კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ შეიძლება გარდატეხის ასაკში სექსუალური მოთხოვნილების მოთოკვა და იწვევს თუ არა ამ პერიოდში ხშირი თვითდაკმაყოფილება გადახრებს

 

თინეიჯერობის ასაკი ადამიანისთვის ყველაზე გარდამტეხია და მშობელსაც განსაკუთრებული ყურადღება მართებს მოზარდის მიმართ. სწორედ ამ დროს იჩენს თავს ორგანიზმში სექსუალური მოთხოვნილება, რასაც, ხშირად პარტნიორის არყოლის გამო, მთელი რიგი საფიქრალი მოსდევს. როგორც ექიმი-სექსოლოგი გიორგი ბეროშვილი ამბობს, სწორედ გარდატეხის ასაკშია მიღებული, ეგრეთ წოდებული, „უსაფრთხო სექსი”, ანუ საკუთარი სექსუალური მოთხოვნილებების თვითდაკმაყოფილება.

არის თუ არა გადახრა ადამიანისთვის თვითდაკმაყოფილება, როდის იღვიძებს მოზარდში სექსუალური მოთხოვნილება და რატომ უნდა დააკვირდეს მშობელი ბავშვის სექსუალური მიდრეკილებებისადმი ლტოლვას ადრეული ასაკიდან. ამ თემებთან დაკავშირებით, ბატონი გიორგი გვესაუბრება.

 

გიორგი ბეროშვილი: ადამიანი სქესობრივ ცხოვრებას მაშინ იწყებს, როცა ის ამისთვის მომწიფებულია. დაახლოებით ეს ასაკი ბიჭებისთვის 10-11 წელია. თუმცა, არსებობენ ადამიანები, რომლებიც სექსუალურ ცხოვრებას ვერ იწყებენ შუა ხნის ასაკამდეც. ამის მიზეზია ის, რომ  ფსიქოლოგიური ან ფიზიკური პრობლემა აქვთ ან პარტნიორს ვერ პოულობენ, ან კომუნიკაციის პრობლემა აქვთ. ამ დროს მასტურბაცია, მათთვის ყველაზე კარგი გამოსავალია. მამაკაციც და მდედრობითი სქესის წარმომადგენლებიც, როდესაც სექსუალურად მომწიფების ასაკში არიან, უჩნდებათ მოთხოვნილება – გარკვეული, თავისი სექსუალური ფანტაზიების დაკმაყოფილების. თუ არ არის საშუალება იპოვოს პარტნიორი, ის მიმართავს მასტურბაციას. მართალია, ეს ასოცირდება მხოლოდ მამაკაცებთან, მაგრამ მას ქალებიც ხშირად მიმართავენ. შესაძლოა, ახლა რასაც ვიტყვი, ცოტა უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ მასტურბაციის შემთხვევას შეიძლება 2-3 წლის ასაკშიც წავაწყდეთ, მაგრამ ეს გაუთვითცნობიერებელი ქმედებაა. ჩემთან მოსულან დედები და უთქვამთ, ჩემი შვილი უცნაურად იქცევა, იწყებს ხახუნს სათამაშოზე, ბალიშზე, ხელით აწვალებს სასქესო ორგანოს და ასე შემდეგ. ხუმრობით, მასტურბაციას „უსაფრთხო სექსს” ვუწოდებ, რადგან ამ დროს არც დაორსულების საშიშროება არსებობს, არც შიდსის და არც სხვა ვენერიული დაავადების (იცინის).

– ეს საშიშია თუ არა და ხომ არ იწვევს მსგავსი საქციელი სამომავლოდ სექსუალურ გადახრას ან პათოლოგიას?

– არავითარ შემთხვევაში. ჩვენ ყველანი ვიბადებით, გარკვეული სექსუალური მოთხოვნილებებით. თუ ეს ბავშვს სიამოვნებს, ის ამას აკეთებს, მაგრამ ვერ აცნობიერებს. ასეთი საქციელი სულაც არ მეტყველებს იმაზე, რომ ის მომავალში სექსუალურად ძლიერი ან სუსტი იქნება, ფსიქიური პრობლემები შეაწუხებს, ან აქტიური სექსუალური ცხოვრება ექნება. ის მომავალში ჩვეულებრივად ჩამოყალიბდება სექსუალური კუთხით. ამ დროს მშობელი უნდა მივიდეს ექიმ-სექსოლოგთან,  მიიღოს სწორი სექსუალური განათლება და გაიგოს მისი შვილის გაუცნობიერებელი საქციელი ნორმაში ჯდება თუ არა. ექიმი კი, დარწმუნებული ვარ, ეტყვის, რომ ეს ნორმატივია, ჩვეულებრივი საქციელია ბავშვის მხრიდან. 4-5 წლის ასაკში ბავშვებმა იციან  საკუთარი გენიტალიების ხელით შეხება, ანუ წვალება. ამაზეც ნერვიულობს მშობელი, მაგრამ მათ ვეტყვი, რომ არ არის საგანგაშო. მასტურბაცია, თავისი კლასიკური გაგებით და ორგაზმამდე მისვლით, იწყება უკვე სექსუალური მომწიფების, სადღაც 10-12 წლის ასაკში. მასტურბაცია რომ არც ჩაატაროს ამ ასაკის მოზარდამა, ის ძილში მაინც გამოყოფს სპერმას, რადგან სხეული მეტ-ნაკლებად განტვირთვას მოითხოვს და ამას პოლუცია ჰქვია. თუ ბავშვი ტუალეტში ან სააბაზანოში დიდხანს იკეტება, ამ დროს მშობელი პანიკაში არ უნდა ჩავარდეს, რადგან უნდა მიხვდეს და გაიაზროს, რომ ეს ბუნებრივი მოთხოვნილებას დაკმაყოფილებაა მოზარდის მხრიდან. ზოგი მშობელი შვილს ეუბნება, რომ საკუარი მოთხოვნილებების სააბაზანოში დაკმაყოფილება ცუდია, საშინელებაა, სხეულის დაზიანებაა, ამით კი ფსიქო ლოგიკურ ტრამვას აყენებს და ვერც კი ხვდება, რომ მსგავსი საქციელით არ არის გამორიცხული, მეტი ზიანი მიაყენოს, ვიდრე მასტურბაცია გამოიწვევდა. უბრალოდ, მშობელი უნდა ეცადოს, 2-3 წლის ბავშვს მსგავსი საქციელიდან, ყურადღება სხვა რამეზე გადაატანინოს, თორემ 12-13 წლის მოზარდს, ვერც აბაზანაში ჩაკეტვას აუკრძალავ და ვერც, ცოტა ხანში, ქალებში სიარულს.

– ხშირი თვითდაკმაყოფილება გარდატეხის ასაკში, მომავალ სექსუალურ ცხოვრებაზე უარყოფითად არ აისახება?

– სამედიცინო თვალსაზრისით, მასტურბაცია მავნებელი და საშიში არ არის, თუ რასაკვირველია, გონებრივ ჩამორჩენილობას არ უკავშირდება, თუმცა, სიხშირესაც გააჩნია. ხშირად თუ იკეტება მოზარდი სააბაზანოში, ეს იმის დასტურია, რომ ის თვითდაკმაყოფილებას ეწევა და მას სიამოვნებს, ასე ვთქვათ, „ახალ ხილთან” შეხება. ეს ნელ-ნელა გაიშვიათდება და შესაბამისად, არც ისე საშიშია. მთავარია, ეს ჩვევაში არ გადაიზარდოს. 

– თუ მოზარდმა სექსუალური პარტნიორი ვერ ნახა სექსუალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, არსებობს იმის საფრთხე, რომ მასტურბაცია ჩვევაში გადაუვიდეს და საბოლოო ჯამში, პათოლოგიური სახე მიიღოს?

– კიდევ ვამბობ, მასტურბაცია ჩვევაში რომ გადაიზარდოს, ამის დიდი ალბათობა არ არის. რა პრობლემაა? თავიდან, ასე იწყება – მოზარდი დიდი ხნით ჩაიკეტება და თვითდაკმაყოფილებას ეწევა, შემდეგ იპოვის შესაბამის სექსუალურ პარტნიორს და მასთან ერთად მიიღებს სიამოვნებას. თქვენ გგონიათ მარტო ბიჭები მიმართავენ მასტურბაციას და გოგონები არა? ძალიანაც ცდებით, ასე თუ ფიქრობთ. მე ვგულისხმობ, როგორც გოგონას, ისე ქალს. აბა, ვიბრატორები, ხელოვნური ფალოსები და ასე შემდეგ, ვისთვისაა გამოგონებული? რადგან არსებობს ეს საგნები, შესაბამისად, მასზე მოთხოვნაცაა. ამაზე ხმამაღლა არავინ ლაპარაკობს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ იყენებენ. ყოფილა შემთხვევა, მოსულა ჩემთან მამაკაცი, რომელსაც უთქვამს, პრობლემა მაქვს ქალთან ურთიერთობაში და ეს იმის ბრალი ხომ არ იქნება, ბავშვობაში ხშირად რომ ვეწეოდი თვითდაკმაყოფილებასო. ჩემი პასუხია – არა. უბრალოდ, არის იშვიათი შემთხვევები, როცა ადამიანში ფსიქოლოგიურად ფიქსირდება მასტურბაცია და ამ ფსიქოლოგიური ფიქსირების მოხსნა, იწვევს სექსუალურ პარტნიორთან გარკვეულ პრობლემებს. შემდეგ კი, დროთა განმავლობაში, ხდება აქცენტის გადატანა სქესობრივ აქტზე და პრობლემაც იხსნება. სხვათა შორის, ცოლიანი მამაკაცებიც მიმართავენ მასტურბაციას, მაგალითად,  მივლინებაში. სტატისტიკურად, მამაკაცების 97 პროცენტი მასტურბირებს სქესობრივი მომწიფების ასაკში. სამი პროცენტიდან, ორს გონებრივი პრობლემები აქვს, დარჩენილ ერთს კი – სხვა შეხედულებები. ამ მხრივ, ქალების სტატისტიკა – 60 პროცენტს აჭარბებს.

– თუ ცოლი საწოლში წევს, ქმარი კი სააბაზანოში იკეტება?

– ასეთ დროს მამაკაცი ცდილობს, ქალისგან „თავდაცვას”, სპერმას სააბაზანოში ტოვებს და საწოლში დაბრუნებული ცოლთან, უბრალოდ სექსუალურ აქტს ატარებს. ზოგი მეკითხება, გოგონას შევამჩნიეთ, რომ მასტურბაციას მიმართავს და რა ვქნათო? ჩემი პასუხი კი ასეთია: ქალსაც იგივე სქესობრივი ეტაპები აქვს გასავლელი, რაც მამაკაცს. სხავთა შორის, დადგენილია, რომ ქალები, რომლებიც მასტურბირებდნენ სექსუალური მომწიფების ასაკში, უფრო იოლად აღწევენ ორგაზმს, როდესაც სექსუალურ ცხოვრებას იწყებენ. მამაკაცი კი ორგაზმს ყოველთვის აღწევს, თუ რაიმე პათოლოგიასთან არ გვაქვს საქმე. მამაკაცის ორგანიზმი სხვა ფენომენია, ქალის კი – სხვა. ანუ, მამაკაცი უფრო მექანიკაა, ვიდრე ფსიქოლოგია, ქალი კი ფსიქოლოგიაა და არა მექანიკა. მერწმუნეთ, მასტურბაციას უფრო მეტი დადებითი მხარე აქვს მოზარდისთვის, ვიდრე უარყოფითი. ამ დროს სქესობრივი თვითდაკმაყოფილება ხდება და ადამიანი გარკვეული ნერვული, სტრესული სიტუაციიდან განიმუხტება. უარყოფითი კი ის არის, რომ ხდება მენჯის ღრუში სისხლის მიმოქცევის დარღვევა. თუმცა, ამ მოსაზრებას, მე არ ვეთანხმები. მაგალითად, მყავდა ერთი პაციენტი, რომელიც თანამდებობის პირი იყო, ცოლი მოიყვანა საკმაოდ გვიან, ანუ 49 წლის ასაკში. მისი მეუღლე კი იყო 40 წლის და არც ის ყოფილა მანამდე გათხოვილი. ღამით წვებოდნენ საწოლში პიჟამებით და არ ჰქონდათ ერთმანეთთან არანაირი სექსუალური კონტაქტი. ერთ მშვენიერ დღეს, ამოუვიდათ ყელში ასეთი ცხოვრება და მომაკითხეს. როცა შიდა სამზარეულოში ჩამახედეს აღმოჩნდა, რომ ეს კაცი აბსოლუტურად არ იყო გარკვეული საკუთარ სექსუალურ შესაძლებლობებში. თუმცა, საკმაოდ წარმატებულად მასტურბირებდა. მოკლედ, მათ გაიარეს გამოკვლევები, კონსულტაცია და გაერკვნენ ელემენტარული სექსუალური კულტურის აუცილებლობაში – როგორ უნდა მოქცეულიყვნენ ლოგინში. ეს თითქოს სასაცილო ისტორიაა, თან, ტრაგიკული, მაგრამ რეალურია. 

 

 

 

скачать dle 11.3