კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყველაზე დაბალი მსოფლიო ლიდერების ტოპ-ათეული

ცნობილია, რომ საფრანგეთის იმპერატორის ნაპოლეონ ბონაპარტეს სიმაღლე 157-159 სანტიმეტრს შეადგენდა და იგი თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მმართველი იყო, რომელიც მთელ მსოფლიოს აზანზარებდა. მამაკაცის სიმაღლეს პრეზიდენტად ან პრემიერ-მინისტრად დანიშვნის დროს ყურადღება რომ ექცეოდეს, შესაძლოა ამ ადამიანებს ვერასდროს დაეკავათ ის თანამდებობები, რომელთა საშუალებითაც მსოფლიომ ისინი გაიცნო. „თბილისელების” ამ ნომერში მსოფლიოს ყველაზე დაბალი მმართველების შესახებ შეიტყობთ, რომელთა სიმაღლეს ხელი არ შეუშლია მათი პოლიტიკური ამბიციების დაკმაყოფილებაში.
ვლადიმირ პუტინი – 170 სანტიმეტრი
რუსეთის ფედერაციის მეორე პრეზიდენტი 2000-2008 წლებში და ამჟამად მოქმედი პრემიერ-მინისტრი, რომელიც მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებში, პოლიტიკური მიმომხილველების ვერსიით, კვლავ წამოაყენებს თავის კანდიდატურას. პუტინი თანამედროვე პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური და გავლენიანი წარმომადგენელია, რომელსაც „ჩეკისტური” წარსული უმაგრებს ზურგს. საინტერესოა, რომ თავის გადადგომამდე ბორის ელცინს არაერთხელ უთქვამს, რომ სურს, მისი შემცვლელი არანაკლებ მისი სიმაღლის ყოფილიყო, თუმცა 189 სანტიმეტრი სიმაღლის ელცინის ოცნებას ასრულება არ ეწერა.
ნიკოლა სარკოზი – 168 სანტიმეტრია
საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი სიმაღლეში სულ რაღაც 168 სანტიმეტრია, თუმცა, მისი ეს „ნაკლი” არ არის თვალშისაცემი, რადგან იგი სპეციალურ ფეხსაცმელს ატარებს უხილავი ძირით, რომელიც მის პატრონს 7-9 სანტიმეტრს მატებს სიმაღლეში. ეს ფეხსაცმელი ესპანეთში იწარმოება კომპანია „მასალტოს” მიერ და ერთი წყვილის ფასი 99-დან 250 ევრომდე მერყეობს. ცნობისთვის იგივე ფეხსაცმელს მოიხმარს ჰოლივუდის ვარსკვლავი ტომ კრუზი და კიდევ არაერთი „სელებრითი”, რომლებსაც თავიანთი სიმაღლე არ აკმაყოფილებთ.
კიმ ჩენ ირი – 162 სანტიმეტრი
კორეის სახალხო რესპუბლიკის მეთაური, ბელადი კიმ ჩენ ირი, სიმაღლეში 162 სანტიმეტრია, თუმცა ამის შესახებ დაკეტილ ჩრდილოეთ კორეაში არ ლაპარაკობენ, რადგან მათი პოლიტიკური ლიდერი მსოფლიოს ყველა დანარჩენ ლიდერზე ორი თავით მაღალია. ცნობილია, რომ კიმ ჩენ ირი სპეციალურ ფეხსაცმელს ხმარობს, რომელიც მისთვის სპეციალურად იკერება და ასევე, თმასაც ისე ივარცხნის, რომ თავის ქვეშევრდომებზე მაღალი ჩანდეს. ჩრდილოეთ კორეაში არავის აქვს უფლება, რომ ბელადს ზემოდან დახედოს, წინააღმდეგ შემთხვევაში „დამნაშავეს” საკონცენტრაციო ბანაკი არ ასცდება.
მაჰმუდ აჰმადინეჯადი – 162 სანტიმეტრი
ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქმედი პრეზიდენტი, მაჰმუდ აჰმადინეჯადი, ირანული კალენდრის მიხედვით, 1335 წელს დაიბადა მჭედლის ოჯახში და მისი სიმაღლე, სხვადასხვა მონაცემებით, 162 სანტიმეტრს არ აღემატება. იგი ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მმართველია აზიაში, თუმცა, სპეციალური ფეხსაცმლის წყალობით, ეს ნაკლებად არის შესამჩნევი.
დიმიტრი მედვედევი – 162 სანტიმეტრი
რუსეთის ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი, დიმიტრი მედვედევი, ვლადიმირ პუტინზე მთელი 8 სანტიმეტრით დაბალია. თუმცა, არსებობს მისი სიმაღლის რამდენიმე ვერსია, გაზეთი „არგუმენტი ი ფაქტის” ვერსიით, მედვედევი 175 სანტიმეტრია სიმაღლეში, ხოლო, მეორე ვერსიით, მისი სიმაღლე 156 სანტიმეტრია. ოფიციალურად მედვედევის სიმაღლის დადგენა შეუძლებელია, რადგან კრემლში ამ ინფორმაციას ასაიდუმლოებენ. თუმცა სარკოზის მსგავსად, ისიც, სპეციალურ ფეხსაცმელს ატარებს, – ეს მაშინ დადგინდა, როცა, სულ ახლახან, მედვედევი ამერიკელ კინომსახიობ არნოლდ შვარცენეგერს შეხვდა და ფოტოებიდან ჩანდა, რომ მედვედევი თითქმის არაფრით ჩამოუვარდება სიმაღლეში 188 სანტიმეტრი სიმაღლის „ტერმინატორს”. ამბობენ, რომ ფოტოები ფოტოშოპში დამუშავდა და შემდეგ გახდა ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის; თუმცა, მეორე ვერსიით, მედვედევის იმიჯმეიკერებმა იმდენი მოახერხეს, რომ თავისი პრეზიდენტი 27 სანტიმეტრით „გაზარდეს“ სიმაღლეში.
ჰაილე სელასიე პირველი – 160 სანტიმეტრი
ჰაილე სელასიე ეთიოპიის უკანასკნელი იმპერატორი იყო, რომელიც მეფე სოლომონის პირდაპირ შთამომავლად ითვლებოდა. 1975 წელს ის სამხედრო გადატრიალების გზით ჩამოაშორეს მმართველობას და მოკლეს. სელასიეს, თავისი დროის უმდიდრეს მონარქს, ეკუთვნოდა ეთიოპიის ოქროს საბადოები, რკინიგზა ინდოეთში და ფაბრიკა-ქარხნები ბრაზილიაში, ხოლო შვეიცარიულ ბანკებში მის ანგარიშებზე მილიარდობით დოლარი ირიცხებოდა.
იასირ არაფატი – 155 სანტიმეტრი
მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ერთ-ერთი ყველაზე ქარიზმატული პოლიტიკური მოღვაწე, რომელმაც 1994 წელს ნობელის პრემია მიიღო მშვიდობის დარგში. „ფორბსის” ვერსიით, არაფატის ქონება 200 მილიონ დოლარს შეადგენდა, ებრაული უშიშროების სამსახურის ვერსიით კი იგი 1,2 მილიარდ დოლარს ფლობდა კაპიტალის სახით. სწორედ იასირმა შემოიღო მოდა ეგრეთ წოდებულ „არაფატკებზე” – სპეციალურ თავსაბურავზე, რომელიც, ბევრის აზრით, მას სიმაღლეში 2-3 სანტიმეტრით უფრო მაღალს ხდიდა.
დენ სიაოპინი – 150 სანტიმეტრი
ჩინელი კომუნისტი და რეფორმატორი, რომელსაც არასდროს დაუკავებია არანაირი პოლიტიკური თანამდებობა, თუმცა იგი ჩინეთის ფაქტობრივ მმართველად ითვლებოდა 70-იდან 90-იანი წლების დასაწყისამდე. დენი, მისი მინიატურული სიმაღლის მიუხედავად, სამჯერ იყო დაქორწინებული.
აღსანიშნავია, რომ გარდაცვალების შემდეგ, ჩინეთის ტერიტორიაზე მას არაერთი ძეგლი დაუდგეს და ყოველ მათგანზე მას გიგანტური აღნაგობა აქვს.
ენგელბერტ დოლფუსი – 148 სანტიმეტრი
ავსტრიის მე-14 კანცლერი ენგელბერტ დოლფუსი, სავარაუდოდ, ევროპის ყველა დროის ყველაზე დაბალი პოლიტიკური ლიდერი იყო, რომელსაც, მინიატურული აღნაგობის გამო, სამშობლოში მეტსახელად „მილიმეტერნიხს” უწოდებდნენ. დოლფუსი 1934 წელს, პუტჩის დროს მოკლეს, როდესაც ფაშისტურმა გერმანიამ ავსტრიის ანექსიის გეგმის განხორციელება დაიწყო.
ბენიტო ხუარესი – 135 სანტიმეტრი
მექსიკის პრეზიდენტი 1858-1872 წლებში, ბენიტო პაბლო ხუარეს გარსია, მსოფლიო ყველა დროის ყველაზე დაბალი ლიდერია. სწორედ ბენიტოს პატივსაცემად დაარქვეს მშობლებმა სახელი იტალიელ ფაშისტს, ბენიტო მუსოლინის. საინტერესოა, რომ 1939 წელს ბენიტო ხუარესის ცხოვრების შესახებ ჰოლივუდში ფილმი გადაიღეს, რომელშიც ჯუჯა პრეზიდენტის როლი 178 სიმაღლის მსახიობმა პოლ მუნიმ შეასრულა.

скачать dle 11.3