კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი ამერიკელი მილიარდერის შვილი ებრძვის სიღარიბეს ნიუ-იორკში და რომელი ქვეყნის კულტურის პოპულარიზებას დაახარჯა ანდრეა სოროსმა 60 მილიონი დოლარი

მათი მშობლები მსოფლიოში თავიანთი მილიარდიანი კაპიტალითა და გავლენით არიან ცნობილნი. გარდა ამისა, „ფორბსის” მილიარდერთა რეიტინგის უცვლელი წევრობა მათთვის ყოველწლიურად არის გარანტირებული, რაც, ასევე, დამატებით პოპულარობას ჰმატებს მათ, როგორც ცნობილ პიროვნებებსა და „სელებრითული” და ბიზნესღონისძიებების სასურველ სტუმრებს. არცთუ იშვიათი მოვლენაა, როდესაც ასეთ ცნობილ და გავლენიან პიროვნებებს ნაკლებად ცნობილი შვილები ჰყავთ, რომელთა შესახებ „თბილისელების” დღევანდელი ნომრიდან შეიტყობთ.
ემა ბლუმბერგი
ნიუ-იორკის მერის, მილიარდერ მაიკლ ბლუმბერგის უფროსი ქალიშვილი, ემა, უმცროს ჯეორჯინაზე ნაკლებად ჩნდება საზოგადოებაში. ემა, ყოფილი მუნიციპალური მუშაკი, საქველმოქმედო ფონდ „რობინ ჰუდ ფაუნდეიშენის” სტრატეგიული მენეჯერია და ნიუ-იორკში სიღარიბეს ებრძვის. მას ეხება გრანტის მიმღებებთან დაკავშირება, ასევე, პარტნიორული ურთიერთობების დამყარება ცნობილ ფირმებთან, მაგალითად, „მაკკინსისთან”, რომელიც ყოველწლიურად გარკვეული თანხით ეხმარება ფონდს. ემა 31 წლისაა და იგი მამის, 18-მილიარდიანი ქონების ერთ-ერთ სავარაუდო მემკვიდრეა.
ანდრეა სოროსი
ჯორჯ სოროსის ქალიშვილს დაარსებული აქვს „ტრეის ფაუნდეიშენი” – საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს ტიბეტური კულტურის განვითარებას ჩინეთის ტერიტორიაზე და, ასევე, ჩართულია საგანმანათლებლო, კულტურულ და აგრარულ-კულტურულ პროექტებში. ორგანიზაციის არსებობის განმავლობაში (დაარსდა 1993 წელს), ანდრეა სოროსმა საკუთარი ჯიბიდან 60 მილიონი დოლარი მოახმარა ამერიკის ტერიტორიაზე ტიბეტური კულტურის პოპულარიზებას, გახსნა ტიბეტური ლიტერატურის ბიბლიოთეკა ნიუ-იორკში.
სილვანა და რობერტა არმანები
დები, სილვანა და რობერტა, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მამის – ჯორჯო არმანის მოდის იმპერიაში. მათი უშუალო მოვალეობა პრესასთან და ვიპ-კლიენტებთან ურთიერთობაა. ისინი ჩართულნი არიან საქველმოქმედო საქმიანობაში და მათი ხელმძღვანელობით არაერთხელ გაიმართა შიდსთან ბრძოლის ეგიდით გამართული ღონისძიებები. ამასთან, 1981 წლიდან სილვანა „არმანის” სახლის ქალის ხაზის ხელმძღვანელია.
ნისა გოდრეი
მილიარდერ ადი გოდრეის 31 წლის ქალიშვილი ნისა ათი წლის წინ ჩაერთო საოჯახო ბიზნესში, კომპანია „გოდრეი სარა ლიში” მენეჯერ-პრაქტიკანტად. სულ ახლახან ნისა „გოდრეი გრუპის” კადრებისა და ინოვაციების სამსახურის უფროსად დაინიშნა და მის უშუალო დაქვემდებარებაში 20-ათასიანი შტატი მუშაობს. ნისა ინდოეთის „ფილანტროპიის ფორუმის“ წევრია და საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა სხვადასხვა სფეროში.
დილან ლორანი
36 წლის დილან ლორანმა 2001 წელს მანჰეტენზე ნიუ-იორკის ამჟამად ყველაზე ცნობილი ტკბილეულის მაღაზიათა ქსელი „დილანს ქენდი ბარი” გახსნა, რომელიც მოგვიანებით გაფართოვდა და ამჟამად ხუთ მაღაზიას ფლობს ნიუ-იორკში და ერთ სავაჭრო წერტილს ლეგენდარულ „ნიუ-იორკს იანკისის” სტადიონზე. მაღაზია მომხმარებელს 5 000-მდე დასახელების ტკბილეულს სთავაზობს. გარდა ამისა, დილანი ჩართულია ქველმოქმედებაში და ცხოველთა უფლებების დამცველ ორგანიზაციას პერიოდულად ფინანსურ დახმარებას უწევს. ოქტომბერში ნიუ-იორკში იგეგმება დილან ლორანის – წიგნის „დილან ქენდი ბარი: გადაფურცლე შენი ტკბილი ცხოვრება” პრეზენტაცია.
ჯენიფერ ვუ
ჰონკონგელი მილიარდერის, პიტერ ვუს ქალიშვილი, ჯენიფერ ვუ, ლეგენდარული უნივერმაღის – „ლეინ კროუფორდის” პრეზიდენტია ჰონკონგში. ჯენიფერი წარმატებით ახორციელებს მსოფლიოში ცნობილი ბრენდების შესვლას ჰონკონგის ბაზარზე, მისი უნივერმაღი კი ფლობს ტანსაცმლისა და აქსესუარების საუკეთესო კოლექციებს აზიის რეგიონში. 2007 წლიდან „ლეინ კროუფორდის” ქსელი წარმატებით ფუნქციონირებს ჩინეთში. ჯენიფერი აქტიურად თანამშრომლობს საქველმოქმედო ორგანიზაციებთან, მათ შორის „იუნისეფის” მიერ ორგანიზებულ პროექტებში.
როშნი ნადარი
როშნი ინდოელი მილიარდერის – შივა ნადარის ქალიშვილი და მისი 4,2-მილიარდიანი კაპიტალის პირდაპირი მემკვიდრეა. ილინოისის შტატის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული როშნი აქტიურად არის ჩართული ქველმოქმედებაში – მისი უშუალო ძალისხმევით, ინდოეთის ღარიბ შტატებში გაიხსნა რამდენიმე უფასო სკოლა ხელმოკლე ოჯახებისთვის. 28 წლის როშნი კომპანია HCL-ის აღმასრულებელი დირექტორი და პრეზიდენტია.
ჰოლი ბრენსონი
ქარიზმატული ბრიტანელი მილიარდერის, რიჩარდ ბრენსონის ქალიშვილმა, ჰოლიმ 2008 წელს მიატოვა სამედიცინო კარიერა და მამის იმპერია „ვირჯინში” დასაქმდა, სადაც ავია და სპორტულ განყოფილებებს კურირებს. ჰოლი, ასევე, დაკავებულია „ვირჯინის” საქველმოქმედო პროგრამის – „ჩეინჯ ფორ ჩილდრენის” პროექტში, რომელიც ღარიბი ოჯახების ბავშვების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას ემსახურება.
აირინ ლაუდერი
რონალდ ლაუდერის ქალიშვილი, აირინი, 2004 წლიდან კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი და ბრენდ „ესტე ლაუდერის” კრეატიული დირექტორია. იგი წლების განმავლობაში ბრენდის მარკეტინგსა და იმიჯზე აგებდა პასუხს. ამჟამად აირინი „ესტე ლაუდერ კომპანის” დირექტორთა საბჭოს, კომპანია „სირთენის” მმართველ გუნდს ხელმძღვანელობს და, ასევე, ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის კომპანიონთა კომიტეტში შედის.
ივანკა ტრამპი
დონალდ ტრამპის ქალიშვილი, ივანკა ტრამპი, მამის იმპერიის სარიელტორო ნაწილის განვითარებაზეა პასუხისმგებელი. მას მონაწილეობა აქვს მიღებული შოუში „კანდიდატი”, რომლის ავტორი დონალდია; ასევე, იგი ფლობს საკუთარ საიუველირო კომპანიას და არის რამდენიმე წიგნის ავტორი. ბოლო წლებია ივანკა ტრამპი ფონდ „გერლ აფს” წარმოადგენს, რომელიც ამერიკელ ახალგაზრდებს გაეროს პროექტებში ასაქმებს.

скачать dle 11.3