კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქართული ეკონომიკის განვითარებისთვის!

ანუ როცა ინვესტორს უჭირს

მას შემდეგ, რაც ქარხანა „ჰერკულესის“ გაფიცული თანამშრომლების საპროტესტო აქცია დაშალეს (თუმცაღა ეს ჩვენი დასავლური ყოფისთვის აბსოლუტურად შეუფერებელი, მე ვიტყოდი, შეურაცხმყოფელი „შრომის კოდექსიც“ კი აძლევს დაქირავებულს როგორც გაფიცვის, ისე პროტესტის გამოხატვის უფლებას), საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების ხელმძღვანელმა მიმართვა გაავრცელა და დახმარება სთხოვა როგორც აშშ-ელ, ისე ევროპელ დიპლომატებს. იმ მარტივი მიზეზით, რომ გაფიცულები დათხოვნილი თანამშრომლების სამსახურში აღდგენას, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ, სრულიად ბუნდოვანია ამ პროტესტის მიუღებლობა. ოღონდ, ეს მხოლოდ ერთი შეხედვით.
თუ გასულ კვირას საპარლამენტო უმრავლესობის კომენტარს გავიხსენებთ „შრომის კოდექსთან“ მიმართებაში, ყველაფერს ნათელი ეფინება. კერძოდ, უმრავლესოელი ლიდერები კვლავაც იმ ვერსიაზე ბრძანდებიან, რის მიხედვითაც, „არსებული კანონმდებლობა დამსაქმებელს საშუალებას აძლევს, რაც შეიძლება, მეტი ადამიანი დაასაქმოს, რადგან, იმავდროულად, მათი სამსახურიდან გათავისუფლებაც ადვილია (და მერე რა, რომ ამ ერთი რთული ქვეწყობილი წინადადების ერთი ნაწილი მეორეს გამორიცხავს?!).“
ოთხი წლის განმავლობაში გარანტირებულად დასაქმებული დეპუტატები (მეტიც, 20-წლიანი სტაჟის შესრულებისთანავე გარანტირებულად 560-ლარიანი პენსიონერები), რომელთა წლიური სადეპუტატო ხელფასი 40 000-ლარიდან იწყება (რაც მაღლა, მით ბევრი) განმარტავენ: „შრომის კოდექსში“ დასაქმებულთან მიმართებაში მეტი გარანტიები რომ იყოს, დამსაქმებელმა, შეიძლება, მათი სამსახურში აყვანისგან თავი შეიკავოს, რაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის კარგი არ არის.“ მართალია, ლოგიკა ბუნდოვანია (იმ მარტივი მიზეზით, რომ, თუ სამუშაო ძალა გჭირდება, მისი დასაქმებისგან თავი რატომ უნდა შეიკავო?), მაგრამ, სამაგიეროდ, პათოსია ნათელი (დაუცველები ისევ და ისევ თქვენივე ბედნიერებისთვის ხართო!)
ხოლო, რაკი ყველაფერი სწორედაც რომ ჩვენი ბედნიერებისთვის ხდება (გინდამც ჩვენ ვიღებდეთ წლიურად 80 000 ლარს), მაქვს იდეა: ინვესტორთა მოზიდვისა და ქართული ეკონომიკის განვითარების დიადი მიზნების მისაღწევად, დამსაქმებელს საერთოდაც აეკრძალოს დასაქმებულისთვის ხელფასის გადახდა და სამუშაო პირობების შექმნა!

скачать dle 11.3