კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ჯი ემ პი“-ში წარმოებული მედიკამენტები მალე ჩაანაცვლებენ უცხოურ ძვირად ღირებულ პრეპარატებს


კომპანია „ჯი ემ პი” მუდმივად სიახლის ძიებაშია, რასაც კომპანიის ხშირი წარმატებები ადასტურებს.

სწორედ პროფესიონალიზმი და მაღალ ხარისხზე ორიენტირებულობა განსაზღვრავს საზოგადოების ნდობას მის მიმართ.

კომპანიას თავისი საქმიანობით უდიდესი წვლილი შეაქვს საერთო ეროვნულ საქმეში, ასევე ქართული ფარმაციის განვითარებაში და მსოფლიო ბაზარზე ქართული პროდუქციის დამკვიდრებაში, რაც ყოველი ქართველისთვის საამაყო და იმედის მომცემია.



გიორგი დათუკიშვილი („ჯი ემ პი“-ს აღმასრულებელი დირექტორი):

– მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი პროდუქციის ექსპორტი წინა წლებთან შედარებით კიდევ უფრო გაიზარდა. ახლახან დამთავრდა რეგისტრაცია უკრაინაში, მოლდოვაში, მთავრდება ბელორუსიაში, შუა აზიის ქვეყნებში. 15 ქვეყანაში ვართ დარეგისტრირებული. ვფიქრობთ, ეს რაოდენობა მომავალი წლისთვის უფრო გაიზრდება. მართალია, ეს პროცესი რთულია, ზოგ ქვეყანაში თითქმის ორი წელი გრძელდება, მაგრამ გაყიდვები რეგისტრაციის შემდეგ შედარებით გაიოლებულია.

ხელმძღვანელობამ ერთობლივად გადავწყვიტეთ, მოგვესინჯა ევროპის ბაზარი და არ შემოვიფარგლეთ მხოლოდ დსთ-ის ქვეყნებით. ამისთვის სამი წელია, ვემზადებით. კარგად მოგეხსენებათ, რომ გვაქვს „ISO და GMP სერთიფიკატი” ხარისხის მენეჯმენტის სისტემაში. ეს აღიარება წინასწარ მომზადებული პერიოდია შემდგომი პროექტებისა და მიღწევებისათვის.

საფრანგეთში ამ ეტაპზე მოვსინჯეთ ერთი პრეპარატი, შემდეგ რამდენიმეს დარეგისტრირებასაც ვგეგმავთ. ეს პროცედურა ფინანსურ დანახარჯებსა და დროის ფაქტორზე არის დამოკიდებული. თვითონ პროცესი რამდენიმე ეტაპად იყოფა და ნახევარი უკვე გავიარეთ. როდესაც დოკუმენტაციის ეტაპი დასრულდება, ფრანგები გამოგზავნიან თავიანთ ინსპექტორანტს ჩვენი ქარხნის შესამოწმებლად და მხოლოდ ამის შემდეგ დაგვრთავენ ნებას პროდუქციის რეალიზებაზე.

რაც შეეხება სიახლეებს, ჩვენს ქარხანაში ავაშენეთ ახალი საწყობი, რომლის ფართობიც არის დაახლოებით 1 000 კვადრატული მეტრი. საწყობი აღჭურვილია თანამედროვე, უახლესი აპარატურით. ვფიქრობ, მალე დასრულდება სამონტაჟო სამუშაოებიც.

გიორგი ანთაძე („ჯი ემ პი“-ს გენერალური დირექტორი):

– ყოველ წელს, ტრადიციულად, ახალ პროდუქციას ვამატებთ. ამ წლის განმავლობაში 12 ახალი პრეპარატი ჩავუშვით წარმოებაში, რომლებიც ჩაანაცვლებენ ბაზარზე არსებულ უცხოურ, ძვირად ღირებულ პრეპარატებს. ამ მიმართულებით მუშაობას კიდევ გავაგრძელებთ. ყველა ის სიახლე, რომელიც მსოფლიო ფარმაცევტულ ბაზარზე გამოდის, მომენტალურად ხდება ჩვენი. ეს მედიკამენტები აბსოლუტურად იდენტური იქნება უცხოური ანალოგებისა, მხოლოდ ფასი იქნება უფრო დაბალი.

წელს განსაკუთრებული წელი იყო იმ მხრივ, რომ საქართველოში კრიზისის გამო შემცირდა ფარმაცევტული ბაზრის მთლიანი მოცულობა და თითქმის 30-პროცენტიანი ვარდნა განიცადა, ეს მოვლენა კი ჩვენზე ნაკლებად აისახა, რადგან მნიშვნელოვნად დაახლოებით 25 პროცენტით გაიზარდა ექსპორტი ანუ, ჩვენი შემოსავლების მეოთხედი უკვე ექსპორტის ხარჯზე მოდის და ეს ციფრი კიდევ უფრო გაიზრდება.

ჩვენი პრეპარატები დარეგისტრირდა ახალ ბაზრებზე: მოლდავეთში, ყაზახეთში, ბელორუსიაში, თურქმენეთში, აზერბაიჯანში, მომავალი წლიდან კი ექსპორტი უფრო ინტენსიური გახდება. გარდა ამისა, გავდივართ შორეულ ქვეყნებში, როგორიც არის ვიეტნამი და ლიბია.

კომპანია იზრდება და ვითარდება. საექსპორტო ბაზრები ჩვენი წარმომადგენლების საშუალებით უკვე მუშაობს: სომხეთში, უზბეკეთში, ყაზახეთში. ბევრ ქვეყანაში უკვე ფუნქციონირებს ჩვენი ფილიალები და წარმომადგენლობები თავისი საშტატო ერთეულებით. ასე რომ, „ჯი ემ პი“-ს დღეისთვის ჰყავს არა მარტო ქართველი წარმომადგენლები, არამედ ბევრი უცხოელი თანამშრომელი, რომლებიც მუშაობენ ადგილობრივ ბაზარზე ჩვენი პროდუქციის მარკეტინგისთვის. ჩვენი საწარმო, რომელიც თავის დროზე იყო მცირე, მხოლოდ ადგილობრივი ბაზრის დასაკმაყოფილებლად განსაზღვრული, გაიზარდა და თავისი პროდუქციით უკვე გლობალური მასშტაბით, მსოფლიო ფარმაცევტულ ბაზარზე გადის. ჩვენთვის ეს ძალიან საამაყოა, რადგან იშვიათია ქართული პროდუქტი, რომელიც მსოფლიო ბაზარზე გვხვდება, განსაკუთრებით ისეთი მაღალტექნოლოგიური პროდუქტი, როგორიც წამალია. ეს არის დასტური იმისა, რომ ქართველები არავისზე ნაკლები არ ვართ; დასტური იმისა, რომ საქმის კეთება ქართველებსაც შეგვიძლია!


скачать dle 11.3