კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (52)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

 

ათუაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ათუა.

ათუა მოიხსენიება 1781 წელს ზურაბ თუმანიშვილის მიერ გიორგი ბატონიშვილის სახელზე გაცემულ არზაში.

1831 წელს, თონეთში, ესტატე თავსუბუქმა ჯვარი დაიწერა ბერუა ათუაშვილის ასულ მარიამზე.

საქართველოში 285 ათუაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 71, გურჯაანში – 53, საგარეჯოში – 49. არიან სხვაგანაც.

ბაზიერაშვილი

გვარის ფუძეა საქმიანობის აღმნიშვნელი სიტყვა ბაზიერი, რაც ქორ-შევარდენთა სანადიროდ დამგეშავ მწვრთნელსა და ყურისმგდებელს ნიშნავს.

1721 წლის, აღწერაში მოხსენიებულია ყაფლანიშვილების მემამულე გიორგი ბაზიერაშვილი, რომელიც ცხოვრობდა და ყმები ჰყავდა სოფელ ქციაში.

საქართველოში 108 ბაზიერაშვილი ცხოვრობს: თელავში – 74, თბილისში – 29, გურჯაანში – 5.

ყვიჩია – ხვიჩია

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ყვინჩა. ეს სახელი გადატანითი მნიშვნელობით მამლაყინწას ნიშნავს.

არსებობს ვარაუდი, რომ ყვიჩიების ერთი ნაწილი მოგვიანებით ხვიჩიად ჩაეწერა და ამ გვარის წარმომადგენელი გახდა.

საქართველოში 27 ყვიჩია ცხოვრობს: სამტრედიაში – 16, თბილისში – 7, ქუთაისში – 4.

1 886 ხვიჩია: თბილისში – 352, ზუგდიდში – 329, მარტვილში – 202. არიან სხვაგანაც.

ადოლაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ადოლა.

ვარციხელმა სახელმწიფო ყმამ სოლომონ ადოლაშვილმა ცოლად ითხოვა ვარდისუბნელი სახელმწიფო ყმის, ნიკოლოზ თეგაძის ასული ეკატერინე. ეს მოხდა 1871 წელს.

საქართველოში 27 ადოლაშვილი ცხოვრობს: თეთრი წყაროში – 17, თბილისში – 8, გარდაბანში – 2.

ასამბიანი

გვარი აკობიძე ლეჩხუმში 1556 წლის ისტორიულ საბუთებში გვხვდება. იქ აღნიშნულია, რომ „ერთი გლეხი, გიორგი აკობაძე იოვაკამ ნემსაძისგან ვიყიდეო.”

დეხვირელი ასამბიანები ამბობენ, რომ მათი ძირი გვარი სწორედ აკობიძეა.

აკობაძეები და აკობიძეები იაკობიძეს ენათესავებიან.

გვარი ორი სუფიქსით გვხვდება: ბა და ძე, ორივე მათგანის ფუძეა სამ.

ასამბიანი საკმაოდ მცირერიცხოვანი გვარია.

საქართველოში 35 ასამბიანი ცხოვრობს: ქუთაისში – 24, ცაგერში – 8, თბილისში – 3.

ფირიაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ფირია.

1721 წელს მოიხსენიება მანგლისელის ყმა ივანა ფირიაშვილი.

საქართველოში 192 ფირიაშვილი ცხოვრობს: მცხეთაში – 107, თბილისში – 72, ახალგორში – 6. არიან სხვაგანაც.

ძამაშვილი – ძამანაშვილი

ძამაშვილი უძველესი გვარ-სახელია. გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ძამა, ძამია.

1713 წლის გაყრილობის წიგნში, რომელიც კათალიკოს დომენტის ამილბარ და სხვა მაღალაძეებისთვის მიუცია, მოხსენიებულია ბიძინა ძამაშვილი.

მეჩვიდმეტე საუკუნის მეორე ნახევარში მორიგეთა ნუსხაში მოიხსენიება ლაზარე ძამაშვილი.

ძამაშვილი მენთეშაშვილთა შტო-გვარია.

ასევე, გვხვდება გვარი ძამანაშვილი.

საქართველოში 817 ძამაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 380, გარდაბანში – 248, რუსთავში – 52. არიან სხვაგანაც.

183 ძამანაშვილი.

ვანაძე – ღვანიძე – ვანიძე

გვარი ვანაძე ორი ფორმით გვხვდება, კერძოდ, ვანაძე და ვანიძე. გვარის ფუძედ გამოყენებული ჩანს გეოგრაფიული სახელწოდება ვანა, რომელიც მერე გვარად იქცა.

ვანაძე ჰქვია სოფელს შუახევის რაიონის ბარათეულის საგამგებლოში. ვანაძეები ჰქვია ხულოს რაიონის ღორჯომის საგამგებლოს სოფელს, ხოლო ხელვაჩაურის რაიონის აჭარის აღმართის საგამგებლოს ნავანები ეწოდება. ვანი ჰქვია სათეს ადგილს ცხმორისში, შუბანის საგამგებლოში, დიდაჭარაში. არის, ასევე, სოფელი დღვანი.

ამ ძირით ნაწარმოებია გვარები: ვანაძე, ვანიძე, ღვანიძე, ჯივანიძე, სარდივანიძე, ხოზრევანიძე.

ასევე, ვიდრე საქართველოში დამკვიდრდებოდა ტერმინი სახლი, იხმარებოდა ვანი. აჭარაში შემორჩენილია თვანის სახელწოდებით, რაც ჭურს ნიშნავს.

გადმოცემის მიხედვით, სამ ძმას ბატონი მოუკლავს, რისი მიზეზიც გამხდარა ბატონის მიერ პირველი ღამის წესის მოთხოვნა. ძმებს შეურაცხყოფა ვერ მოუთმენიათ და სოფლიდან აყრაც მოუსწრიათ. ისინი ოზურგეთის სოფელ შემოქმედიდან ბაღდათის რაიონის სოფელ ობჩამდე მისულან. იქ ერთ გლეხთან მოწყობილან და მევენახეობისთვის მიუყვიათ ხელი. თურმე, კარგ ღვინოს აყენებდნენ და სწორედ ამის გამო ვანაძეები ცოტა ხანში ღვანიძეები გამხდარან.

არსებობს მეორე ვერსიაც, კერძოდ: ძმები სოფელ დღვანიდან ყოფილან. იმერეთში გახიზნულან და, მდევარს რომ არ მიეგნო, ასო დ ჩამოუცილებიათ და ვანიძეებად დაწერილან.

ღვანიძე, ვანაძე და ვანიძე ერთი ძირიდან წარმოქმნილი გვარები უნდა იყოს.

საქართველოში 210 ღვანიძე ცხოვრობს: ზესტაფონში – 134, თბილისში – 45, ქუთაისში – 19. არიან სხვაგანაც.

889 ვანაძე: ოზურგეთში – 148, ქობულეთში – 112, ადიგენში – 67. არიან სხვაგანაც.

196 ვანიძე: ოზურგეთში – 64, თბილისში – 24, ბათუმში – 18. არიან სხვაგანაც.

ჯანყულაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ჯანყულა. ჯან ინდურ-სპარსული წარმოშობის სიტყვაა და ნიშნავს სულს.

1721 წელს მოიხსენიება ზურაბა სოლოღაშვილის ყმა – პაპაჯანა ჯანყულაშვილი.

საქართველოში 47 ჯანყულაშვილი ცხოვრობს: გარდაბანში – 39, თბილისში – 7, დედოფლისწყაროში – 1.

ყაზიშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ყაზა.

დიდ ენაგეთში დროებით მცხოვრები მიხეილ ყაზიშვილი ნათლავს ვაჟს – პორფირეს. მიმრქმელი ყოფილა გოლთელი ნიკოლოზ თოგიშვილი.

საქართველოში 343 ყაზიშვილი ცხოვრობს: გორში – 174, თბილისში – 116, ქუთაისში – 14. არიან სხვაგანაც.

აზრუმელაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარ სახელად ქცეული სადაურობის აღმნიშვნელი სიტყვა არზრუმი, იგივე ერზრუმი, ქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში. არზრუმი სპარსულად რომის მიწას ნიშნავს.

თომა და გიორგი აზრუმელაშვილები 1873 წელს მოიხსენიებიან დიდ თონეთში.

საქართველოში 151 აზრუმელაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 83, თეთრი წყაროში – 33, რუსთავში – 15. არიან სხვაგანაც.

ღონენაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ღონენა.

დიდ დალეთში მოიხსენიება რევაზა ციციშვილის ყმა გიორგი ღონენაშვილი.

საქართველოში 38 ღონენაშვილი ცხოვრობს: გორში – 13, თბილისში – 11, რუსთავში – 2. არიან სხვაგანაც.

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

 

скачать dle 11.3