კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი ლითონისგან დამზადებული სამკაულები და ნივთები გვიცავს ავადმყოფობისგან და როდის ხდება კვერცხი დამცავი საშუალება

როცა ადამიანი სასოწარკვეთილებაში ვარდება და ფიქრობს, თითქოს სამყარო მის წინააღმდეგაა მომართული, მხოლოდ მაშინ იწყებს გამოსავლის ძიებას. ბევრს არ სჯერა უარყოფითი ენერგიებისგან თავდაცვის საშუალებების, ნეგატიური ზემოქმედების უდიდესი ძალის, თუმცა ამ სამყაროში ყველაფერი ხდება და ადამიანი ნებისმიერი სიტუაციისთვის მზად უნდა იყოს. ჩვენი რუბრიკის სტუმარი, ქალბატონი გიული, უკვე წლებია საქართველოდან შორს ცხოვრობს და წელიწადში მხოლოდ ერთხელ ესტუმრება ხოლმე თბილისს. თუმცა, როგორც თავად ამბობს, აქ ჩამოსვლისას უამრავი ადამიანი აკითხავს და შექმნილი რთული სიტუაციიდან დახსნასა და თავდაცვას სთხოვს.

გიული: მიკვირს მათი, ვინც მხოლოდ სასოწარკვეთილებაში ჩავარდნის შემდეგ ცდილობს, იპოვოს შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი და დაიცვას საკუთარი თავი. ამ მხრივ, მიმაჩნია, რომ სწორედ მაშინ უნდა იზრუნოს კაცმა, როცა დაცულია და თქვენ წარმოიდგინეთ, წარმატებულიც. ბევრს არ სჯერა თილისმის მაგიური ძალის, თუმცა სასწაულები მაინც ხდება და როცა ამ სასწაულის მომსწრენი ხდებიან, მხოლოდ მაშინ თუ ფიქრდებიან, რა მოხდა მათ თავს. დამიჯერეთ, თილისმის ტარება ყოველთვის საჭირო და აუცილებელია, რომ თავი უსაფრთხოდ, ჯანმრთელად და დაცულად იგრძნოთ. ზოგ ლითონს, თილისმის ძალა და სამკურნალო თვისებები გააჩნია.
– თუ ადამიანი წარმატებულია, არც ბედს უჩივის და არც, მაინცდამაინც მოუგვარებელი პრობლემები აწუხებს?
– ამას ვამბობ ზუსტად, თილისმა მხოლოდ მაშინ კი არ უნდა ატაროთ, როცა შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალს ვეღარ პოულობთ და რომ იტყვიან, ხავსს ეჭიდებით, არამედ მაშინ, როცა თავს კარგად გრძნობთ და ბედსაც არ უჩივით. თილისმა ბედნიერების დასაცავად უნდა ატაროთ და არა პრობლემებისგან თავის დასახსნელად. აბა, დაფიქრდით, რატომ იყო ადრეულ საუკუნეებში ყველა ოჯახში ძვირფასი ლითონის ჭურჭელი? რატომ მიირთმევდნენ მოოქრული ან მოვერცხლილი ლანგრებიდან საკვებს და ძვირფასი ლითონების თვლებით მოჭედილი სასმისებიდან სითხეს? ან რატომ ხმარობდნენ ვერცხლის ან ოქროს დანა-ჩანგალს? ეს იმიტომ, რომ მათ უნიკალური ენერგეტიკული დამცავი თვისებების გარდა, ჯანმრთელობის შენარჩუნებაც შეუძლია და ავი თვალისა და ბოროტი მზერისგანაც გვიცავს.
– ძველად, უბრალო რკინისგან დამზადებული სამკაულების ტარებაც იყო მიღებული. მას თუ გააჩნია მსგავსი დამცავი თვისებები?
– კარგი კითხვაა, რადგან ბევრმა არ იცის, რომ უბრალო რკინის სამკაულიც კი, გარშემო მყოფების აგრესიისა და ავი ზრახვებისგან კარგი დამცველია. მაგრამ, აქვე გეტყვით, რომ რკინის სამკაულების ტარება ყველასთვის არ არის რეკომენდებული. მაგალითად, რბილი ხასიათის, მოკრძალებული, გაუბედავი და მორცხვი ადამიანებისთვის, ის ძალიან კარგი დამცველია, გამბედავი, მებრძოლი და რისკიანი ადამიანებისთვის კი პირიქით, ასეთი თილისმა უარყოფითი თვისებების მატარებელია. ამიტომ იყო, რომ დიდებულები ძველად მხოლოდ ძვირფასი სამკაულების ტარებას ანიჭებდნენ უპირატესობას. დაბალი ფენის, მოკრძალებული ადამიანები კი რკინის სამკაულებს ატარებდნენ. ვისაც ნებისყოფა არ ჰყოფნის, ადვილად ფეთქებადი და იმპულსური ხასიათი აქვს, მას ოქროს სამკაულების ტარება, უბრალოდ ეკრძალება. ოქრო პატრონს ენერგიის კონცენტრირებაში ეხმარება და კარგია მათთვის, ვისაც ეს სჭირდებათ. ჩვენთან მიღებულია, რომ ოქროს ნივთები თაობიდან თაობებს გადაეცემა. ზოგი ფიქრობს, თუ წინაპრისგან დანატოვარ ძვირფას ნივთს ატარებს, ამით მათ ხსოვნას სცემს პატივს. მე კი გეტყვით, რომ შეგიძლიათ, ასეთი საგვარეულო ნივთები ოჯახში შეინახოთ და ის თავის ძლიერ ენერგეტიკულ პოტენციალს თავისთვად დააგროვებს. ამით კი ბინაში უარყოფითი ენერგიების შემოდინებასაც შეუშლის ხელს და არც თქვენზე იმოქმედებს ცუდად. მათმა ტარებამ კი შესაძლოა, ზიანი მოგაყენოთ. მასში ყოფილი პატრონის ენერგეტიკაა ჩადებული და შესაძლოა, ის თქვენს ენერგეტიკას ეწინააღმდეგებოდეს. ეს კი წინსვლაში შეგიშლით ხელს და შესაძლოა, პრობლემები, წინაღობები შეგიქმნათ. ბარიერების დაძლევა კი რთული აღმოჩნდეს თქვენთვის. არც ის არის კარგი, რომ გარდაცვლილი ადამიანის სამკაულები ატაროთ და თქვათ, ამით მის ხსოვნას ვცემ პატივსო. გარდაცვლილის ენერგეტიკა მასშია „ჩაბუდებული” და ის თქვენთვის წარმატების მომტანი ნამდვილად ვერ იქნება. მაგრამ, თუ ადამიანი მთელი ცხოვრება წარმატებული იყო, ღრმა სიბერემდე იცოცხლა და არც ჯანმრთელობას უჩიოდა, მაშინ შეგიძლიათ, ასეთი წინაპრის ნაქონი ძვირფასი ნივთები თუ სამკაულები თამამად ატაროთ. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ის ოქრო თუ ძვირფასი სამკაული, რომელიც გარდაცვლილს ეკეთა, ორმოცამდე ხელუხლებლად უნდა შეინახოთ და ისეთ ადგილას დადოთ, სადაც ვერავის თვალი ვერ მიწვდება. აგრეთვე, არ შეიძლება, გარდაცვლილი ახლობლის ნივთებისა თუ სამკაულების ტარება კვირის გარკვეულ დღეებში და იმ დღეს, როცა გარდაიცვალა.
– რომელ კვირის დღეებზეა საუბარი?
– არ უნდა ატაროთ გარდაცვლილი ადამიანის ნაქონი სამკაულები და ნივთები ორშაბათს, პარასკევს და კვირას, რადგან ამას კარგი არაფერი მოაქვს. ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს თავის სახელზე ნაყიდი, ლითონის ახალი სამკაული და ის უნდა ატაროს. ის თქვენთვის საუკეთესო თილისმა და დამცავი იქნება.
– ქალბატონო გიული, ბევრი პარაფსიქოლოგი თუ ეზოთერიკოსი ამბობს, რომ უბრალო ქათმის კვერცხს უნიკალური მაგიური თვისებები აქვს. იქნებ ამაზეც ისაუბროთ?
– დიდი სიამოვნებით. თქვით, პარაფსიქოლოგები და ეზოთერიკოსები ამბობენ, უბრალო კვერცხს მაგიური თვისებები გააჩნიაო და ეს სიმართლეა. მინდა ყველამ იცოდეს, რომ ჩვეულებრივი ქათმის კვერცხი საუკეთესო დამცველი საშუალებაა ავი თვალისა და ნეგატიური ზემოქმედებისგან. ალბათ, ბევრს გაუჩნდება კითხვა, კვერცხით როგორ უნდა დავიცვათ თავი ან რა სიმბოლური დატვირთვა შეიძლება ჰქონდეს ჩვეულებრივ ოვალურ კვერცხსო, მაგრამ, აბა, დაფიქრდით, უძველესი დროიდან ჯადოქრები და მაგები, რატომ იყენებდნენ მას თავიანთი შავბნელი საქმეებისთვის? იმიტომ, რათა კონკრეტული ადამიანისთვის ზიანი მიეყენებინათ. მაგალითად, ძველად ჯადოქრები ლაყე კვერცხს მალავდნენ იმ ოჯახში, რომლის დანგრევაც უნდოდათ და მიზანსაც აღწევდნენ. ასე რომ, მსგავსი ცუდი საქმეების გამკეთებლები დღესაც მომრავლდნენ და თუ სახლში ან ეზოში ლაყე კვერცხი იპოვეთ, იფიქრეთ, რომ ვიღაცას თქვენთვის ზიანის მოყენება უნდა. თუ დროულად არ ამოქმედდით, მიზანსაც მიაღწევს.
– ამ დროს რა უნდა მოიმოქმედოს ადამიანმა?
– უბრალოდ, ცეცხლი უნდა დაანთოთ და ის კვერცხი შიგ ჩააგდოთ. შემდეგ კი ნაცარი კარგად მოხვეტეთ და სახლიდან შორს, მდინარეში გადაყარეთ. ალბათ, არ იქნება თქვენთვის სიახლე, თუ გეტყვით, რომ კვერცხი სიცოცხლის სიმბოლოდ მოიაზრება. თუ გსურთ, უბრალო კვერცხი თქვენი დამცველი და ცუდის ამრიდებელი იყოს, მაშინ კვირაში ერთხელ, საწოლის გვერდით დადგით წყლით სავსე ჯამი და მასში ჩადეთ ერთი თეთრი კვერცხი. ჩაყარეთ მარილი და ცოტა ძმარიც ჩაამატეთ. დილით კი, გაღვიძებისთანავე, მასში ჩაყავით ხელები, შედეგ ამოიღეთ და რაც თითებზე წვეთები დაგრჩებათ, თავზე ისხურეთ. კვერცხი კი მოხარშეთ და მიირთვით, ოღონდ, არამც და არამც არ შეწვათ. ეს რიტუალი გარშემო მყოფების აგრესიისგან დაგიცავთ, საქმეში წარმატებას გპირდებათ და ბედშიც სასიკეთო ცვლილებების შემტანია. კვერცხი, ჩვენს ქვეცნობიერს ენერგეტიკული ჩარევებისგან იცავს. მისი დახმარებით კი ჯადოსაც აარიდებთ თავს და გათვალვასაც.

скачать dle 11.3