კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

 

კითხვა: მყავს ავტომობილი „ფორდესკორტი”, 1994 წლის მოდელი, 1.6-იანი ძრავით. დაახლოებით ერთი წლის წინ შემდეგი პრობლემა შეექმნა: ძრავა კარგად მუშაობდა, ნორმალურ მდგომარეობაში იყო. მერე კი, როცა დაახლოებით ხუთი-ექვსი წუთის განმავლობაში მაღალ ბრუნებზე ვამუშავებდი, ეგრეთ წოდებული „პერებოი” ჰქონდა. გაციების შემდეგ კი ძრავა ისევ ჩვეულებრივ იწყებდა მუშაობას. ხელოსანს რომ ვაჩვენე, მირჩია, სანთლებთან მიმავალი სადენების შეცვლა. ოთხივე სადენი შევცვალე და მას შემდეგ ამ პრობლემას აღარ შევუწუხებივარ. დაახლოებით სამი თვის წინ კი, იგივე პრობლემა შეექმნა, ოღონდ სხვა გამოვლინებით. დილით, რომ დავქოქავ, დაახლოებით 5-6 წუთი, ანუ გათბობამდე, ძრავა „პერებოიზე” მუშაობს, გაცხელების შემდეგ კი არავითარი ჩივილი არ აქვს. მაგრამ, საკმარისია, ავტომობილი თუნდაც ნახევარი საათი გავაჩერო, ისევ თავიდან იწყება ყველაფერი, მიუხედავად იმისა, რომ ძრავა თბილია. ამასთან ერთად, წვავს 10 ლიტრ საწვავს. ძრავაზე დაყენებული მაქვს „მოტორკრაფტის” ფირმის „სვეჩები”, დაყენებიდან 20 000 კილომეტრი გავიარე. მაინტერესებს, რისი ბრალია ეს პრობლემა და ნორმალურია თუ არა, რომ ავტომობილი ას კილომეტრზე 10 ლიტრ საწვავს მოიხმარს?

პასუხი: პირველი, რის გამოც შეიძლება, იყოს „პერებოი” გამოწვეული, ეს მაინც „სვეჩია”, მიუხედავად იმისა, რომელი ფირმისაა. საქართველოში ნაყიდი „სვეჩისთვის” 20 000 უკვე ის კილომეტრაჟია, რომელზეც ის უკვე უნდა შეიცვალოს. რიგ შემთხვევებში, ხარისხიან „სვეჩებზეც” კი ხდება ისე, რომ სულ ახალი შეიძლება დააყენოთ, მაგრამ არც იმუშაოს, ანუ ქარხნული დეფექტი ჰქონდეს. მიზეზი შეიძლება იყოს ეგრეთ წოდებული „კლაპნის სალნიკები”, რის გამოც შესაძლოა, ზეთი ცილინდრში ჟონავდეს. მაგრამ, ამ შემთხვევაში, ავტომობილი დაქოქვისას ბოლავს და თუ ეს ასეა, მაშინ მიზეზის დადგენა არ გაგიჭირდებათ. იმისთვის, რომ მიზეზი უკეთ გაიგოთ, დაქოქვისას, როგორც კი ძრავა „პერებოით” დაიწყებს მუშაობას, ჩააქრეთ, მოხსენით ყველა სანთელი და დააკვირდით მათ. ერთ-ერთი, რომლის გამოც ავტომობილს პრობლემა აქვს, სველი უნდა იყოს. შეამოწმეთ ზეთით არის ის სველი თუ ბენზინით. თუ ბენზინითაა სველი, ესე იგი არ ვარგა, ანუ თვითონ „სვეჩია” შესაცვლელი. თუ ზეთითაა სველი, ეს ნიშნავს, რომ პრობლემა აქვს „კლაპნის სალნიკებს”. რაც შეეხება საწვავის მოხმარებას, საქართველოს პირობებში, ათი ლიტრი საწვავის მოხმარება ას კილომეტრზე, სავსებით ნორმალურია, რადგან მოძრაობა დაბალი სიჩქარეებით გვიწევს. თქვენი ავტომობილი გაცილებით ეკონომიური იქნება ტრასაზე, საშუალო სიჩქარის შენარჩუნების დროს.  

 

 

 

скачать dle 11.3