კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ უკრძალავს თემურ თათარაშვილს თბილისში ჩამოსვლას და რატომ უხეთქავენ დედამისს გულს

თემურ თათარაშვილი მოსკოვში საცხოვრებლად სამი წლის წინ წავიდა. გადაწყვეტილების მიღება მისთვის იოლი სულაც არ ყოფილა, თუნდაც იმის გამო, რომ აქ საყვარელი ოჯახი დატოვა. პირადად მე, ნამდვილად არ ვიცი, ვისთვის და რატომ არის მიუღებელი ბატონი თემური, მაგრამ, როგორც თავად ამბობს, ის თბილისში ვიღაც-ვიღაცეებს აშკარად არ მოსწონთ, თან იმდენად, რომ აქ ჩამოსვლაზე მუქარის მესიჯებსაც კი იღებს. ის ძალიან ნაწყენია რამდენიმე მომღერალზე, ჟურნალისტებსაც აღარ ელაპარაკება, თუმცა, ჩვენთან მეგობრობის გამო, ამ ექსკლუზიურ ინტერვიუზე დაგვთანხმდა. მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ ახლა მის ცხოვრებაში ნამდვილად რთული პერიოდია.

– ბატონო თემურ, უკვე სამი წელი გავიდა, რაც ის საშინელი ადგილი დატოვეთ, რასაც ციხე ჰქვია. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო თქვენს ცხოვრებაში ყველაზე სერიოზული პრობლემა, რაც კი ოდესმე შეგქმნიათ... მაინტერესებს, რას განიცდიდით იმ დროს ყველაზე მეტად?
– რა თქმა უნდა, ჩემთვის ყველაზე სერიოზული პრობლემა იყო, როცა მე დამიჭირეს. საშინელი შეგრძნება მქონდა, მტერსაც კი არ ვუსურვებ, ის განიცადოს, რასაც მე განვიცდიდი. მეგონა, თავზე ჩამომენგრა ქვეყანა და ეს კოშმარი არასდროს დამთავრდებოდა. ჩემს თავზე მეტად მაინც ოჯახზე ვდარდობდი, რომ ასეთ დღეში ჩავარდა.
– ფაქტობრივად, გამოსვლის შემდეგ, აღარც გვინახავხართ ეკრანსა თუ სცენაზე, ყოველ შემთხვევაში, ისე აქტიურად, როგორც მანამდე. შესაძლოა, ამან თავისებური როლი ითამაშა თქვენს სასიმღერო კარიერაზე. როგორც მახსოვს, მალევე წახვედით მოსკოვში.
– არ ვიცი, რა გითხრათ, მაგრამ ერთი კი ფაქტია – მე რომ მანდ დავრჩენილიყავი, კარიერა საერთოდ არ მექნებოდა – ეს ნამდვილად ვიცი. ვიღაცას აშკარად არ ვუყვარვარ, თორემ, აქ ერთი წუთითაც არ ვიცხოვრებდი, ერთი დღე არ დავრჩებოდი მოსკოვში, არ მინდა აქ ყოფნა. სულ რამდენიმე დღის წინაც მქონდა გაფრთხილება – „არ ჩამოხვიდე!“ – იმიტომ, რომ ვიღაცას ვიღაცამ რაღაც უთხრა. თბილისი ხომ პატარაა!
– რას ამბობთ, დავიჯერო, ასეთი საშიშია თქვენი თბილისში ჩამოსვლა? ვინ გირეკავთ?
– ჩემები მირეკავენ და მაფრთხილებენ, ტყუილად ხომ არ მეტყვიან? შვილიშვილი არ მინახავს ჯერ, გესმით? მე, შეიძლება, კარგადაც ვარ აქ – სახლიც მაქვს, სამსახურიც, მანქანაც მყავს, მაგრამ, ეს არ არის ჩემი. ჩემი მინდა, ჩემს ქვეყანაში.
– რუსეთში ბევრმა ჩვენმა მომღერალმა დაიმკვიდრა თავი, მაგრამ, ძირითადად, რესტორნებსა და კლუბებში მღერიან. რუსულ შოუ-ბიზნესში თუ არ არის თქვენი ადგილი, რა გამღერებთ, თქვე კაი ხალხოო – არ იტყვის ვიღაც? ბოლოს და ბოლოს, თავმოყვარე ერი ვართ, თუმცა, ჩემთვის გასაგებია, რომ საქართველოში ის ანაზღაურება არ არის, რაც მანდაა.
– რესტორანში არ ვმღერი, ვმუშაობ ახალ არბატზე – ერთ-ერთი პრემიუმ-კლასის რესტორნის დირექტორის მოადგილედ.
– ხანდახან, ალბათ, რესტორანშიც კარგია სიმღერა – ამას თავისი მუღამი და ეშხი აქვს, მაგრამ, ქართველი მომღერალი მოსკოვში სამუშაოდ ამის გამო ჩავიდეს – ცოდვაა.
– მე აქ სათაკილო არც მანქანა მყავს, არც სამსახური მაქვს და არც მეგობრები მყავს ცუდი. პრინციპში, ვარ არაჩვეულებრივ პირობებში. მეც მიმღერია რესტორანში, დასამალი რა მაქვს, მაგრამ, დღესდღეობით არ ვმღერი. ზოგჯერ კორპორატიულ კონცერტებზე გამოვდივარ. ვგიჟდები, ისე მენატრება ჩემი თბილისი, ოჯახი, მეგობრები. არავინ თქვას, აგვისტოს იმ საშინელ დღეებში რატომ ვისხედით აქ ქართველები და არ ჩამოვედით. ჯერ მანდ გააკეთოს ბევრმა ის, რაც მე, სოსოს, თამრიკო გვერდწითელსა და მანანა თოდაძეს გაგვიკეთებია და მერე ილაპარაკონ. ჩვენ მიმართ არანაირი ცუდი დამოკიდებულება რუსების მხრიდან არ მიგრძნია. ქეთას დღე არ ჩაუგდია, კონცერტი არ ჰქონოდა. ორი უმაღლესი მაქვს დამთავრებული, მაგრამ დღეს ეს არავის სჭირდება. მთავარია, მეგობრები გყავდეს. პუგაჩოვა და კობზონი რომ ვიყო, ალბათ, ბოლომდე „გავქაჩავდი“, თუმცა, იმათაც აქვთ სხვა საქმე. როგორი კარგი მომღერალიც არ უნდა იყო, მაინც კიდევ რაღაცით ხარ დაკავებული.
– მაინც, როდის ჩამოდიხართ?
– როდესაც უკვე ნამდვილად მეცოდინება, რომ თავს დამანებებენ. არც ვიცი, საერთოდ რატომ ხდება ასე. მანდ ვიღაცეები ამბობენ, ვითომ, სააკაშვილს არ უნდა და ამიტომ ვერ ჩამოდის თემურ თათარაშვილიო. რა შუაშია სააკაშვილი, ამ ადამიანმა საერთოდ არაფერი იცის, რაც ახლა ხდება.
– ფიქრობთ, რომ, როგორც მომღერალი არ მოსწონხართ ვინმეს?
– იცით, იმდენი მიუღებელი მომღერალია მანდ, რომ, როგორმე, მეც ვიქნებოდი. რამდენიმე მომღერალმა ჩემზე ტელევიზიით თქვა – მოღალატე და ავადმყოფია, აბა, რა არისო. თავიანთ თავებს მიხედონ მაგ უბედურებმა, რა!..
– ეს თვითონ მოისმინეთ თუ ჭორია?
– პირადად მოვისმინე, როგორ თქვეს ჩემზე წკრიალაშვილმა და გიო ხუციშვილმა ეს. აი, მაგათი სალაპარაკო ნამდვილად არ არის თემურ თათარაშვილი, რა! თუ რამე ცოდვა მაქვს და რამე ცუდი გამიკეთებია, არანაკლები ცოდვები აქვთ თვითონ და გაიხსენონ. თავი დამანებონ, თუ ღმერთი სწამთ. ანრი ჯოხაძემ და ნუკრი კაპანაძემ დამიცვეს. აი, ანრი და ნუკრი ჩემი კოლეგები არიან და ეგენი არიან მომღერლები, ისინი კი ჩვენი კოლეგები ნამდვილად არ არიან. სახეში შეფურთხება მომინდა, სხვა არაფერი. აქ ადამიანებს ისევ ისეთი ნორმალური დამოკიდებულება აქვთ ჩვენ მიმართ, როგორც წლების წინ იყო. იმათთან მაქვს ურთიერთობა, ვინც ნორმალურია, თორემ, არანორმალურებს რა გამოლევს! ჩვენთან რომ არის უამრავი ნაგავი და გარეწარი, რომლებიც ცხოვრებას გიშხამავენ, ამაზე ვარ გამწარებული.
– ვინ გიშხამავთ ცხოვრებას?
– მანდ დედაჩემს უხეთქავენ გულს, რომ თურმე, კი არ „ვკაიფობ“, „წამალში“ ვწევარ. ათას საშინელ ჭორს მიგონებენ. ის ვიღაც უბედური, რა დღეშიც მე ვიყავი, აუცილებლად იმ დღეში ჩავარდება. დედაჩემი ვერ მირეკავს, რომ მითხრას და ხან ვისგან ვიგებ ამას, ხან – ვისგან. ავიწყდებათ, რომ დედა და შვილი მყავს?!
– ამ ენებისა და ცხოვრებისეული პირობებიდან გამომდინარე, თქვენ და თქვენი მეუღლე დიდი ხანია, ცალ-ცალკე ცხოვრობთ. რას ნიშნავს ეს ყველაფერი?
– რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო და მეც განვიცდი ამას, ისე, როგორც შეიძლება, განიცადოს ადამიანმა.
– მახსოვს, ამბობდით, ავმა ენებმა მე და ლელა წურწუმია წაგვაჩხუბაო.
– კი, ნამდვილად ასე იყო. ვიღაცამ რაღაც სისულელე უთხრა, სახელსა და გვარს არ დავასახელებ და მანაც დაიჯერა. ვის რა გაუფუჭონ, იმას ფიქრობენ. ადრე იმდენად არ ვაქცევდი ყურადღებას, მაგრამ, ახლა შორს ვარ და მაინც ვერ ისვენებენ. ასეთ საზიზღრობებს რომ ვიგებ, გული მტკივა.

скачать dle 11.3