კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თუ აპატიე

 

რა შეიძლება კაცს აპატიო?! – უჰ, ამას ვინ მოთვლის! ისინი ხომ ზოგჯერ ისე გვტკენენ გულს, ვერც ხვდებიან ამას. თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ კაცმა არ იცის, რას აშავებს ღალატით. თუ ამ დროს თავს ისე გაჩვენებთ, რომ ძალიან შეურაცხყოფილია თქვენი ბრალდებით, ჩათვალეთ, რომ პანიკაშია და არ იცის, როგორ მოიქცეს. მამაკაცების უმრავლესობა აღიარებს, რომ მეუღლეს უღალატა და, მონანიების სანაცვლოდ, შეწყალებას ელის. თქვენი და მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია, აპატიებთ თუ არ აპატიებთ, მაგრამ, თუ აპატიებთ, გახსოვდეთ:

არასდროს გაიტანჯოთ თავი იმის წარმოდგენით, თუ როგორ მოხდა ეს – ამით მხოლოდ საკუთარ თავს ავნებთ. ქალებს ისედაც მდიდარი ფანტაზია აქვთ, მით უმეტეს  ასეთ დროს, – თითქოს, „მეორე სუნთქვა” გაეხსნებათ ხოლმე. ხომ აპატიეთ? მაშინ, რაღას იძიებთ და თავს იტანჯავთ?! იზრუნეთ საკუთარ თავზე: შეიძინეთ ახალი ტანსაცმელი, შეხვდით მეგობრებს, აკეთეთ საყვარელი საქმე, ყველანაირად ეცადეთ გონება ნეგატიური ფიქრებისგან განტვირთოთ.

რაც შეეხება ნდობას, – გეთანხმებით: თუ ის ერთხელ გაგიქრათ, მერე მისი დაბრუნება ურთულესია. ამისთვის ფსიქოლოგიური ტრენინგებიც არსებობს, მაგრამ, დასაწყისისთვის შეეცადეთ, თავიდან აიცილოთ „პროფილაქტიკური რევიზია:” თუ გითხრათ, რომ ყველაფერი დამთავრდა, ნუღარ შეამოწმებთ მის ყოველ ნაბიჯს – ამით მას მხოლოდ გააღიზიანებთ და უბიძგებთ „პრინციპის გამო“ ჩაიდინოს რაღაც ისეთი, რითაც დაგიმტკიცებთ, რომ თქვენი საკუთრება არ არის.

მამაკაცებს არ უყვართ, როცა ვინმე (თუნდაც მეუღლე) მათ თავის საკუთრებად მიიჩნევს – ესეც მათი მამაკაცური ბუნების უცნაური და გულუბრყვილო გამოვლინებაა, მაგრამ, რას იზამთ – მამაკაცია!

 

скачать dle 11.3