კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა დალი ხაჭაპურიძე ნაივური მხატვრობის გამოფენის გამარჯვებული და რაზე უთხრა მან უარი შვედებს

 

დალი ხაჭაპურიძე საინტერესო და მრავალფეროვანი კოლექციის ავტორი და მფლობელია. მისი დათვალიერებისას იგრძნობა შემსრულებლის დიდი გამოცდილება, გემოვნება, უნარი და შესაძლებლობები. თუ როგორ იქმნებოდა ეს კოლექცია ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

დალი ხაჭაპურიძე: ძალიან კარგი ბავშვი ვიყავი. დედა მყავდა არაჩვეულებრივი, საინტერესო ქალბატონი, მან დევიზი დამიწერა – „შვილო, თუ გინდა, რომ კარგი ადამიანი დადგე, დევიზად გქონდეს: „მინდა ყველაფერი ვიცოდე”. ვცდილობდი, ყველაფერი მცოდნოდა.  სკოლაში, რა თქმა უნდა, კარგად ვსწავლობდი. მახსოვს, ერთხელ ბებიამ თავისი პენსიით საკერავი მანქანა მიყიდა. ასეთი ძვირფასი საჩუქარი იმიტომ გავუკეთე, ვიცი, მისგან რაღაცა გამოვაო, – ამბობდა.  

– ქვილთამდე, როგორ მიხვედით, დიდი გზის გავლა დაგჭირდათ?

– ქვილთის გაკეთება არც ისე იოლია. დიდი ბაზაა საჭირო, როგორც გამოცდილების, ასევე ცოდნის, რის გარეშეც ფერს ფერთან ვერ დასვამ. ერთი სიტყვით, დევიზი: „მინდა ყველაფერი ვიცოდეც”, ქვილთამდეც მივიდა. 

– ეს როგორ მოხდა?

– როგორ და ერთ მშვენიერ დღეს დამირეკეს, – დალი, შენ ყველაფერს აკეთებ და ქვილთზეც ხომ არ მუშაობ, გამოფენა გვაქვს და მონაწილეობას თუ მიიღებო. რამდენი დრო მაქვს-მეთქი, დავინტერესდი. როდესაც შევიტყვე, რომ გამოფენამდე ორი კვირა იყო დარჩენილი, ვუპასუხე: დაახლოებით შვიდი ნამუშევარი მაქვს და თუ საჭირო იქნება, კიდევ დავამატებ-მეთქი. სინამდვილეში არაფერიც არ მქონდა, გარდა წიგნისა იმის შესახებ, თუ როგორ კეთდება ქვილთი. თუმცა, ყველაფრის გაკეთება მოვასწარი. 

– თქვენს კოლექციაში თავმოყრილია ფერწერის, ბატიკის, ქვილთის, ნაქარგების... მრავალი და საუკეთესო ნიმუშები. ამჟამად რაზე მუშაობთ?

– ამჟამად ვიტრაჟებზე ვმუშაობ. 

– მაშინდელი კრიტერიუმების, შეხედულებებისა და შეიძლება ითქვას, პრაქტიკის მიხედვითაც, კარგი მოსწავლე აუცილებლად ექიმი უნდა გამოსულიყო. თქვენს შემთხვევაში როგორ მოხდა, გადაწყვიტეთ „თეთრი ხალათის” მოზომვა?

– გეთანხმებით, ასე იყო და იმასაც გამოგიტყდებით, რომ ჩემი არჩევანიც არ იყო განსხვავებული, მაგრამ როგორც ჭკვიანი მშობლების პატრონმა, სხვა გზა ავირჩიე. მამამაც, დედამაც გაიკითხეს-გამოიკითხეს და შეიტყვეს, რომ სამედიცინო ინსტიტუტში მოსახვედრთა სია იანვარში, ანუ მისაღებ გამოცდამდე 6-7 თვით ადრე, უკვე  შედგენილი იყო. ამიტომ, მითხრეს: ნუ დაკარგავ, შვილო, წელს, რა პროფესიაც არ უნდა აირჩიო, ბევრ ექიმზე რეალიზებული და წარმატებული იქნებიო. მეც დავუჯერე. სხვათა შორის, ეს ხრუშჩოვის მმართველობის პერიოდი გახლდათ და სადაც კი წახვიდოდი, ყველგან გაკრული იყო პლაკატები: ქიმიზაცია, ქიმიზაცია... მეც ქიმიურზე ჩავაბარე.

– ანუ ქიმიკოსი ბრძანდებით.

– დიახ. „გოსინსპექციაში” ვმუშაობდი წლების განმავლობაში ლაბორატორიის გამგედ და რაც კი რესპუბლიკაში გამოდიოდა, ყველაფერს ვამოწმებდი საპონიდან დაწყებული, საღებავებითა და საკვები პროდუქტებით დამთავრებული.

– თქვენს კოლექციაში მხოლოდ ქვილთის ნაირსახეობას არ ვხვდებით, მათ შესახებაც გვესაუბრეთ.

– აქ არის ნაქარგი ნიმუშებიც. ქარგვაც ბავშვობიდან მაინტერესებდა, თუმცა მაინც ბოლო პერიოდში დავხვეწე ეს საქმეც. გამოფენაზე ვიყავი, თუ გახსოვთ, რამდენიმე წლის წინ ეროვნულ გალერეაში თამარ მეფის თანამედროვე ნაქარგთა ნიმუშები გამოფინეს. ზუსტად იქ ავითვისე ჩამაგრებით ქარგვის მეთოდი. ვქარგავ ყველა მეთოდით, რაც დღევანდელ საქართველოშია ცნობილი, როგორც რელიგიურ, ისე მხატვრულ თემებზე. მაქვს კიდევ ფერწერული ნამუშევრებიც. 

– ხატვაც ბავშვობიდან დაიწყეთ?

– ხატვა 62 წლის ასაკში დავიწყე. რამ მომცა სტიმული, ვერ გეტყვით, ალბათ, ისევ იმ დევიზმა ზემოთ რომ ვახსენე. ბატიკით დავიწყე, შევეჩვიე საღებავებს, შემდეგ უკვე ფერწერა მომინდა. ერთ დღესაც, ნაივური მხატვრობის გამოფენააო, შემატყობინეს და დაინტერესდნენ, რას გავიტანდი. ვუპასუხე „სპილო” და „თევზი” მაქვს შესრულებული-მეთქი... ტყუილი... (იცინის) ვიცოდი, რომ ნაივური ფიროსმანის სტილია... მართლაც, გამოფენამდე, „სპილოს” დასრულება მოვასწარი, სულ ფენით გავაშრე, თევზის კი – ვერა და სველი წავიღე. თქვენ წარმოიდგინეთ, გავიმარჯვე და მოვიპოვე უფლება, ნაივური ხელოვნების გამოფენაზე ყველგან მივიღო მონაწილეობა. ამის შემდეგ კიდევ ერთ გამოფენაზე დამპატიჟეს ჩემი სპილოთი. შვედეთიდან იყვნენ ჩამოსულები და გამოფენის ორგანიზატორს რამდენიმე დღის განმავლობაში სთხოვდნენ – მომყიდოსო. ვერ გავყიდე. გამოფენები ხშირად მაქვს და სიმართლე გითხრათ, სწორედ დამთვალიერებელთა რეაქცია, დადებითად აისახება როგორც ამ კოლექციაზე, ისე ჩემს შესაძლებლობებზეც. სტიმულს მაძლევს, რომ არ გავჩერდე. 

 

 

скачать dle 11.3