კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელ მცენარეს არ სჭირდება ზაფხულში მოვლა

საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მებაღე-დიზაინერი თენგიზ პაპავა ერთ არაჩვეულებრივ მცენარეზე ისაუბრებს, რომელსაც ზაფხულში მოვლა არ სჭირდება. თურმე, შეგიძლიათ, მთელი ზაფხულის განმავლობაში დატოვოთ მცენარე ბინაში, თქვენ დასასვენებლად წაბრძანდეთ, უკან დაბრუნებულებს კი მცენარე კვლავ ჯანსაღად დაგხვდეთ. ასეთი რამ თითქოს დაუჯერებელია, მაგრამ ბატონი თენგიზი გვარწმუნებს, რომ ეს მართლაც ასეა.



– როგორც ვიცი, იფეიონი სწორედ ზაფხულისთვისაა განკუთვნილი...

– დიახ, იფეიონი ნამდვილი საჩუქარია მათთვის, ვინც ზაფხულში დასასვენებლად მიდის, რადგან ფოთლები ადრე ზაფხულში უკვდება და სექტემბრამდე მორწყვა აღარ სჭირდება. ასე რომ, თუ თქვენ გსურთ, ზაფხულში კარგად დაისვენოთ და თან წლის ამ პერიოდში არ დაიტვირთოთ თავი მცენარის მოვლით, იფეიონი ამისთვის ყველაზე შესაფერისი მცენარეა. მისი მთავარი მომხიბვლელობა ვარსკვლავისებური ღია ცისფერი, თეთრი ან მუქი ლურჯი ყვავილებია, რომელთაც უჩვეულო და ძალიან მძაფრი სურნელი აქვთ. ვინც ერთხელ მაინც შეისუნთქა მისი სურნელი, დიდხანს ემახსოვრება.

– სად შეიძლება ამ მცენარის ყიდვა?

– თბილისში, ყვავილების მაღაზიებში, მაგრამ, უმჯობესია, მცენარე აგვისტოში იყიდოთ.

– რატომ აგვისტოში?

– იფეიონის ბოლქვები აგვისტოში იყიდება, რადგან ეს მისთვის დასვენების ბოლო თვეა. თუ მოგვიანებით შეიძენთ, დააკვირდით ბოლქვს, ის გამომხმარი უნდა იყოს. თუ გამომშრალი არაა, მაშინ ეს ბოლქვი უვარგისია აღმოცენებისთვის და ვერ მიიღებთ სრულფასოვან მცენარეს.

იფეიონი სექტემბრიდან იწყებს ვეგეტაციას და თუ ბოლქვი ამ დროისთვის არ მოხვდება ნიადაგში და არ მოირწყვება, მაშინ ის გახმობას დაიწყებს.

– როგორი ნიადაგი სჭირდება იფეიონს?

– მისი ნიადაგი უნდა დამზადდეს შემდეგნაირად: ფოთლოვანი მიწა, კომპოსტი და ტორფი. უმჯობესია, თუ მოზრდილ ქოთანში რამდენიმე ბოლქვს ერთად ჩარგავთ და ორ-სამ წელიწადს აღარ გადარგავთ. იფეიონის ბოლქვი პატარა ზომისაა. ის საჭიროებს 5-6 სანტიმეტრ სიღრმეზე ჩარგვას და ცოტა ხანში თქვენი ფანჯრის რაფაზე სურნელოვანი და უხვად მოყვავილე მცენარე იდგება.

– იოლია ოთახის პირობებში იფეიონის მოვლა?

– ეს მცენარე მშვენივრად ხარობს ბინაში. მისი გახარება ოთახის პირობებში ნამდვილად არაა რთული წელიწადის არც ერთ სეზონზე. დაიმახსოვრეთ, რომ მცენარეს ვეგეტაციისთვის უყვარს ყველაზე ნათელი ადგილი შემოდგომასა და ზამთარში და გრილი ჰაერი. უნდა მოარიდოთ პირდაპირ მზის სხივებს. ცუდი განათების დროს ფოთლები შეიძლება დაბლა დაეშვას, თუმცა ეს ყვავილობას ხელს არ უშლის.

– როდის იწყება მცენარის ყვავილობა?

– ყვავილობა მოულოდნელად იწყება. მწვანე მასიდან – წვრილი, სახაზავისებური ფოთლებიდან თანმიმდევრობით შეამჩნევთ საყვავილე კოკრებს. დარგვიდან პირველ წლებში ისინი ცოტაა, კარგი მოვლის შემდეგ კი მათი რიცხვი მატულობს. მცენარის უხვი ყვავილობა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შეუქმნით მას სასურველ პირობებს, რაც ნამდვილად არ გაგიჭირდებათ. ქოთანში ჯგუფური ჩარგვა კარგია იმისთვის, რომ თვე-ნახევრის განმავლობაში მცენარე მუდამ ყვავილებითაა დაფარული. გახსოვდეთ, ყვავილობის დროს წყდება ნიადაგის კვება. მორწყვა კი უნდა შეამციროთ, რადგან მცენარე შემდეგ დასვენებას იწყებს.

– რამდენად რთულია იფეიონის მორწყვის რეჟიმის დაცვა?

– ზოგადად, მცენარე ისე მორწყეთ, რომ მორწყვიდან მორწყვამდე ნიადაგის ზედაპირი ცოტათი შეშრეს ხოლმე. მცენარეს არ უყვარს კალცი, ამიტომ ის ხისტი წყლით მორწყეთ. იფეიონს ფოთლები ადრე გაზაფხულზე უკვდება და მორწყვა სექტემბრამდე არ სჭირდება. მზიანი ამინდების დადგომისთანავე, კერძოდ კი თებერვლის შემდეგ, ნიადაგი გაამდიდრეთ კომპლექსური მინერალური ნაკელით. ყვავილობამდე ორ-სამჯერ დაუმატეთ მინერალური სასუქი. როდესაც მცენარე თავისით დაიწყებს ფოთლების გაყვითლებასა და დაცვენას, მორწყვა შეწყვიტეთ. ზაფხულში იფეიონი იმავე ქოთანში უნდა დარჩეს, მხოლოდ მზის სხივებს მოარიდეთ და, გირჩევთ, სიგრილეში ამყოფოთ. კარგია ასევე თვეში ორჯერ წყლის შეპკურება, რომ ნიადაგი მთლიანად არ გამოშრეს.

– როდის იბრუნებს იფეიონი ფოთლებს?

– მცენარის გაცოცხლებაზე ახალგაზრდა ფოთლები მიგვანიშნებს და ეს მოხდება მალე – აგვისტოს ბოლოსა და სექტემბრის დასაწყისში.

– როგორ მრავლდება იფეიონი?

– ამ მცენარის გამრავლება შეგიძლიათ თესლით და ასევე, ბოლქვების დაყოფითაც. თუ ბევრი გამონაზარდი ექნება, მოაცილეთ, გააშრეთ და ადრეულ შემოდგომაზე ჩარგეთ. შვილობილი ბოლქვების მოშორება უნდა დაამთხვიოთ გადარგვის პერიოდს და შეუთანხმოთ დასვენების ფაზას. ასე მცენარე ნაკლებად ზიანდება. ამ მცენარის გახარება შესაძლებელია ბაღშიც, ოღონდ, იქ, სადაც არ არის მკაცრი ზამთარი.

скачать dle 11.3