კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

აუცილებლად დაადგინეთ თავბრუხვევის მიზეზი

 

არსებობს პათოლოგიები, რომელთა ერთ-ერთ გამოვლინებას თავბრუხვევა წარმოადგენს. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ის სიცოცხლისთვის საშიშ სიმპტომად არ ითვლება, მისი მიზეზის გამოვლენა და მკურნალობა აუცილებელია. თავბრუხვევას უამრავი მიზეზი აქვს. არსებობს პერიფერიული, ანუ ვესტიბულარული ნერვის ან შუა ყურის დაზიანებით გამოწვეული ვერტიგო და ცენტრალური თავბრუხვევა, რომლის მიზეზი თავის ტვინის დაავადებაა.

თავბრუხვევის მიზეზთა დადგენაში შემდეგი ნიშნები გვეხმარება: ყურიდან გამონადენი და სმენის დაქვეითება შუა ყურის ანთების ნიშნებია; ყურებში შუილი, ღებინება, სმენის დაქვეითება – მენიერის სინდრომის დასაწყისზე მეტყველებს; თუ სმენის ფუნქციის მოშლა არ აღინიშნება, შესაძლოა, ეს ვესტიბულარული ნევრიტის გამოვლინება იყოს. მისთვის დამახასიათებელია უეცარი დასაწყისი, ძლიერი თავბრუხვევა და ღებინება. ხშირად სიმპტომები ორი ან სამი დღის შემდეგ თანდათანობით ქრება, თუმცა ტკივილის ილუზია კიდევ რამდენიმე ხანს რჩება.

უეცარი ცალმხრივი სიყრუისა და თავბრუხვევის დროს აუცილებლად უნდა გამოირიცხოს თავის ტვინის სიმსივნე. ასეთი თავბრუხვევა თანდათანობით იწყება და ხშირად თან ახლავს ძლიერი თავის ტკივილი. მისთვის დამახასიათებელია თავბრუხვევის გაძლიერება სხეულის ამა თუ იმ მდგომარეობაში ყოფნის დროს.

თავის ტვინის ინსულტისთვის დამახასიათებელია უეცარი დასაწყისი: თავბრუხვევას თან ახლავს თვალებში გაორება, შეგრძნებათა მოშლა, სისუსტე, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა. თავბრუხვევა მდგრადია და გრძელდება რამდენიმე დღეს. თუ თავბრუხვევა არც ისე მდგრადია და თან ერთვის ტკივილი კისრის მიდამოში, მაშინ მიზეზი კისრის მიდამოს დაზიანებაა.

ხშირ შემთხვევაში კი, თავბრუხვევა ქალა-ტვინის ტრავმული დაზიანების მიზეზით ხდება. თუ თავბრუხვევა ანტიბიოტიკების მიღების დროს იწყება, მიზეზი თავად მედიკამენტია, ამიტომ, უნდა შეამციროთ დოზა ან საერთოდ შეწყვიტოთ მისი მიღება.

წონასწორობის შენარჩუნებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ხერხემალი, განსაკუთრებით კი – კისრის ნაწილი. სწორედ აქ მდებარეობს მგრძნობიარე ნერვული დაბოლოებები, ანუ რეცეპტორები, რომლებიც მოძრაობის დროს აქტიურდება. კისრის მიდამოში მიმდინარე პათოლოგიური პროცესის შესახებ ინფორმაცია გადაეცემა თავის ტვინს, რომელიც მას ხშირად არასწორად აღიქვამს და თავბრუხვევით პასუხობს. გარდა ამისა, ასევე, ირღვევა თავის ტვინიდან სისხლის დინება, რაც ქალაშიდა და ყურისშიდა წნევის დროებით მომატებას იწვევს, რის  შედეგად, თავში სიმძიმის შეგრძნება, ყურებში შუილი და მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა ვითარდება, ეს ყოველივე კი თავბრუხვევით გამოიხატება. ასეთი თავბრუხვევები აწუხებთ მათ, ვისაც ფსიქოემოციური დატვირთვა, სტრესი, ფიზიკური უმოძრაობა ახასიათებთ. თავბრუხვევა ხშირად ვითარდება ტრავმის შემდეგ. ამ დროს აუცილებელია თავის ტვინში სისხლის ნორმალური მიმოქცევის აღდგენა.

 

скачать dle 11.3