსად გრძელი ხელები, მოკლე, ძლიერი თითები, ძალიან მსხვილი მენჯი და გრძელი ფეხები ჰქონდათ. ეს მას საშუალებას აძლევდა ევლო და ერბინა კიდეც. სავარაუდოა, რომ ისინი ხეებზეც კარგად დაცოცავდნენ.

„მათ მიაჩნიათ, რომ იპოვეს Homa-ს ხაზის პირდაპირი წინაპრის კანდიდატი, რომელსაც მიეკუთვნება მთელი თანამედროვე კაცობრიობა.

 

скачать dle 11.3