კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჭამეთ ბევრი წიწაკა და იყავით მშვიდად

არსებობს რამდენიმე სახის წიწაკა, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება როგორც გემოთი, ასევე ფორმით. ამიტომ, ისინი სხვადასხვა მიზნით გამოიყენება.

ტკბილი წიწაკის ჯიშები შესანიშნავი საკვები პროდუქტია, მწარე კი შეუცვლელი საკმაზი კერძებისთვის. რაც შეეხება მათ სამკურნალო თვისებებს, ტკბილი წიწაკა ძალიან მდიდარია B, C და D ჯგუფის ვიტამინებით. მაკროელემენტებიდან კი მასში ჭარბადაა სპილენძი და თუთია.

სასურველია, თუ 40 გრამ ტკბილ წიწაკას სხვა ბოსტნეულთან ერთად სალათის სახით მიიღებთ დღეში ორჯერ. ის შველის სისუსტეს, უმადობას, დაბალი მჟავიანობით გამოწვეულ გასტრიტსა და თმის ცვენას.

წიწაკის მიღება კარგია ასევე, ათეროსკლეროზის, ჰიპერტონიისა და თრომბოფლებიტის დროს. ის შეიცავს გლუკოზას, ფრუქტოზას, მიკრო და მაკროელემენტებს, C და B ვიტამინებს, ამიტომ საუკეთესო საშუალებაა სისხლძარღვთა დაავადებების დროს. კერძოდ, აუმჯობესებს არტერიების, ვენებისა და კაპილარების საერთო მდგომარეობას.

ტკბილი წიწაკა განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვინც ცხოვრობს რადიაქტიურად დაბინძურებულ გარემოში.

სიმწარე კი წიწაკაში განპირობებულია მასში არსებული ნივთიერების – კაპსაცინის არსებობით. ეს არომატული ნივთიერება წიწაკას არა მარტო სიმწარეს აძლევს, არამედ აძლიერებს კუჭის ჯირკვლოვანი აპარატის ფუნქციას, რასაც ორგანიზმი მარილმჟავას ჭარბ წარმოქმნამდე მიჰყავს. ეს უკანასკნელი კი მომაკვდინებლად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში არსებულ ბაქტერიებზე. კაპსაცინები აძლიერებს კუჭისა და ნაღვლის წვენის გამოყოფას, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს საჭმლის მონელების პროცესს. ასევე, კაპსაცინს აქვს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი.

კაპსაცინი ეფექტურია გულ-სისხლძარღვთა დაავადების შემთხვევაშიც. ეფექტი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, მისი სისტემატური მიღება კი ამცირებს ინფარქტის განვითარების რისკს. ის, ასევე, ამაღლებს სექსუალურ აქტივობას.

ჭამეთ ხშირად წიწაკა, რადგან ის კიბოს წარმოქმნას ეწინააღმდეგება. გამოკვლევებმა ცხადყო, რომ კაპსაცინი ამარცხებს კანცეროგენულ ნივთიერებებს.


скачать dle 11.3