კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უკვე გამოცდილია

შემოწმებულია და დადასტურებული: თუ გინდა, რომ ბედნიერი იყო, არასოდეს იქცე სტერეოტიპების მონად. ეს არ ნიშნავს დინების საწინააღმდეგოდ ცურვას ან საზოგადოებრივი აზრის იგნორირებას. უბრალოდ, ზოგჯერ მექანიკურად ვეთანხმებით გავრცელებულს და არავინ იცის, საიდან შემოჭრილ და დამკვიდრებულ სტერეოტიპს. მაგალითად: თუ ლამაზია, აუცილებლად სულელია; თუკი წარმატებულია და ბეჯითი – ის მოსაწყენი და უხასიათო ადამიანი იქნება, არ მოეწონება გართობა და ხმაურიან შეკრებებსა და წვეულებებს თავს ყოველთვის აარიდებს... – ამ სტერეოტიპების აყოლით, შესაძლოა, ისეთ ადამიანთან ურთიერთობაზე თქვათ უარი, მთელი დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში სანანებლად გაგიხდეთ. ყველაფერს შეხედეთ რეალურად და გქონდეთ საკუთარი აზრი ყოველგვარი ზედმეტი იარლიყების გარეშე. ნუ დაამყარებთ დიდ იმედებს იმაზე, რასაც, გრძნობთ, რომ სასიკეთო შედეგი არ ექნება. წინასწარი მოლოდინების გარეშე ცხოვრება გაცილებით საინტერესოა. მოულოდნელობის ეფექტი აზარტს გვმატებს და ადრენალინის დოზას აძლიერებს. ბედნიერების ჰორმონები აქტიურდება და ჩვენც სიცოცხლე გვიხარია. არ დაიტვირთოთ გონება სხვისი შეფასებებით. ნუ გაანაწილებთ „როლებს“ სტერეოტიპების მიხედვით. ნუ ჩაჯდებით „ჩარჩოებში“ და ნუ შეზღუდავთ საკუთარ ფანტაზიას. მიიღეთ ემოციები – ეს არც ისე ცუდია. ბედნიერება და იღბალი არც მხოლოდ ლამაზების ხვედრია და არც საშუალო  გარეგნობის ქალბატონების. ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება, მოგვიკაკუნოს, კარზე და იყავით მზად მათ დასახვედრად!

скачать dle 11.3