კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კბილმოცვლილები

„ადგილი ყველას შეხვდება, გვჯერა“!

მართალია, ახლად შექმნილი ფრაქციისთვის („ერთობა სამართლიანობისთვის“) უმრავლესობამ ვიცე-სპიკერის პოსტი ვერ გამოიმეტა (დაახლოებით, ასეთი პათოსით: თქვენი მოსატყუებელი კბილი უკვე მოვიცვალეთო); მეტიც, სამსახურებრივი ავტომანქანებისა და ახალ-ახალი კაბინეტების მიღების მცდელობაშიც დაადანაშაულა (მეორე მხრივ, ვითომ ან ახალ-ახალ კაბინეტში დაჯდომას რა დიდი ჯაფა-ჭკუა უნდა, ან, თუნდაც, ახალ მანქანაზე?!).
უნდა თუ არა, ფაქტია, რომ უმრავლესობას ახალი ფრაქცია მთლად უყურადღებოდაც არ დაუტოვებია: თუკი ვიცე-სპიკერის პოსტი ვერ გაიმეტა, სამაგიეროდ, 15-ვე საპარლამენტო კომიტეტში თითო-თითო წარმომადგენელს დაჰპირდა.
საპროცედურო კომიტეტმა შესაბამისი დასკვნა ბიუროს სხდომას უკვე წარუდგინა. იმ მარტივი მიზეზით, რომ დამატებითი ფუნქციის შეთავსებამ, ალბათ, პარლამენტის წევრის ხელფასზეც უნდა იმოქმედოს (რადგან, წესით, დატვირთვა ემატებათ), უმრავლესობამ ბევრის გაღებას, სავარაუდოდ, მცირეს გაღება ამჯობინა (ბოლოს და ბოლოს, ტარანა თვლითაა!). ხოლო, თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ ფრაქციაში სულ 6 წევრია, ხოლო საკომიტეტო ადგილი კი 15-ია, აშკარაა, მიუხედავად სიმცირისა, პოეტურად რომ ვთქვათ, „და თუმცა რიგი მიიწევს ნელა, ადგილი ყველას შეხვდება, გვჯერა“!

скачать dle 11.3