კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები გამოირჩევიან ეკონომიურობით და ვის აქვს გამდიდრების მეტი შანსი

ასტროლოგიური კუთხით, თითოეული ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს ფულთან დაკავშირებით საკუთარი შეხედულება აქვს. სტატისტიკურად კი, სასწორისა და მორიელის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულებში მდიდარი და შეძლებული ადამიანები ჭარბობენ. ასე რომ, კონკრეტულ ზოდიაქოს ნიშნებს თავიანთი დამოკიდებულება აქვს ფულთან დაკავშირებით: მაგალითად:
ვერძებისთვის ფულს უფრო იდეური დატვირთვა აქვს, ვიდრე მატერიალური. მისი სურვილი, დაიკავოს პირველი ადგილი საზოგადოებაში, ხანდახან ფინანსურ სფეროშიც ვლინდება. მისთვის მთავარია, სხვებზე ღარიბი არ იყოს. ზოგადად, ის შრომისმოყვარეა და საკმაოდ სარფიანი იდეებიც მოსდის თავში, რომელსაც, არცთუ იშვიათად, ფულის მოტანაც შეუძლია. მთავარია, მან საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობისას დიპლომატია და ტაქტი გამოიყენოს, რაც მის სვლას სიმდიდრისკენ კიდევ უფრო ეფექტურსა და ნაყოფიერს გახდის.
კუროს სურს, ჰქონდეს იმაზე მეტი, ვიდრე აქვს – ეს მისი დევიზია. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი მაქსიმალისტია. იბრძვის, რომ სახლი ნამდვილ სასახლეს დაამსგავსოს. ის ოცნებაშიც არ კარგავს დროს და სიმდიდრის მოპოვებისთვის თავს არ ზოგავს. ახალგაზრდა კუროებს ნაკლებად უმართლებთ ფულში, ასაკში შესვლისას კი მათ უძრავი ქონებისა და ფინანსების მხრივ საწუწუნო არ აქვთ, რასაკვირველია, თუ ახალგაზრდობისას ბევრს იშრომებენ.
ტყუპებისა და ფულის ერთად წარმოდგენა საკმაოდ რთულია. მის ქონებას ყველაზე დიდ ხიფათს ფულის უზომო ფლანგვის სურვილი უქმნის. ბაზრობაზე მოხვედრილი ტყუპები, რომელიც მთელი დღის განმავლობაში დადის, ვერაფრით ახერხებს იმის ყიდვას, რაც დილით უნდოდა და ეს გაორების გამო ემართება. მთავარია, მან ფულის დაზოგვა ისწავლოს და არ იყოს მფლანგველი.
კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს სავსე ქისის ჩხრიალი საყვარელ მელოდიას აგონებს. კირჩხიბთა შორის იშვიათად გვხვდება ღარიბი. ის ყოველთვის ცდილობს, იქ მოხვდეს, სადაც ფულის შოვნა შეიძლება. ასევე, ცდილობს, არ დაზოგოს ფული ისეთი საგნების ყიდვისას, რაც შეუძლია, შემდგომში კვლავ სარფიანად გაყიდოს. უყვარს კარგი ცხოვრება, ფულის შოვნა და მისი მიზანმიმართულად ხარჯვა.
ლომის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულმა ადამიანმა, შესაძლოა, ღარიბმა დაიძინოს და დილით მდიდარმა გაიღვიძოს, თუმცა ეს პირიქითაც ხდება. მას უყვარს ფულის ახლობლებისთვის დახარჯვა, თუმცა შემოქმედებითი ამბიცია ახალ-ახალი პროექტებისკენ უბიძგებს, ეს კი გამდიდრების კარგი საშუალებაა. თუ ნეგატიურ თვისებებს დათრგუნავს, მაშინ გამდიდრების შანსიც გაორმაგდება.
ქალწული სიმდიდრეზე კი არ ოცნებობს, არამედ, ამისთვის მუშაობს და თავს არ ზოგავს. ის ეკონომიურიცაა. თუ ქალწული შეძლებს, ისწავლოს საკუთარი ხასიათისა და ემოციის გაკონტროლება, მაშინ გარშემო მყოფების, კოლეგებისა და ხელმძღვანელების მიერ დაფასებული იქნება, რაც მის ფინანსებზე დადებითად აისახება.
სასწორი არ ანიჭებს უპირატესობას მარტო მუშაობას და ის ყოველთვის ცდილობს, იშოვოს ფული პარტნიორებთად ერთად. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი ადვილად ახერხებს კარგი რეპუტაციის მოპოვებას კოლეგებს შორის. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს გამდიდრების შანსი აქვთ, თუ არ შეუშინდებიან ბარიერებს, რისთვისაც ხშირად უნდა შეიცვალონ იმიჯი.
მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა სიაში მორიელის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ჭარბობენ. მათ ყველაზე მეტად მიზანსწრაფვა ეხერხებათ. მთავარია, კარგად გააცნობიეროს და დაგეგმოს საკუთარი საქმე და მაშინ ის უეჭველად გაიმარჯვებს. ასევე, შეუძლია, მართოს დიდი კომპანიები და კორპორაციები და შეუმცდარი ინტუიციით გამოირჩევა.
მშვილდოსანს ფულის ხარჯვა ყოველთვის და ყველგან უნდა. მეორე საკითხია, აქვს თუ არა მას ფინანსები. მისთვის ფულის დაგროვება წარმოუდგენელია, თუმცა, უფულობას ის, იშვიათად უჩივის და შემოსავლის წყაროს ყოველთვის პოულობს. ასაკში შესული მშვილდოსანი ისე ცხოვრობს, როგორც ახალგაზრდობაში იშრომა.
თხის რქისთვის ეგრეთ წოდებული „ოქროს შუალედი” არ არსებობს: ის ან მდიდარია, ან – ღარიბი. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს არ უყვარს აჩქარებული და იმპულსური გადაწყვეტილებების მიღება და ეს ეხება ფულის გამომუშავებასაც და ხარჯვასაც. ის არასდროს იმუშავებს იმ საქმეზე, რაც მის რეპუტაციას შელახავს. სამაგიეროდ, გამომუშავებულ თანხას დიდი რუდუნებით შეინახავს და შეეცდება, საკუთარი თავისთვის მყარი გარანტიები შექმნას.
თუ მერწყული ოდესმე გამდიდრდება, ეს მისი გენიალური იდეის დამსახურება იქნება და არა მისი შრომისმოყვარეობის. სასურველია, მან მიზანსწრაფვა, შრომა, ორგანიზებულობა და მოთმინებას ისწავლოს – ეს მას მეტ შემოსავალს მოუტანს. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი ფიზიკურ შრომას გონებრივს ამჯობინებს. მისგან კარგი ბიზნესმრჩეველი დგება.
თევზები ცდილობენ, არასდროს იწუწუნონ უფულობაზე და ამიტომ ისინი გარშემო მყოფებს მუდამ ფულიანი ჰგონიათ. მას შეუძლია იოცნებოს და დააჯეროს საკუთარი თავი, რომ მდიდარია, ჰყოფნის ფინანსები და ყველაფერი კარგად იქნება ამ მხრივ. თუ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს სურს, გამდიდრების შანსი მიეცეს, უნდა მოიშოროს ზღვარგადასული ფანტაზია, შეეშვას წარსულზე ფიქრს და შეუდგეს ფაქტების რეალურად აღქმას და იმ საქმის კეთებას, რითაც ფულს იშოვის.

скачать dle 11.3