კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჭეშმარიტი ქრისტიანის მისია

ადამიანო! შენი ცხოვრება ანთებული სანთლის მსგავსია!

რაც უფრო მეტხანს იწვის სანთელი, მით უფრო დნება. ასევეა შენი ცხოვრებაც – რაც უფრო ხანგრძლივად ცხოვრობ, მით უფრო მოკლდება დღენი შენი. დაიღვენთება ბოლომდე სანთელი და უმალ ქრება – კაციც ამთავრებს წუთისოფელში ყოფნას და კვდება; ისე გაილევა და ქრება სანთელი, თითქოს არც არასდროს არსებულა. კაციც ასეა – გარდაიცვლება, დაიმარხება და სულ მალე გაქრება ნიშანი მისი მიწიერი არსებობისა.

ადამიანო, ხედავ, რა არის შენი ცხოვრება?

გახსოვდეს, რომ სანთელივით დაილევა შენი დრო-ჟამიც. ადამიანო, შენ ხარ გონიერი არსება? ამიტომაც თადარიგი დაიჭირე ბოლო დღისათვის, რათა მშვიდობით შეჰვედრო სული მაცხოვარს.

„ესერა ზომით ჰყვენ დღენი ჩემნი, და არსებაი ჩემი, ვითარცა არარაი არს შენ წინაშე, რამეთუ ყოვლითავე ამაო არს ყოველი კაცი ხორციელი. დაღათუ მებრ ხატად ვალს კაცი, გარნა ამაოდ შფოთებს: რამეთუ იუნჯებს, და არა უწყის, ვის შეუკრიბოს იგი. და აწ ვინ-მე არს თმენაი ჩემი, არათუ შენ, უფალო? და სიმტკიცე ჩემი შენ მიერ არს” (ფს. 38, 5-7).

ცხვრები

წმიდა წერილში ქრისტიანები ცხვრებს არიან შედარებულნი. როგორც ცხვრები არ აწუხებენ გარშემო მყოფთ, არც ქრისტიანები აწუხებენ ვინმეს. ცხვარი გულუბრყვილოა – ქრისტიანებსაც გულუბრყვილობა და სიწრფელე გამოარჩევს: „ბრძენ იყვნეთ კეთილისათვის და უმანკო – ბოროტისათვის” (რომ. 16; 18).

ცხვარს დიდი სარგებლობა მოაქვს პატრონისთვის: მატყლი, რძე, ტყავი, ხორცი. ქრისტიანები სიკეთის მდომნი და უანგარონი არიან, უფალ ღმერთს მსხვერპლად სინანულსა და ქებას სწირავენ.

ცხვრებს შორის თანხმობა და სიმშვიდე სუფევს – პატარა სადგომში ბევრნი ეტევიან; ქრისტიანებსაც ერთსულოვნება ახასიათებთ.

ცხვრებს თვინიერება და მოთმინება სჩვევიათ – როცა პარსავენ, დუმან, სცემენ და მაინც ჩუმად არიან. ჭეშმარიტ ქრისტიანთა თვისებაც ესაა: მორჩილება, თვინიერება და მოთმინება.

ცხვრები შურიანები არ არიან – ჭამის დროს ერთმანეთს არაფერს ართმევენ, ქრისტიანებსაც არავისი შურთ.

ცხვრები ხარბად და გულმოდგინედ ჭამენ, ქრისტიანები კი სათნოებებს ეწაფებიან.

ცხვრები მწყემსებს ემორჩილებიან, ქრისტიანები – თავიანთ მწყემსსა და უფალს, იესო ქრისტეს მორჩილებენ: „ცხოვართა ჩემთა ხმისა ჩემისაი ისმინიან, და მე ვიცნი იგინი, და მომდევდენ მე” (იოან. 10, 27), – ამბობს მაცხოვარი.

ქრისტიანო, დააკვირდი ცხვრის თვისებებს! იფიქრე, აბა, თუ ეკუთვნი ფარას უფლისას? ზეციური სამწყსოს წევრად თუ ფიქრობ ყოფნას, აუცილებლად უნდა გახდე ქრისტეს მორჩილი ცხვარი!

თხები

თავხედ ხალხს თხებს ადარებენ, რადგან მათ ბევრი აქვთ საერთო:

თხები მთელ ფარას რქენენ და აწვალებენ – თავხედნიც ყოველ ადამიანს, კარგსაც და ცუდსაც, საქმით და სიტყვით ანაწყენებენ;

თხებს ქედმაღლობა ახასიათებთ: ციცაბო, მაღალ ადგილებს ეტანებიან, ნაგებობებზეც კი ადიან ზოგჯერ. თავხედი ადამიანებიც ასე ქედმაღლობენ.

თხები ფარაში პირველობას ლამობენ და მეწინაობენ მუდამ; თავხედნიც იმავეს ცდილობენ, როცა უფროსობენ სხვებზე.

როცა სადმე მიერეკებიან ან სცემენ, თხები ყვირიან. როცა ისჯებიან, თავხედი ადამიანებიც ყვირიან, დრტვინავენ, იყვედრებიან, თითქოს არაფერში უძღოდეთ ბრალი.

თხების უწმინდურობა რაღაცით სხვაზე მეტად ყარს; თავხედი ხალხიც, თავისი უწესო ცხოვრებით, ასევე აყროლებულია.

დაიმახსოვრე, ქრისტიანო, თხებისა და თავხედ ადამიანთა მსგავსება. გახსოვდეს, რას ამბობს წმიდა სახარება მათზე: „და შეიკრიბენ წინაშე მისა ყოველი ნათესავნი, და განარჩინეს იგინი ურთიერთას, ვითარცა-იგი მწყემსმან რაი განარჩინის ცხოვარნი თიკანთაგან; და დაადგინნეს ცხოვარნი მარჯუენით მისსა და თიკანნი მარცხენით” (მათ. 25; 32-33).



წმიდა ტიხონ ზადონელი

„კანდელი“


скачать dle 11.3