კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ცოდნის ტაძრის ბაზრული ვნებანი

ანუ რა კავშირია ხორცსა და საგნის კრედიტს შორის?

მე ვერ გეტყვით, რა დრო დასჭირდა თსუ-ის აკადემიურ საბჭოს, რომ ის გადაწყვეტილება მიეღო, რაზეც ქვემოთ მოგახსენებთ, თუმცა კი, ფაქტია, რომ მეცხრე დამატებითი სემესტრის სტუდენტებს ერთი საგნის ერთი კრედიტის გასავლელად 25-ის ნაცვლად 40 ლარამდე თანხის გადახდა მოუწევთ, რაც იმას ნიშნავს, რომ, თუკი აქამდე სტუდენტს ერთი ხუთკრედიტიანი საგნის გასავლელად (შეგახსენებთ, რომ ერთი საგანი, შესაძლოა, მოიცავდეს სამიდან ექვს კრედიტამდე) 125 ლარი სჭირდებოდა, იმავე საქმეში ახლა უკვე 200 ლარი დასჭირდება. ბუნებრივია, ეს ცვლილება ეხებათ იმ სტუდენტებსაც, რომლებმაც მაშინ ჩააბარეს თსუ-ში, როდესაც ერთი კრედიტის ფასი 25 ლარი გახლდათ. „პირველის“ ცნობით, ხსენებული უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტში განმარტავენ, რომ, რაკი მეცხრე სემესტრი საჯარიმოა, შესაბამისად, საჯარიმო სემესტრში სწავლება ჩვეულებრივი, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სწავლებისგან ფასით უნდა განსხვავდებოდეს. მეტიც, ამით, თურმე, სტუდენტს სწავლის მოტივაციასაც უმაღლებენ. ბუნებრივია, იბადება კითხვა: აქამომდე რატომ არ განსხვავდებოდა საჯარიმო და ჩვეულებრივ სემესტრებში კრედიტების საფასური? თუმცა თსუ-ის ადმინისტრაციას ამ კითხვაზე პასუხის გაცემაზე თავი არ შეუწუხებია. ხოლო, რაკი არ იწუხებს, ისღა დაგვრჩენია, ფანტაზიას მივენდოთ; მეორე მხრივ, მართლაც, თუკი 1 კილოგრამი ხორცის ფასი 8 ლარიდან 18-მდე გაიზარდა, ვითომ, სასწავლო საგნის კრედიტის ფასს რატომ არ უნდა მოემატა 25-დან 40-მდე?! დიახ, სწორედ ასეთი პარიტეტულია ბაზრის ეკონომიკა!

скачать dle 11.3