კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ორმაგი სტანდარტები

კვერგამოუმცხვარები

მართალია, ქართულ მედიას ამ ამბისთვის მაინცდამაინც დიდი ყურადღება არ მიუქცევია, მაგრამ, ფაქტი ფაქტად რჩება: თურქეთი ერაყში სახმელეთო შეჭრისთვის ემზადება! სხვათა შორის, საბოლოო გადაწყვეტილებას ჩვენი მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორი თურქეთი ერაყის ხელისუფლებასთან შეთანხმებით მიიღებს. თუმცა, ეს ხელს არ უშლის თურქეთის შეიარაღებულ ძალებს (რომლებიც განლაგებულნიც არიან თურქეთ-ერაყის საზღვარზე და სრულ მზადყოფნაშიც იმყოფებიან), რომ მანამდე იერიშები მიიტანონ ერაყის ჩრდილოეთით, ქურთი „ბოევიკების“ პოზიციებზე.
მოგეხსენებათ, ქურთისტანი ამჟამად ერაყის შემადგენლობაშია, თუმცა, ერაყის ხელისუფლების განმარტებით, რაკი ქურთისტანი დამოუკიდებელი ტერიტორიაა თავისი პოლიტიკური ხელმძღვანელობით, პოლიციითა და თვით არმიითაც კი, მათზე გავლენას ვერ ვახდენთო. მეორე მხრივ, რადგან თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ქურთებიც ხასიათდებიან სეპარატისტული მიდრეკილებებით (თანაც, უკვე კარგა ხანია, და მერე რა, რომ ერთ დროს ერთიანი ქურთისტანი სამად დაყვეს), როგორც ჩანს, თურქეთმა გადაწყვიტა, გადამჭრელად ემოქმედა, რა თქმა უნდა, საკუთარი სახელმწიფო საზღვრების ხელშეუხებლობისა და ურღვევობის მიზნით.
რაც მთავარია, თურქეთის ამ განცხადებას (ერაყში შეჭრის თაობაზე, ქურთ „ბოევიკთა“ ალაგმვის მიზნით) არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის აღშფოთება არ გამოუწვევია. ამის პარალელურად, არც ისრაელი ცხრება პალესტინელ „ბოევიკთა“ განადგურების მიმართულებით, აღარაფერს ვიტყვი რუსეთ-ჩეჩნების უსასრულოდ გაწელილ სამხედრო დაპირისპირებაზე. ამის ფონზე კი სრულიად გაუგებარია: რატომ შეაფასა დასავლეთმა სამხედრო აგრესიად საქართველოს შეიარაღებული ძალების მცდელობა, აღედგინა თავისი სახელმწიფოს საზღვრების მთლიანობა და ზედაც ტალიავინის დასკვნა აგვაფარა?!
რა, ჩვენთვის, ობლებისთვის დემოკრატიაშიც ბნელა?!

скачать dle 11.3