კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საფოსტო ამბები

ანუ ვესტერნიზაცია

იმის მიუხედავად, რომ ფოსტა თვით აშშ-შიც კი წამგებიან ორგანიზაციად იქცა, რის გამოც თანამშრომლებიც შეამცირეს და ფოსტის ფილიალებიც დაიხურა (თუმცა, ამერიკული საზოგადოების მოთხოვნით, რაკი ფოსტით ხანდაზმული ადამიანები სარგებლობენ, მათთვის ტრავმის მიყენების უფლება არ გვაქვსო, თავად საფოსტო სისტემა შენარჩუნდა), თუ ჩვენს სამშობლოში ბოლო დროს დატრიალებულ საფოსტო ამბებს გავიხსენებთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ გაქანებული ტექნოლოგიების ეპოქაშიც კი „საქართველოს ფოსტამ“ უფრო ძალუმად და ენერგიულად დაიწყო სუნთქვა (ისე, ამ ჩვენს ბ-ნ ბაინდურაშვილს ამერიკული ფოსტის შეფისთვის ხომ არ ჩაეტარებინა მასტერ-კლასი?!).
ის „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ 70-პროცენტიან წილსაც განკარგავს და სულ საკუთარი ორთავ ფეხით დაიარება ინტერნეტით გამოწერილი წიგნების კლიენტებთან მისატანად. თუმცა, როგორც გაირკვა, ეს ყველაფერი არ არის: სულ მალე „საქართველოს ფოსტის“ თანამშრომლებს იარაღის ტარების უფლებაც მიეცემათ! შესაბამისად, „კანონში იარაღის შესახებ“ ცვლილებებს ამზადებენ. უფრო ზუსტად, უკვე არსებულს ერთი ქვეპუნქტი ემატება, სახელდობრ, ფოსტის უფლებამოსილ პირებს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფულადი ან სხვა ფასეული საფოსტო გზავნილების გადატანისთვის იარაღის ტარების უფლება ენიჭებათ.
ჩვენ, ბუნებრივია, არ ვიცით, აქამომდე როგორ გადაზიდავდნენ ამ ჩვენი ფოსტის მუშაკები ზემოჩამოთვლილი კატეგორიის ტვირთებს, თუმცა, ახლა უკვე აშკარაა, რომ ფოსტის მუშაკობა ხელწამოსაკრავი საქმე აღარ იქნება. ხოლო, თუ ასეთი ტემპით გაგრძელდა ფოსტის მოდერნიზაცია, არ გამოვრიცხავ, უახლოეს ხანში თავდაცვის სამინისტროს ფუნქციებიც შეითავსოს.

скачать dle 11.3