კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ძალიან მნიშვნელოვანი

ყოველდღიურობა ჩვენი ცხოვრებაა. ის წვრილმანები, რომლებსაც ყოველდღე ვაწყდებით, მუდმივად თან გვდევს და ჩვენი განუყოფელი ნაწილი ხდება. მასში არაფერია რომანტიკული და ზოგჯერ ეს ძალიან გვაწუხებს, თუმცა, გავიწყდება, რომ მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია ის მშვენიერი გავხადოთ.

იპოვეთ ცხოვრების აზრი – ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ხომ უნდა იცოდეთ, რატომ ცხოვრობთ ამ ქვეყანაზე? როცა არსებობს მიზანი და მიიწევ მისკენ, ცხოვრება ძალიან საინტერესო ხდება და ვერაფრით ვერ მოიწყენთ. მატერიალური კეთილდღეობა უნდა ყველას და ამაში არც უჩვეულოა რამე, არც სამარცხვინო. თუკი გაქვს სურვილი, ცხოვრება გაილამაზო, რატომ არ უნდა გააკეთო ეს?! მაგრამ ადამიანებს არცთუ იშვიათად ავიწყდებათ ჭეშმარიტი ფასეულობები – ოჯახი, შვილები, საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა. ასეთ დროს უნდა გაჩერდე და უკან მოიხედო, რათა გაარკვიო, რა გინდა, რატომ და რის ფასად დაგიჯდება ეს ყველაფერი. 

ადამიანი მაშინ არის ბედნიერი, როცა საკუთარ „მესთან”, თავის შინაგან სამყაროსთან, სრულ ჰარმონიაში ცხოვრობს. აკეთო ის, რაც მართლა მოგანიჭებს სიამოვნებას – დიდი ფუფუნებაა. მართალია, ყოველდღიურობას თან ახლავს ვალდებულებები, მაგრამ, მათი შეთავსება შესაძლებელია, როცა ზუსტად იცი, რა არის მნიშვნელოვანი; რა არის ის, რისთვისაც ღირს ცხოვრება; რაშია მისი ხიბლი და როგორ მივიღოთ სიამოვნება საქმისგან, რასაც ვაკეთებთ; რა ფასეულობებია მთავარი და რა – მეორეხარისხოვანი. უნდა გავაცნობიეროთ, რომ არ არსებობს წვრილმანი, როცა ის ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება და უნდა ისწავლოთ ამ წვრილმანებით გახარება.

скачать dle 11.3