კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ტანკი – უჩინმაჩინი

 

შვედი ინჟინრები მუშაობენ თავდაცვის ახალ ტექნოლოგიაზე, რომელიც საშუალებას მისცემს ტანკს გაქრეს და მოატყუოს მტერი. ტექნოლოგია Adaptiv, რომელიც ბრიტანული კომპანია BAE Systems-ის შვედურმა ქვედანაყოფმა შექმნა, ობიექტს ანიჭებს ქამელეონის თვისებას. მას შეუძლია ისე განლაგდეს გარემოში, რომ არ ჩანდეს.

ივარაუდება, რომ მოძრავი საბრძოლო ტექნიკა არ გამოჩნდება ინფრაწითელ გამოსხივებაში, და, შესაბამისად, მიუწვდომელი აღმოჩნდება მოწინააღმდეგის რაკეტებისთვის, რომლებიც თვითდამიზნების თბური სისტემებითაა აღჭურვილი.

სწავლულებმა გადაწყვიტეს, დამალონ ობიექტი თავისებური „ლაბადა-უჩინმაჩინის” დახმარებით. ამისთვის გამოიყენებენ ტემპერატურულ ფარდას, რომელიც თავისი მახასიათებლებით გარემოს შეესაბამება. ამ ეფექტის მისაღწევად, გამოიყენება ექვსკუთხიანი ფირფიტები, დამზადებულია ისეთი მასალისგან, რომელსაც შეუძლია სწრაფად ცვალოს ტემპერატურა. ტანკზე დაყენებული სკანერები აგროვებენ ინფორმაციას, რასაც შემდეგ მიუსადაგებენ „ლაბადა-უჩინმაჩინის” ტემპერატურულ მონაცემებს გარემოსთან შერწყმისთვის.

ტანკის დასაფარავად აუცილებელია პანელი, რომელიც 1 000 ექვსკუთხოვანი ბლოკებისგან შედგება.  თითოეულის ზომაა 14 სანტიმეტრი. მწარმოებლები ამტკიცებენ, რომ შესაძლებელია  ტექნოლოგიის ეფექტური გამოყენება მოძრავი ტანკების გასაუჩინარებლად. იგულისხმება მოწინააღმდეგის შეცდომაში შეყვანა, ტანკს აიძულებენ გახდეს სხვა სატრანსპორტო საშუალების მსგავსი – მაგალითად, სამოქალაქო ავტომობილების. დამმუშავებელთა სიტყვებით, „ლაბადა-უჩინმაჩინი” საბრძოლო პირობებში მოხმარებისთვის დაახლოებით ორი წლის შემდეგ იქნება სრულად მზად.

 

скачать dle 11.3